x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134535
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508596
მონღოლთა იმპერია
მონღოლთა იმპერია - სახელმწიფო, რომელიც XIII საუკუნის პირველ ნახევარში, 1206 წელს შეიქმნა ჩინგიზ-ყაენისა და მისი მემკვიდრეების დამპყრობლური ომების შედეგად.
იმპერიის პერიოდში შედიოდა ცენტრალური აზია, სამხრეთ ციმბირი, კავკასია, აღმოსავლეთი ევროპა, ახლო აღმოსავლეთი, ჩინეთი და ტიბეტი. XIII საუკუნის მეორე ნახევარში დაიწყო იმპერიის დაშლა, ულუსებად, რომელთა სათავეშიც იდგნენ ჩინგიზიდები. იმპერიის ყველაზე მსხვილი წარმონაქმნები იყვნენ ოქროს ურდო, ჰულაგუიანთა სახელმწიფო, იუანის იმპერია და ჩაღათაის სახანო. ყუბილაიმ 1271 წელს, მთელი ჩინეთის დაპყრობის შემდეგ მიიღო იუანის იმპერატორის ტიტული და დედაქალაქი გადაიტანა ხანბალკში. XIV საუკუნის დასაწყისში ფორმალურად აღსდგა იმპერიის ერთიანობა და წარმოადგენდა დამოუკიდებელ სახელმწიფოთა ფედერაციას. ამავე საუკუნის დამლევს მონღოლეთის იმპერიამ არსებობა შეწყვიტა.
XII საუკუნის მიწურულისათვის თემუჩინმა, რომელიც თავდაპირველად ყაჩაღთა მეთაური იყო, მოახერხა მონღოლეთის გაერთიანება მანჯურიიდან ალტაის მთებამდე. 1206 წელს მდინარე ონონის სათავესთან ახლოს გაიმართა ყურულთაი, რომელზედაც თემუჩინი აირჩიეს დიდ ყაენად და მიიღო ჩინგიზ-ხანის ტიტული. გამოცხადდა დიდი მონღოლეთის იმპერიის შექმნა. ჩინგიზ-ხანმა, რომელიც ცნობილი იყო თავისი სისასტიკითა და მრისხანებით, დაიპყრო დიდი ნაწილი აზიისა და შექმნა მონღოლეთის იმპერია, ყველაზე დიდი იმპერია მსოფლიო ისტორიაში. ყაენის მემკივიდრეებმა მისი იმპერია გადაჭიმეს დასავლეთით პოლონეთამდე, აღმოსავლეთით კორეამდე, ჩრდილოეთით ციმბირამდე და სამხრეთით ვიეტნამამდე. იმპერიის ფართობი იყო 33, 000, 000 კმ2 (მსოფლიო მიწის 22%-ი), მოსახლეობა 100 მილიონი კაცი.
ჩინგიზ-ყაენის შვილიშვილის მუნქეს მმართველობაში მონღოლეთის იმპერია თავის ფარგლებში აერთიანებდა მონღოლეთს, ჩრდილოეთ ჩინეთს, კორეას, ტანგუტის სამეფოს, ცენტრალურ და შუა აზიას, ამიერკავკასიას, ირანს, ავღანეთსა და რუსეთის მიწების მნიშვნელოვან ნაწილს. მაგრამ ეს უზარმაზარი იმპერია მოკლებული იყო შინაგან ერთიანობას და წარმოადგენდა სოციალ-ეკონომიკური და კულტურული განვითარების სხვადასხვა საფეხურზე მდგომი სხვადასხვა ენაზე მოლაპარაკე ხალხების იძულებით გაერთიანებას, ამ ხალხის მნიშვნელოვანი ნაწილი მიღწეული დონით დამპყრობლებზე მაღლა იდგა.
მუნქეს სიკვდილის შემდეგ დაიწყო მონღოლეთის იმპერიის დაშლა. პირველად მას ჩამოშორდა ბათო-ყაენისა და ჰულაგუ ყაენის სამფლობელოები. მათ შექმნეს დამოუკიდებელი ოქროს ურდო და ჰულაგუიანთა სახელმწიფო, რომელთაც სათავეში ედგნენ ჩიგიზ-ყაენის შთამომავლები.
მუნქეს მემკვიდრე იყო ყუბილაი, რომლის დროსაც დასრულდა ჩინეთის დაპყრობა. მისი სახანო მოიცავდა დღევანდელ მონღოლეთსა და ჩინეთს. ხუბილაისა და მისი მემკვიდრეების იმპერიას ეწოდა იუანი.
1368 წელს აჯანყებულმა ჩინელებმა მონღოლები განდევნეს ჩინეთიდან. ჩინეთის არმიამ დაანგრია და გააცამტვერა უამრავი მონღოლური ქალაქი, მათ შორის მონღოლეთის დედაქალაქი ყარაყორუმი. წაიშალა ნაკვალევი იმ კულტურული პროგრესისა რომელსაც მიაღწია მონღოლეთმა იმპერიის დროს.
1380 წელს კულიკოვოს ბრძოლით დაიწყო რუსეთის განთავისუფლება მონღოლ-თათართა უღლისაგან. XIV საუკუნის მეორე ნახევარში მონღოლეთის ბატონობა დაემხო ირანში, ამიერკავკასიასა და შუა აზიაში.
მონროლები კვირების და თვების განმავლობასი ერთ ტანისსამოს ატრებდნენ, სანამ არ დალპებოდა ეცვათ მანამდე.ასევე ოფლის და სიმყრალის სუნი ასდიოდათ და ამით ამაყობდნენ, არ ბანაობდნენ რადგან ეგონათ რომ მდინარის დრაკონს გაანრისხებდნენ და ეშინოდათ. მონღოლებს შეეძლოთ უამრავი ცოლის მოყვანა, მაგრამ თუ გაიგებდნენ რომ მისი ცოლი ღალატობდა ტუჩებს აჭრიდნენ, ასევე თუ შეუსწრებდნენ ვინმესთან ცოლს კლავდნენ ხოლო მონღოლი კაცი თუ ქალიშვილთან სქესობრივი კავშირით იყო დაკავებულული თუ ის მისი ცოლი არ იყო მაშინ იმ ქალსაც და კაცსაც სიკვდილით სჯიდნენ. მონროლი ჯარისკაცის გარდაცვალების შემთხვევასი მისი ცოლები რჩებოდა მის შთამომავლებს, ყველაზე გულუხვად კი უმცროსი ბავშვი ჯილდოვდებოდა მამის გარდაცვალების შემდეგ, მათ არ შეეძლოთ თავიანთი დედის ცოლად მოყვანა მაგრამ მათთვის უნდა მოეარათ.მონღოლები 3 წლიდან სწავლობდნენ ცხენზე ჯირითს, მშვილდის სროლას, ბრძოლას, ნადირობას და თევზაობას. როდესაც ევროპელები მონღოლ ბიჭს ან გოგოს დაინახავდნენ ჯირითისას ამბობდნენ, რომ ასე დახვეწილათ უამრავი ევროპელი მხედარიც არ ჯირითობსო.image

მუქი მწვანე - ჩაღატაის სახანო.

მწვანე - ჰულაგუიანები

ყვითელი - ოქროს ურდო


იასამნისფერი - ოქროს ურდო




0
453
1-ს მოსწონს
ავტორი:დუნი
დუნი
453
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0