x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134547
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508610
ყველაზე საინტერესო ფაქტები ადამიანის შესახებ
image

ყველა ადამიანი ცხოვრების მანძილზე დაახლოებით 30 კგ კანს “იცვლის''.


ადამიანის სხეულში არსებული რკინის რაოდენობა საკმარისი იქნებოდა 8 სმ-იანი ლურსმნის დასამზადებლად.


ყოველი 2000 ახალშობილიდან 1 ბავშვი კბილით იბადება.



მთელი ცხოვრების მანძილზე ადამიანი იმდენ ნერწყვს გამოყოფს, რაც 2 აუზის ავსებისთვის იქნებოდა საკმარისი.


ყოველი 20 ადამიანიდან ერთს ზედმეტი ნეკნი აქვს და ძირითადად, ის კაცია.


ადამიანის სხეულში დაახლოებით 96000 კმ სიგრძის სისხლძარღვებია.


უძილობისგან უფრო მალე კვდება ადამიანი, ვიდრე შიმშილისგან, რასაც დაახლოებით რამდენიმე კვირა სჭირდება.


დილით უფრო მაღალია ადამიანი, ვიდრე საღამოს. ძვლებს შორის არსებული ხრტილები დღის მანძილზე უფრო ბრტყელდება, რაც საბოლოოდ 1 სმ-ის სხვაობას იწვევს.


ხელის ჩამორთმევით უფრო მეტი ბაქტერიის გადაცემა ხდება, ვიდრე კოცნით.


ენა ადამიანის ორგანიზმში ყველაზე ძლიერი კუნთია.


ადამიანის კუჭის მჟავა იმდენად ძლიერია, რომ შეუძლია პლასტმასი დაადნოს.


მიუხედავად იმისა, რომ ტკივილს ნერვული უჯრედების საშუალებით განვიცდით, თავის ტვინი ტკივილს ვერ გრძნობს.


ყველა ადამიანს განსხვავებული სუნი აქვს, იდენტური ტყუპების გარდა - მათი სუნი ერთნაირია.


ადამიანი ერთადერთი ცხოველია, ვისაც შეუძლია ემოციისგან ტირილი.


კბილი ერთადერთი ორგანოა ადამიანის სხეულში, რომელსაც არ შეუძლია საკუთარი თავის აღდგენა.


ცხვირს შეუძლია 50000-მდე განსხვავებული სურნელის დამახსოვრება.


როდესაც სხეულის ტემპერატურა იმატებს, სმენა ქვეითდება.

1
288
2-ს მოსწონს
ავტორი:მეტრიკ
მეტრიკ
288
  
2019, 6 აპრილი, 17:54
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1