x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134535
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508596
რამდენად კარგად იცი ლიტერატურა?

1. რომელი ქართული ჰაგიოგრაფიული ძეგლია ლათინურ ენაზე თარგმნილი?
2. რატომ აკლდა დათა თუთაშხიას ხელზე ერთი თითი?
image

3. ყველასთვის ცნობილი რომანის ამ გმირს დიდი სურვილი ჰქონდა, მუნჯი მსახური ჰყოლოდა. მაინ ერთი ნუბიელი სიკვდილმისჯილი შეარჩია, რომლისთვისაც ერთ დღეს ენა უნდა მოეჭრათ, მეორე დღეს-ხელი და მესამე დღეს თავი. მან დაიცადა, სანამ ნუბიელს ენას მოაჭრიდნენ და შემდეგ გამოისყიდა იგი. ვინ იყო ეს პერსონაჟი?
4. ილია ჭავჭავაძის ნაწარმოების პერსონაჟი, რომლის კარ-მიდამოში მისი ნების გარეშე მხოლოდ მზესა და წვიმას შეეძლო გავლა.
5. დაასახელეთ დონ კიხოტის ნამდვილი სახელი და გვარი.
image

6. რა ეროვნების იყო გრაფი დრაკულა?
7. ვის მიუძღვნა გრიგოლ რობაქიძემ "გველის პერანგი"?
image

8. ვის ეკუთნის სიტყვები: "მტერს მიწას მხოლოდ საფლავად მივცემ"?
9. რომელი მოთხრობისთვის დააჯილდოვეს 1954 წელს ერნესტ ჰემინგუეი ნობელის პრემიით?
10.სად და როდის გამოიცა "ინგლისურ-სვანური ლექსიკონი "?
image



პასუხები:
1. "შუშანიკის წამება"
2. ფოთში მეზღვაურებმა მოაკვნიტეს
3. გრაფი მონტე-კრისტო
4. ოთარაანთ ქვრივი
5. ალონსო კეხადა
6. რუმინელი
7. გოეთეს
8. მუხრან მაჭავარიანს
9. "მოხუცი და ზღვა"
10. ოქსფორდში, 1911 წელს.

1
507
1-ს მოსწონს
ავტორი:ნინო ლომჯარია
ნინო ლომჯარია
507
  
2019, 6 აპრილი, 17:59
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1