x
მეტი
  • 24.09.2019
  • სტატია:94872
  • ვიდეო:342702
  • სურათი:457029
ამ ქირურგიულ სამედიცინო ცენტრში ბავშვებს ოპერაციამდე პატარა მანქანებით გართობის საშუალებას აძლევენ - იდეა, რომელსაც ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა!

ზოგადად, ქირურგიული ოპერაცია ძალიან დამთრგუნველია ყველა ჩვენგანისათვის. ზრდასრულ ადამიანებს ის მაინც ესმით, რას და რატომ იკეთებენ, მაგრამ რა ხდება მაშინ, როცა პატარას უნდა ჩაუტარდეს ოპერააცია? მშობლებისგან ცალკე, თეთრი ოთახები, წამლის სპეციფიკური სუნი, ეს ბავშვებისთვის ძალიან დიდი სტრესია!


კალიფორნიაში, კერძოდ, მოდესტოში არის სამედიცინო ცენტრი, სადაც პატარებს გაღიმებულები და მომზადებულები ხვდებიან. გაინტერესებთ როგორ?


image


ამ საავადმყოფოში სპეციალური გარემოა შექმნილი პატარებისთვის. 2-დან 7 -წალმდე ასაკის ბავშვებს ოპერაციამდე შეუძლიათ აირჩიონ სხვადასხვა ფერის მერსედესი თუ ბენტლი და მათ სიხარულს საზღვარი არ აქვს, მიუხედავად იმისა, რომ რთული ოპერაცია ელოდებათ წინ.


image


ეს იდეა ეკვითვნის ქიმბერლი მარტინეზს, რომელიც წინასაოპერაციო მედდაა.

მანქანებს აქვს ავტომატური და ხელით მართვის რეჟიმი, ასევე რადიო, რათა ბავშვებმა სასურველი მუსიკა შეარჩიონ.


სოციალუირ ქსელში ამ იდეას ძალიან დიდი გამოხმაურება აქვს და პატარა პაციენტები და მათი მშობლებიც ძალიან კამაყოფილები არიან.

იხილეთ ვიდეო




0
55
1-ს მოსწონს
ავტორი:ღიმილიანი
ღიმილიანი
55
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0