x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134530
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
89 წლის ნაყინის გამყიდველი, რომელსაც ინტერნეტში 380,000 დოლარი შეუგროვეს

ფიდენსიო89 წლის ჩიკაგოს მკვიდრი ფიდენსიო სანჩესი მრავალი წელია ნაყინს ყიდის. ყველა ადგილობრივი იცნობს. მაგრამ ცოტა ხნის წინ ათასობით ინტერნეტ მომხმარებელმა შეიტყო ხანდაზმული გამყიდველის შესახებ.
ეს ყველაფერი იმით დაიწყო, რომ ჯოელ სერვანტეს მარსიამ სანჩესისგან 20 პორცია ნაყინი იყიდა. შრომისმოყვარე ფიდენსიო ისე იღიმებოდა, რომ განაცვიფრა მყიდველი. სახლში დაბრუნებულმა მყიდველმა შექმნა გვერდი "GoFoundMe", რომელიც მიუძღვა ნაყინის გამყიდველს, იმ მიზნით რომ 3000 დოლარს შეუგროვებდნენ მოხუცს. ინტერნეტის მომხმარებლები მოხიბლული დარჩნენ სანჩესის ფოტოსურათით, რომელსაც სასიამოვნო ღიმილი დასთამაშებდა. უკვე რამოდენიმე საათის შემდეგ ხალხმა ფულის შეტანა დაიწყო, ხოლო 3 დღის შემდეგ 250, 000 დოლარი შეგროვდა. საბოლოოდ 380, 000 დოლარი.

ფიდენსიო"მან მოხიბლა ჩემი გული"- განუცხადა CNN-ს აქციის ინიციატორმა ჯოელ სერვანტეს მარსიამ. მთელი დარჩენილი ცხოვრება მინდა მშვიდად გაატაროს და არ აკეთოს რთული სამუშაოები. მინდოდა მისი დახმარება და აღმოჩნდა, რომ ეს ისტორია ბევრმა ადამიანმა შეიტყო და განიცადა მსოფლიოს გარშემო.
ნაყინის გამყიდველმა CNN-ის ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ბავშვობაში დაობლდა. 13 წლის ასაკში მან დაიწყო მუშაობა საკუთარი თავის სარჩენად პირველად მექსიკაში, ხოლო შემდგომ უკვე ა.შ.შ-ში. ახლა ფიდენსიო ოჯახში ერთადერთი მარჩენალია - მისი მეუღლე აღარ მუშაობს და მათი ქალიშვილი ცოტა ხნის წინ გარდაიცვალა.

ფიდენსიონაყინის მაღაზიის მეპატრონემ ბიანკა გუტიერესმა განაცხადა, რომ ფიდენსიო სანჩესი უკვე მრავალი წელია მასთან მუშაობს და ასეთი შრომისმოყვარე ადამიანი არ უნახავს. "იგი მუშაობდა მთელი წლის განმავლობაში, ნებისმიერ ამინდში. თუნდაც ცივი ზამთრის დღეებში."
ფიდენსიო სანჩესი არ აპირებს შეწყვიტოს მუშაობა. ახლა, როდესაც მან 380, 000 დოლარი შეაგროვა გადაწყვიტა შეიძინოს სახლი მისთვის და თავის მეუღლისათვის.

1
130
1-ს მოსწონს
ავტორი:ბესიკი ჩაფიჩაძე
ბესიკი ჩაფიჩაძე
130
  
2019, 6 აპრილი, 6:12
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1