x
image
ზოგადი განათლება
პოეტი ლადო აფხაზავაზე:''ვინ გამოარჩია? ვინ გააგზავნა? რა კრიტერიუმებით შეირჩა?რატომ იყვნენ მხოლოდ გაჭირვებული ქვეყნების წარმომადგენლები?...ეჭვი მაქვს დიდი...''
100% თუ ადამიანი მსოფლიოში ცნობილი გახდება ვსიო წარმატებულია

კახა შალამბერიძე: ერთი ზნე მართლა გვჭირს ქართველებს..
პოეტი კახა შალამბერიძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:


image

„ერთი ზნე მართლა გვჭირს ქართველებს...



ერთხელ, ქართულ ლიტერატურაზე კამათისას ერთმა ახლობელმა მომახალა, თუ ასეთი მაგარი მწერლობა გვაქვს, რატომ არ გვყავსო თუნდაც ერთი ნობელის ლაურეატიო... მივხვდი, რომ აზრი აღარ ჰქონდა კამათს...



აუხსენი ახლა ასეთ ხალხს, რომ თავად ნობელისთვის დიდი პატივი უნდა ყოფილიყო ვაჟას სახელობის პრემია...



ჰო, შინაური მღვდლის ამბავია ეს, მშვენივრად გვაქვს ნათქვამი...
ჩვენთვის ადამიანი მაშინ არის პატივცემული, თუ მსოფლიოშია ცნობილი, ამიტომაა მესხზე ლაპარაკისას უფრო იმას ვიხსენებთ, თუ რა დაწერეს არგენტინულმა გაზეთებმა...



რუსთაველის ძეგლი რომ არის რომში, თითქოს ეს უფრო მატებდეს სიდიდეს...
ის კი არა, ვაჟა თითქოს დაკნინდა ბევრი ქართველის თვალში, როცა ალენ დელონმა თქვა, არ ვიცნობო, როგორ გვჯეროდა, რომ გიჟდებოდა ვაჟაზე...
გესმით, რისი თქმა მინდა? ჩვენ გვახარებს ის უფრო, რომ ამა თუ იმ ადამიანს როგორ იცნობენ სხვები და არა ის, თუ რამდენად დიდია ის ჩვენთვის...
ჰოდა, რისი თქმა მინდა და რატომ გავაკეთე ამხელა შესავალი...
ბევრმა დაწერა აქ, მათ შორის ბევრმა მეგობარმა, რომ ქართველები ვართ ბოღმიანები და შურიანები, რომ არ გვახარებს ქართველის წარმატება. რაც ძალიან დიდი უსამართლობაა...




გარდა ზემოთ მოყვანილი მაგალითებისა, ერთს გაგახსენებთ, შარშან და წინა წლებში სამყარო ავიკელით ფაჩულიათი, ისე გავაოცეთ ამერიკა, რომ ზაზას სულ ტელევიზიებში იწვევდნენ და იმდენი ხმა მიიღო ამ პატარა ქვეყნიდან, რომ All star-ში კი არა, საპლანეტათაშორისო საკალათბურთო შეხვედრაშიც კი ეყოფოდა... ეს გავაკეთეთ ზაზას წარმატებით „დაბოღმილმა“ და „შურით გამსკდარმა“ ქართველებმა...
მიხვდით, ალბათ, სად მივდივარ...
მასწავლებელთა ათეულში მოხვედრილ აფხაზავამდე...
თუკი All Star-ში მოხვედრა არ შეგვშურდა, რატომ უნდა შეგვშურებოდა ამ ტიპის, ვერ გავიგე. მილიონი? ზაზასაც მილიონი აქვს შემოსავალი.


მომკალი და ეჭვი მაქვს დიდი...



ვინც მიცნობს, დაადასტურებს, რომ არ ვარ ეჭვიანი კაცი, მაგრამ ძალიან ეჭვიანი ვარ, როცა სამშობლოს ეხება საქმე...

ვინ გამოარჩია, ვინ გააგზავნა, რა კრიტერიუმებით შეირჩა, რაიმე ჩაატარეს, რა დამსახურებით გააგზავნეს იქ?

რატომ იყო, რომ მხოლოდ გაჭირვებული ქვეყნების წარმომადგენლები იყვნენ?
ვინ და რაში უხდის ამხელა ფულს?

დიახ, როცა საქმე სამშობლოს ეხება, მაშინ შეთქმულების თეორიებისაც მჯერა და... და იმისაც, რომ „ერთი კაცის მოფიქრებულია, მაგი, დათა ბატონო“.



ხომ არ იხდიან იმაში, რომ ამ გაჭირვებული ქვეყნების ბავშვებს ვინ უფრო გამოურეცხავს ტვინს და ჩაუდებს ლიბერასტულ (ნეობოლშევიკურ) იდეებს?..

აბა, ამიხსენით, რა გააკეთა ამ კაცმა ასეთი, რამდენი თავისი საგნის სპეციალისტი აღზარდა, რამდენი მეცნიერი ან საერთოდ, რა საგანს ასწავლის?

თუ კუნტრუში და ტკარცალია მასწავლებლობა და ინოვაცია?
ბავშვებს უყვართო, ჰმ!



აფხაზავა კი არა, ჯემალა ჯიქია შეგვიყვარდებოდა, გაკვეთილზე თავისი ტრიგონომეტრიებით ტვინი რომ არ ებურღა და ეცეკვა და ეხვანცალა, ისე შეგვიყვარდებოდა, როოომ...

მგონი, ეს იმ მართლა ბევრი ჩვენი ღირსეული პედაგოგის შეურაცხყოფაა, რომლებიც მადლობა უფალს, საკმაოდ გვყავს და იმდენ უსახსრობას და გაჭირვებას გაუძლეს, არავის არ მოსვლია აზრად, მათთვის ფული ეხადა... მადლობა ღმერთს, რომ ჩემს მეგობრებშიც არიან ასეთები...

რა ვქნა, ამ არასამთავრობოების და ლიბერასტული ორგანიზაციების არ მინდა არაფერი...
ან, ახლა რომ მილიონს ვუგროვებთ, უჭირს? რამე სჭირს და მკურნალობა უნდა? მე როგორც ვიცი, საკმაოდ კარგი შემოსავალი აქვს და დონორებიც აფინანსებენ.


მოდი, მის მოწაფეებში ვინმე, მართლა გაჭირვებული ბაღანა იქნება და მისი ანგარიში დავდოთ...

ჰო, კიდევ, არ მინდოდა, პოლიტიკა გამერია, მიკერძოებაში ჩამითვლიდნენ, მაგრამ მკვლელებთან და მანიაკებთან ჩახუტებული კაცის პედაგოგობა არ მწამს და რა ვქნა.




მაგრამ ეს უკვე სხვა თემაა...
ჰოდა, ასე, ჩემო მეგობრებო, არ ვართ ჩვენ ბოღ-მაშურიანი ხალხი, პირიქით, ის უფრო გვახარებს და ვამაყობთ, თუ ვინმე სამშობლოს გარეთ წარმოჩინდება, იმით უფრო ვამაყობთ, ვიდრე, თუნდაც ძალიან ბუმბერაზი ადამიანით, რომელიც სამშობლოს გარეთ არაა ცნობილი, რაც თლა კარგიც არაა, ვაჟა არააა შექსპირზე ცნობილი, მაგრამ, რომელი იტყვით, რომ ნაკლებია? (ამ ჩემს ფეხებს, თუ ალენ დელონი არ იცნობს).

არც მე ვარ ბოღმიანი და შურიანი, მაგრამ ძალიან ეჭვიანი ვარ, როცა საქმე სამშობლოს ეხება!
უკაცრავად...



P.S. ან თუნდაც მე ვცდები და ეს ადამიანი მართლაც ღირსეული პედაგოგია, მაინც არ ვარგა საკუთარი ერის ცუდად მოხსენიება, არავის და არაფრის გამო.


არავინ ღირს ამად...“ - წერს შალამბერიძე






2
256
3-ს მოსწონს
ავტორი:ზოგადი განათლება
ზოგადი განათლება
256
  
2019, 4 აპრილი, 2:49
ასიანი ხარ, ასიანი!!!
დროა ისეთი, რომ სარის თხრა,
მოდის მოდაში,
ვისაც კი მოსწონს, ღმერთსა ვთხოვ,
ნუ გამოულევს კუნტრუშა ლადოს,
მასთან ოჯახში...
2019, 3 აპრილი, 23:18
კახა, კახა შენი პოეტობა რა იქნა, შენი გასარჩევი რომ გახდება ვინ როგორი პედაგოგია, ვინ ლიბერალია (წარმოდგენა არ გაქვს რას ნიშნავს ეს სიტყვა, რუსული პროპაგანდით გაქვს თავი დაბინძურებული) და ვინ ნეობოლშევიკი!... რაც არ იცი შეეშვი, შენი ლენინურ სტალინური მატარებელი ჩავლილია და აცადე უმცროს თაობას იმ ჭაობიდან ამოათრიონ ქვეყანა სადაც თქვენმა თაობამ ჩააგდო!
0 1 2