x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134538
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508597
როგორ ხდება პოლტერგეისტთან დაკავშირება. რა ძალას წარმოადგენს ის
პოლტერგეისტი

პოლტერგეისტი - ამოუხსნელი მოვლენა, რომელიც ანადგურებს იმ ბინას, სადაც ჩასახლებულია. ამსხვრევს ჭურჭელს, გამოცემს უცნაურ ხმებს, რომლებიც კაკუნს წააგავს და გადაადგილებს ნივთებს.
მეცნიერებს და ექიმებს არ სჯერათ მათი არსებობის, ისინი მიიჩნევებს "ბოროტ სულს" მხოლოდ ფსიქოლოგიური ავადმყოფის ჰალუცინაციად. ეზოთერიკოსები მიიჩნევენ, რომ პოლტერგეისტი არის გარდაცვლილის სული, რომელიც სიცოცხლეში ტანჯვას განიცდიდა. ძლიერი დანაშაულის გამო მას არ შეუძლია სიმშვიდე. მისი მთავარი მიზანია ცოცხლებზე შური იძიოს. ისინი ირჩევენ იმ მსხვერპლთა კატეგორიას, რომელიც მას დასცინოდნენ სიცოცხლეში, თუმცა ხშირად მოჩვენება ეწვევა სრულიად უცნობებს.
ბევრს აინტერესებს როგორ გამოვუძახოთ პოლტერგეისტს სახლში და რამდენად შესაძლებელია ამის გაკეთება დამოუკიდებლად. რატომ არის ამის აუცილებლობა საჭირო? ზოგს სურს თავიანთი ცხოვრების შესახებ დაუსვას სულს შეკითხვა. ზოგი დაინტერესებულია დაარეგულიროს ურთიერთობა სულებთან. ექსტრასენსები და ეზოთერიკოსები ამტკიცებენ, რომ დამოუკიდებლად სულის გამოძახება საშიშია. სხვა ბოროტი სულები შეიძლება მოყვეს გამოძახებულ სულს და შევიდნენ მათ სამყაროში.

პოლტერგეისტი

ნებისმიერი პირის მსგავსად, პოლტერგეისტები შეიძლება იყოს კარგი ან ბოროტი. სულის გამოძახებით ვერ მიხვდები მის ხასიათს. თუ სიმშვიდეს დაურღვევ მას არაფრის გამო, ის შეიძლება გაბრაზდეს.
ბევრ ადამიანს აინტერესებს როგორ მოვიხმოთ პოლტერგეისტი სახლში და რა უნდა იცოდეთ რიტუალის დაწყებამდე. პირველ რიგში, ყურადღება უნდა მიაქციოთ სახელს. არ შეიძლება მას "ბარაბაშკა" ან "სული" დაუძახო. პოლტერგეისტი მოითხოვს პატივისცემას, ამიტომ მოუწოდეთ მას როგორც მისტიკური სტუმარი "ოსტატი".
თუ თქვენ გაინტერესებთ, თუ როგორ გამოვიძახოთ პოლტერგეისტი დილით ან შუადღეზე, პასუხი იქნება ერთმნიშვნელოვანი - არავითარ შემთხვევაში. ისინი, ვინც სიბნელის ეშინიათ, უმჯობესია, ეს იდეა მიატოვოს. პოლტერგეისტს ღია სივრცის ეშინია. სულის გამოძახება განათებულ და ღია ოთახში შეუძლებელია.
რიტუალის განხორციელება არ არის რთული და თქვენ არ დაგჭირდებათ დამატებითი ინვენტარის შეძენა. საუკეთესოა თუ ამას გააკეთებთ კუთხეში ან ბატარეიასთან.
შერჩეულ ადგილზე განათავსეთ:
-კანფეტი
-შოკოლადი
თქვით ტკბილი ხმით: "ოსტატო მოდი! მიიღე გამასპინძლება!" ამ სიტყვების შემდეგ, მოუსმინე! თუ სულებმა გამოცეს უცნაური ხმა - მას არ მოეწონეთ!
თუკი წყნარი შარიშურია- პოლტერგეისტი მზად არის კონტაქტზე გამოსასვლელად.


პოლტერგეისტი

კიდეს სხვა გზაც არის მათ გამოსაძახებლად. ღამით ოთახში თეთრი ფურცელი გაშალეთ, ფურცლის ცენტრში მოათავსეთ სანთელი, მარცხენა ხელში უნდა გეჭიროთ განათება (ფარანი). დარწმუნებით თქვით ეს სიტყვები: "სულო მე გამოგიძახე მოდი ჩემთან! შეასრულე ჩემი მოთხოვნები!"
ინტერნეტში თქვენ შეგიძლიათ იპოვოთ მრავალი გზა პოლტერგეისტის გამოსაძახებლად. იმის თქმა, თუ რომელი სწორია, რთულია. თუ არსებობს სურვილი გამოიძახოთ სული, სცადეთ რამდენიმე ვარიანტი.
თუ სიტუაცია თქვენი კონტროლიდან გამოდის და მოჩვენება მუდმივად გახსენებთ თავს, დაუკავშირდით სპეციალისტებს.
რა თქმა უნდა, არსებობს სიტუაციები, როდესაც ადამიანის ფანტაზია სასტიკი ხუმრობით თამაშობს. მაგალითად, ხმაური კედლებში შეიძლება გამოწვეული იქნას ქარის ან ჩვეულებრივი მღრღნელებით.
ექსპერტები ამ სფეროში აცხადებენ, რომ პოლტერგეისტის შემთხვევები 100 % დან მხოლოდ 2% რეალური მისტიკაა. დანარჩენი ადამიანის ფანტაზიაა.

პოლტერგეისტი


0
55
შეფასება არ არის
ავტორი:ბესიკი ჩაფიჩაძე
ბესიკი ჩაფიჩაძე
55
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0