x
image
ელენე გუმა
თუ ამას ზუგდიდელებიც დააფასებენ ხომ კარგი და,თუ არა და… – მიხეილ სააკაშვილი სანდრა რულოვსზე
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში საკუთარი მეუღლის, სანდრა რულოვსის საარჩევნო კლიპს აქვეყნებს.


როგორც სააკაშვილი წერს, სხვებისგან განსხვავებით სანდრასთვის ეს დღეს არ დაწყებულა და ის და სამეგრელი მრავალწლიანი სიყვარულის ისტორიაა.


მისივე თქმით, თუ ამას ზუგდიდელებიც დააფასებენ ხომ კარგი, და, თუ არა, ეს მაინც არაფერს შეცვლის მის დამოკიდებულებაში.


"საარჩევნოდ ივანიშვილს უცებ ზვიადი შეუყვარდა, კალაძე კალია გახდა, დედოფლისწყაროს კლანის წარმომადგენელმა ღარიბაშვილმა ზუგდიდში სიარულს მოუხშირა, სანდრასთვის კი ეს დღეს არ დაწყებულა-ის და სამეგრელო, ის და ზუგდიდი არის მრავალწლიანი სიყვარულის ისტორია.თუ ამას ზუგდიდელებიც დააფასებენ ხომ კარგი, და, თუ არა, ეს მაინც არაფერს შეცვლის მის დამოკიდებულებაში"- წერს სააკაშვილი.



აღნიშნულ პოსტს 1000 -მდე კომენტარი და 1000-ზე მეტი გაზიარება აქვს.


კომენტარებში "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერები სიყვარულს და თანადგომას არ იშურებენ და სანდრა რულოვს არჩევნებში გამარჯვებას უსურვებენ.


პოლიტიკურმა გაერთიანებამ „ძალა ერთობაშია“ ზუგდიდის მერის რიგგარეშე არჩევნებში კანდიდატად ყოფილი პირველი ლედი სანდრა რულოვსი 22 მარტს დაასახელა. მას შემდეგ, კანდიდატი საცხოვრებლად ზუგდიდში გადავიდა .

რულოვსი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარადაც იყრიდა კენჭს 2016 წლის არჩევნებზე. პირველ ტურში ვერც მან და ვერც მმართველი პარტიის კანდიდატმა ედიშერ თოლორაიამ ვერ მიიღო ხმების 50%-ზე მეტი. მეორე ტურში მონაწილეობაზე კი რულოვსმა უარი განაცხადა იმ მიზეზით, რომ მას არჩევნები პირველ ტურში „მოპარეს“.


image

1
359
1-ს მოსწონს
ავტორი:ელენე გუმა
ელენე გუმა
359
  
2019, 8 აპრილი, 17:38
მე მაპატიეთ ამათ ვერ მოვიწონებ, მე საკუთარი თვალებით მყავს ნანახი გორში თვითმფრინავის ხმის გაგონებაზე მიწაზე მფორთხავი პრეზიდენტი, კაცი, რომელიც შიშით ჰალსტუხს ღეჭავდა ვერასდროს ვერ უნდა გახდეს საქართველოში პოლიტიკური ფიგურა.
რაც შეეხება სანდრას-მან იცოდა სამეგრელოს დიდი ნაწილის განწყოვა ზვიად გამსახურდიას მიმართ, მაგრამ ამას ხელი არ შეუშლია მისთვის გამსახურდიაზე დაეწერა: "ის იყო დიქტატორი, ის და მისი ჯარი ძარცვავდნენ საქართველოს, ის უნდა მოეშორებინათ ხელისუფლებიდან და სწორად მოიქცნენ, რომ მოაშორეს".
შემირცხვენია ის ზუგდიდელი, ვინც ამ ქალს ხმას მისცემს.
სააკაშვილის გაცნობამდე წლებით ადრე, სამოქალაქო ომის დროს ეს ქალბატონი ქუთაისში ცხოვრობდა და "მოღვაწეობდა".
0 1 1