x
image
ელენე გუმა
"კოკა ყანდიაშვილი ვარ თუ არაფორმალური მმართველი? მაღიარეთ, მაღიარეთ თქვე ... "
ჟურნალისტი კოკა ყანდიაშვილი პარლამენტის წევრ დავით ჭიჭინაძის განცხადებას, რომ სწორედ ყანდიაშვილი იყო ის, ვინც უმრავლესობის დეპუტატებს მითითებებს აძლევდა, თუ რა ფერის ღილაკზე უნდა დაეჭირათ ხელი კენჭისყრის დროს, სოციალურ ქსელში ეხმაურება.


როგორც ყანდიაშვილი წერს, დროა რამენაირად ჩამოყალიბდნენ და გაერკვენენ კოკა ყანდიაშვილია თუ არაფორმალური მმართველი.


"მეგობრებო, რამენაირად უნდა ჩამოყალიბდეთ!
კოკა ყანდიაშვილი ვარ თუ არაფორმალური მმართველი?
მესმის - ტროლები, მესიჯები, ბოტები, ქარხნები, ვიდეოები, ფაბრიკები, ფეისების ეთერებში გაგზავნა ან აკრძალვა, კიბერთავდასხმები, შავი პიარი და თეთრი ხელთათმანი, მაგრამ მთლად საქართველოს პარლამენტს თუ ვმართავ წლებია - მაღიარეთ, მაღიარეთ თქვე ..."- წერს ყანდიაშვილი.


დამოუკიდებელი დეპუტატი დავით ჭიჭინაძე ღილაკების არევის ინციდენტს იხსენებს და ამბობს, რომ საერთო "ჩატში" დეპუტატებს ღილაკების დანიშნულების გასარჩევად, მწვანე და წითელ ვაშლებს უგზავნიდნენ.


"თავიდან მე მახსოვს რომ გზავნიდნენ წითელ და მწვანე ვაშლს, ღილაკები რომ არავის არეოდა. ერთი ყავდათ, კოკა ყანდიაშვილი, ვინც აგზავნიდა რა ფერ ღილაკზე უნდა დაგვეჭირა. მწვანე კნოპკა რომ ეს არის მომხრე, წითელი წინააღმდეგი. ​სესიის დროს მოდიოდა, ჯერ კიდევ ქუთაისში ვიყავით. მწვანე და წითელი ღილაკების პრობლემა დიდი ხნის პრობლემაა."


image

0
346
2-ს მოსწონს
ავტორი:ელენე გუმა
ელენე გუმა
346
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0