x
image
გიორგიე
ქუთაისური ანეკდოტები
image***


-ჭიჭიკია, შალიკიას ცოლი მოუყვანია და შემოგვითვალა, ამოდითო.

-რავა ყველაფერში დახმარება უნდა მაგ გაჭირვებულს!!


***



ცოლი: რომ მცოდნოდა ასეთი ღარიბი იყავი არ გამოგყვებოდი ცოლად

ქმარი: სულ იმას გეუბნებოდი შენს გარდა არაფერი გამაჩნია ამ ქვეყანაზე მეთქი.


***


ჭიჭიკიას ქათინაური:

-აუ რა ლამაზი ფეხები გაქვს ჟუჟუნა, ერთი-მეორეზე უკეთესია.


***


ჭიჭიკიას უთხრეს:

-რა არის ჭიჭიკია შენ ცოლს რიგი რომ უდგასო?

-ეგ თქვენ იდარდეთ თორემ მე ურიგოდ მიშვებსო...



***


-ჭიჭიკია ცოლს რატო გაშორდი?

-რავი ვერ შევეწყვე.

-მთელი ქუთაისი შეეწყო და შენ რა ჭირი გეტაკა?


***


ჭიჭიკიას ეკითხება შვილი.

-მამა რას ჭამ?

-სადაა შვილო საჭმელი, გეიწიე იქით ვამთქნარებ.

3
720
7-ს მოსწონს
ავტორი:გიორგიე
გიორგიე
720
  
2012, 11 აგვისტო, 15:16
:))))))))
2012, 23 ივლისი, 3:15
-ჭიჭიკია ცოლს რატო გაშორდი?

-რავი ვერ შევეწყვე.

-მთელი ქუთაისი შეეწყო და შენ რა ჭირი გეტაკა?
2012, 22 ივლისი, 20:42
კარგია!!!
0 1 3