x
სამყაროს შემქმნელი მაკარონის ურჩხული

imageგსმენიათ ამ მიმდინარეობის შესახებ, რომელსაც სხვაგვარად "სპაგეტის მფრინავი ურჩხულის კულტს" ეძახიან? ეს "რელიგია" ერთმა ხუმარა ამერიკელმა ბობი ჰენდერსონმა, მოიგონა და მიქელანჯელოს ტილოზეც ასახა. საქმე ისაა, რომ კანზასელმა პოლიტიკოსებმა კრეაციონიზმის სწავლების კანონი შემოიღეს. ეს დოქტრინა ამტკიცებს, რომ დედამიწაზე ევოლუცია არ მომხდარა, ყველაფერი ერთბაშად შეიქმნა და შემოქმედი ღმერთი იყო. ჰენდერსონის აზრით, თუ კრეაციონიზმის სწავლება დასაშვებია, რატომ არ შეიძლება, რომ ფასტაფარიანელების სწავლებაც დაკანონდეს, რომლის მიხედვითაც "მაკარონის ურჩხული" სამყაროს შემქმნელად მოგვევლინება? მან პოლიტიკოსებს იგივე უფლებები მოსთხოვა, რაც კრეაციონისტებს ჰქონდათ, მაგრამ უშედეგოდ. თუმცა ინტერნეტში პასტაფარიანელობას დღითი დღე უამრავი ადამიანი უერთდება.

0
44
2-ს მოსწონს
ავტორი:sandy1
sandy1
44
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0