x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134530
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
"შეგახსენებთ, რომ დღეს, 5 აპრილს ..." მიხეილ ცაგარელი საზოგადოებას აფრთხილებს
ასტროლოგი მიხეილ ცაგარელის საზოგადოებას მიმართავს და 5 აპრილის ახალმთვარეობის შესახებ ახსენებს.


როგორც ცაგარელი წერს, ეს დღე მშვიდად უნდა განვვლოთ, ისევე როგორც შემდეგი 3-4 დღე.


ასტროლოგი ასევე რჩევებსაც გვაწვდის, რომელიც ამ დღეს აუცილებლად გამოგვადგება და შემდგომი 30 დღის დაგეგმვაშიც დაგვეხმარება.


მისივე თქმით, ამ დღეებში მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება და გადაწყვეტილების მიღება სახარბიელო არააა.



"ჩემო მეგობრებო. შეგახსენებთ, რომ დღეს, 5 აპრილს ახალმთვარეობაა!

ამიტომ გამოიჩინეთ გულისხმიერება და მშვიდად განვლეთ ეს და შემდეგი 3-4 დღე, ნუ დაიწყებთ ან გადაწყვეტთ მნიშვნელოვან საქმეებს.

განეწყვეთ პოზიტიურად, ძალიან კარგია ახალი საქმეების დაგეგმვა უახლოეს 30 დღეში განსახორციელებლად, ჩამოწერეთ ფურცელზე.

ნუ გადაიღლით თავს ემოციებით, ნეგატიური ინფორმაციებით, ფიზიკურად და სულიერად.

მადლიერება გაუგზავნეთ უფალს ყველაფრისათვის, დალოცეთ და უსურვეთ ყველას სიყვარული, ბედნიერება და ჯანმრთელობა, გულწრფელად უსურვეთ და გაუგზვნეთ.

ბედნიერებას და სიყვარულს გისურვებთ"- წერს მიხეილ ცაგარელი.


შეგახსენებთ, ახალმთვარეობა, მთვარის ფაზა, როდესაც მთვარე დედამიწის ირგვლივ გარემოქცევისას დედამიწასა და მზეს შორისაა მოქცეული. ამ დროს მთვარე უჩინარია, ვინაიდან დედამიწისაკენ მიქცეულია მისი გაუნათებელი მხარე, მხოლოდ 2-3 დღის შემდეგ, საღამოს, დასავლეთის ცაზე ვიწრო ნამგალივით გამოჩნდება.


image

0
1508
2-ს მოსწონს
ავტორი:ელენე გუმა
ელენე გუმა
1508
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0