x
image
maia
მამაკაცებთან დიალოგის საიდუმლო
მამაკაცებთან საუბრისას მეტი კონკრეტულობა გმართებთ.

დაივიწყეთ ზოგადი ფრაზები.. მაგ. უთხარით პირდაპირ-„იქნებ ჭურჭელი დარეცხო“ და არ გჭირდებათ გადატანითი მინიშნება მაგ. „არაფერს არ აკეთებ სახლში’
image
„შენ მამაკაცი ხარ და უნდა...“
თუ ფიქრობთ, რომ ეს ფრაზა მამაკაცების მოტივაციას განაპირობებს და აიძულებს მას „მამაკაცურად“ იმოქმედოს, ძალიან ცდებით. პარტნიორს სათანადო საქციელისკენ უბიძგებთ მის ნიჭზე ყურადღების გამახვილებით: „შენ ისეთი ჭკვიანი ხარ, რომ დარწმუნებული ვარ ყველაზე უკეთესად შენ გააკეთებ ამას“

„საშინლად არ მომწონს ჩემი ფეხები...“
ან ცხვირი, ან თმა- ან საკუთარი სხეულის კიდევ რომელი ნაწილით ხართ უკმაყოფილო? მსგავსი ფრაზებით თავს ახვევთ მამაკაცს საკუთარ მოსაზრებს და ყურადღებას უმახვილებთ თქვენ „არასრულყოფილებაზე“.

ერთ მშვენიერ მომენტში ის დაფიქრდება“ -მართლაც მისი ფეხები არც ისე გრძელია, აქამდე როგორ ვერ ვამჩნევდი?“
აუცილებელი არ არის, მამაკაცმა იცოდეს თქვენი კომპლექსები.

„მკერდი ხომ არ გამედიდებინა?“
ამას იმიტომ არ ეკითხებით, რომ ეჭვობთ, რომ მას თქვენი მკერდი პატარა ან ულამაზოდ მიაჩნია. არამედ თქვენ მხოლოდ კომპლიმენტის მიღებას ესწრაფვით. მოძებნეთ სხვა გზა: მამაკაცთან პლასტიკური ქირურგიის განხილვა შეცდომაა.

„ რა მაგარია რობერტ პატისონი?"
თქვენი სიყვარულის აღიარება ეკრანის გმირების მიმართ აღიზიანებს
მამაკაცებს და არამარტო იმიტომ, რომ ეჭვიანობენ. არამედ მათ უბრალოდ არ ესმით როგორ მოიქცნენ მსგავს სიტუაციაში:

თავადაც დაინტერესდნენ პატისონის ცხოვრებით და
შემოქმედებით? თუ თქვენი თანდასწრებით დაიწყონ საუბარი ანჯელინა ჯოლიზე?


ამასთან მამაკაცების უმრავლესობასთან ისეთ ადამიანებზე საუბარი, რომლებსაც არ იცნობენ და ვერც გაიცნობენ- არის დროის ამაო ხარჯვა (თუმცა საყვარელი ფეხბურთის გუნდის მოთამაშეებისთვის ისინი გამონაკლისს უშვებენ).

„ჩემი ყოფილი იდიოტი იყო“
და არანაირად არ აღიაროთ, რომ იდიოტი იმიტომ იყო, რომ თქვენ
მიგატოვათ. რადგან ამის გახმაურებით თქვენი ამჟამინდელი დაიწყებს განშორების მიზეზების ძიებას და აუცილებლად დაიწყებს კითხვების დასმას ერთობლივ ცხოვრებაზე,
მას კი დეტალების ცოდნა ნამდვილად არაფერში სჭირდება.

საერთოდ აარიდეთ თავი მასთან გასულ რომანებზე საუბარს და კითხვებზე ასე უპასუხეთ „ ჩვენ ერთმანეთი გვიყვარდა,
მაგრამ სიყვარული გაქრა და ამიტომ დავშორდით.


„ეს ვარცხნილობა ამ ქალს საშინლად არ უხდება“
მსგავსი ირონიული შეფასება დაქალებთან საუბრებისთვის შეინახეთ. რადგან ძლიერი სქესის წარმომადგენლები ერთსულოვნად ფიქრობენ, რომ მსგავსი გესლიანი გამონათქვამები შურიანობის გამოხატულებაა. ამასთან მსგავსი კრიტიკა უჩვენებს მას, რომ თქვენ
თავდაუჯერებელი ხართ, არადა ეჭვი თქვენ მომხიბვლელობას და მიმზიდველობაში არავის უნდა გაუჩნდეს.

„დარწმუნებული ხარ რომ ჩემთან სექსი გინდა?“
თუ ეჭვი გეპარებათ საკუთარ მომხიბვლელობაში, უმჯობესია უთხრათ მას, სასურველად რომ იგრძნოთ თავი გჭირდებათ კომპლიმენტები - დაუყონებლივ და რაც შეიძლება ბევრი.


2
1264
8-ს მოსწონს
ავტორი:maia
maia
1264
  
2012, 9 აგვისტო, 21:48
ისეთ რა ადგილებში გაქვს ნაკლი რომ თვითონ ვერ დაინახავს :))) რა ხალხია გადამრევს რა
2012, 9 აგვისტო, 16:05
მე ყოველთვის ვამბობო ხოლმე ჩემი სხეულის რომელი ნაწილი არ მომწნოდ ნიშნად იმისა რომ არ მომწონს მაგრამ არ მაკომპლექსებს და კიდევ მინდა რომ თავიდანვე მიაქციოს ყურადღება და საქმის კურსში იყოს რომ მერე მოულოდნელად არ აღმოაჩინოს და გული არ გაუსკდეს:)))))))
0 1 2