საქართველო "რომ არა ბიძინა ივანიშვილი, ამ გარეწარ სააკაშვილს ძალაუფლებას ვერავინ წაართმევდა!" 2019, 2 აპრილი, 23:38 ჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და ბიძინა ივანიშვილზე და მიხეილ სააკაშვილზე წერს.
"როგორც უნდა აკრიტიკოთ ბიძინა ივანიშვილი, ერთი რამ ცხადია და ამ სიმართლეს ვერავინ გაექცევა: რომ არა ბიძინა ივანიშვილი, ამ გარეწარ სააკაშვილს და მის ნაცსექტას ძალაუფლებას ვერავინ წაართმევდა! ვერავინ!
და ამას ადასტურებს არა ემოციური შეფასებები - "კარგი" და "ცუდი", არამედ ბოლო 6 წლის განმავლობაში განვითარებული პოლიტიკური პროცესები.
დეტალიზებაც შემიძლია, - რა და რატომ მოხდა, მაგრამ, უპირველესად, იმ ადამიანებს ვეკითხები, ვინც ბიძინა ივანიშვილის ღიად გამოჩენამდეც ებრძოდა სააკაშვილის სისხლიან რეჟიმს: რატომ, რატომ ვერ შევძელით მანამდე მისი დამარცხება?! თუნდაც დაგვემარცხებინა, რამდენ ხანს შევძლებდით ხელისუფლების შენარჩუნებას?! რამდენ ხანს გავუძლებდით ბოროტი რევანშისტების შემოტევას?! კარგად დააკვირდით ნაცსექტის მოქმედებებს და მათ შესაძლებლობებს, - მართალია, მილევადს, მაგრამ მაინც ეფექტიანს, - შევძლებდით ამ უტიფარი გარეწრების ამოძირკვას საქართველოს პოლიტიკური ველიდან?! ახლა კი, როცა ბიძინა ივანიშვილის ყოფილ თანაგუნდელებს ვუყურებ და მათი ქარაგმული გამონათქვამები მესმის, მინდა, მივმართო მათაც და სხვებსაც: რა დაგაკლოთ?! "დამავოიში" ხომ არ ჩაგწერდათ?! P. S. ამ "პავლიკ მოროზოვებზეც" ნუ ნერვიულობთ: არც ეგენი უშვილებია და ჩაუწერია "დამავოიში"! P. P. S. "დამავოი" საბინაო წიგნია. მაინც, რომ იცოდეთ. " 82 2-ს მოსწონს
|