x
"კოლხმა შემოისხა ლექსი აბჯარივით" - თემურ ელიავა

"..სანამ ენგური არ ილევა, ძარღვებში რომ ჩქეფს კოლხის.."


image

თემურ ელიავა - "ელი"

კოლხის ლექსი

ენგურის მინდვრებს ზეცას რომ დავუკოცნი,

ჯეგეს მთის ქედებზე ნამად მოვედები,

იქაც ვითამადებ მედეას ქორწილს

და თუ ასე კვდებიან პოეტები.

სული გამექცევა ღამის აჩრდილიდან,

ქარი აშარი და ბორია გალეშილი.

ვო, სერ, დამასიზმრე ჩემი არჩილი და

მერე თვალკაკაბა მისი ქალიშვილიც.

მტერი მათრახის ქვეშ ატარა ლაჩარივით,

ციხე-სიმაგრენი რომელმან დააჩოქა,

ქართლს რომ ჩამოახიეს ჩოხა,

ქართლს რომ ჩამოახიეს ჩოხა,

ქართლს რომ ჩამოახიეს ჩოხა,

კოლხმა შემოისხა ლექსი აბჯარივით.

შენა სიმწერწეტა ფანდურ ჩამომღერი,

ლერწამ ტანიან და ქალწულ ნამიანო,

წამო, თავშლიანო, სვანეთს წამომყევი,

იქა სათამადო ვაჟნი არიანო.

სანამ ზეცის მინდვრებს ლოყებს დავუკოცნი,

მზე რომ დაადნება ზედა გმირთა მაჯებს,

მედეას კი არა, ჩვენსა ქორწილს

მთათა ბერიკაცი სუფრას გვითამადებს.

მღერა გაისმის, ცრემლით არს მლაშე,

დაიმსხვრა მცხეთა და გორის კარი,

მიაცილებდნენ ბრძოლაში ვაჟებს,

თავშლებს ატანდნენ ბრძოლაში ვაჟებს,

და აბარებდნენ ქალწულნი ვაჟებს -

ან ხმლით სისხლისგან სხეული გაშრეს,

ან თავი თავშალში მოიკალი...

აი, შენც ნახე ეს ჩემი ქოხი,

უჭერო ქოხი, დამბების ნგრევა,

სანამ ოცნება არ ილევა,

სანამ ტკივილი არ ილევა,

სანამ ენგური არ ილევა,

ძარღვებში რომ ჩქეფს კოლხის.

ცაა გაშლილი მიჯნურის ხვედრად,

აკა სერ, ხოლო დო ქუგმოთანე,

მივალ გერგეზის შესახვედრად,

ქალავ, თავშალი გამატანე!

და ზეცის მინდვრებს ლოყებს დავუკოცნი,

და ჯეგეს მთაზე ნამად მოვედები,

იქაც ვითამადებ მედეას ქორწილს,

ჩვენთან ასე კვდებიან პოეტები!





1.აკა სერ, ხოლო დო ქუგმოთანე (მეგრული) - ერთი ღამეც გამათენებინე და;

2.აშარი (ქართული) - ანჩხლი, ავი;

3.ბორია (მეგრული) - ცივი, ძლიერი ქარი;

4.გერგეზი (მეგრული) - 1.დიდი და ძლიერი, გოლიათი; 2.გმირი;

5.ვო, სერ (მეგრული)- ო, ღამევ;

6.ჯეგეს მთა - მთა ზუგდიდის მუნიციპალიტეტში;

0
182
შეფასება არ არის
ავტორი:ლუდმილა 1988
ლუდმილა 1988
182
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0