x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134530
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
3 ძირითადი ფაქტორი, რომელიც ხელს გვიშლის ბედნიერებაში
ჩვენი ციკლური ცხოვრება დიდ უარყოფით გავლენას ახდენს ჩვენს დაძაბულობაზე, რაც საბოლოოდ სხვადასხვა ქორნიკული დაავადების განვითარების რისკს უწყობს ხელს. რატომ ხდება ასე, რომ დღე გარბის და საკუთარ თავზე ზრუნვა გვავიწყდება? რა გვაიძულებს გადავაბიჯოთ იმ სურვილებს, რომლებიც გვწყურია? დღე იწყება და მთავრდება თვალსა და ხელს შუა, დრო კი სასურველი მიზნებისთვის არ არსებობს და ასეთი ერთფეროვნება გრძელდება მუდმივად.


image


იქნებ დროა დაძაბულობა და დაბნეულობა მოიშოროთ და ცოტაოდენი დრო დაუთმოთ საკუთარ თავს, რაც შეამცირებს დაავადებების განვითარების რისკს და თქვენი ბედნიერების საწინდარი გახდება.


დღევანდელ სტატიაში მინდა იმ 3 ძირითად ფაქტორზე გესაუბროთ, რომლებიც წამყვან როლს თამაშობენ ჩვენს ცხოვრებაში, რომ ხელი შეგვიშალონ ბედნიერებაში და თუ კი აღმოვფხვრით მათ, ცხოვრებაც აუცილებლად შეიცვლის ფერებს.




3 ძირითადი ფაქტორი, რომლებიც ბედნიერებაში ხელს გვიშლიან!



1. დროის დეფიციტი.image


ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მიზეზია- დროის დეფიციტი. არ იყენებთ დროს პირადი მიზნებისთვის, არადა, რატომ არ უნდა წახვიდეთ თეატრში, იკვებოთ რეჟიმით, დაკავდეთ სპორტით ან რომელიმე თქვენი საყვარელი ხელსაქმით, იძინოთ ნორმალური ოდენობით, იშოპინგოთ, მოინახულოთ მეგობრები? თუ ამ ჩამოთვლილთაგან რამდენიმეს მაინც შეასრულებთ ხშირად, დაავადებების რისკი აუცილებლად შემცირდება და თქვენი ე.წ ერთფეროვან, უბედური ცხოვრებაც გაფერადდება.





2. დანაშაულის გრძნობა.image


იმ კატეგორიის ქალები, რომლებიც ქრონიკულად მუშაობენ, ვერ აცნობიერებენ რომ მთავარი ბედნიერება სწორედ ოჯახსა და შვილებშია, რომლებისთვისაც მათ, დრო, სამწუხაროდ არ რჩებათ. დროთა განმავლობაში ხომ დანაშაულის გრძნობაც იჩენს თავს, თუმცა ხშირ შემთხვევაში გვიანია. ამიტომ, ეცადეთ გაიფერადოთ ცხოვრება მათით, ვინც ასე ძვირფასია, დაუთმეთ უმეტესი დრო შვილებს, მეგობრებს, ოჯახს და კეთილ საქმეებს, განა არსებობს შვილებზე დიდი ბედნიერება? შეიგრძენით ბედნიერება და ნუ დაუშვებთ, რომ დანაშაულის გრძნობებმა შეგაწუხოთ.





3. საკუთარი თავის უპატივცემულობა.image


რატომ ფიქრობთ, რომ თუ ცოტას დაისვენებთ, გაისეირნებთ სუფთა ჰაერზე, მოუსმენთ საყვარელ მუსიკას, წაიკითხავთ წიგნს და დაკავდებით საყვარელი ხელსაქმით, ამით თავს ბევრის უფლებას მისცემთ? ნუთუ ბევრია?!! ზოგჯერ აუცილებელია მიივიწყოთ სამსახური და განიტვირთოთ, ეს ხომ ასე მარტივია და თან არ საჭიროებს დიდ ფინანსებსა და კურორტებს.




იხილეთ აგრეთვე:



დროის 10 საიდუმლო, რომლებიც დღემდე იდუმალ ჩიხშია (ნაწილი1)image





დროის 10 საიდუმლო, რომლებიც დღემდე იდუმალ ჩიხშია (ნაწილი2)image






დროის ოპტიმიზირების 10 საუკეთესო საშუალება, რომელიც გაგიადვილებთ ყოფასimage


0
77
10-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
77
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0