x
მეტი
  • 19.04.2019
  • სტატია:88750
  • ვიდეო:339355
  • სურათი:451217
შემოქმედებითი გამოგონებები: 6 სისტემა, რომელიც წყალდიდობის თავიდან ასაცილებლად გამოიგონეს

ტექნოლოგია როგორც არ უნდა განვითარდეს, ბუნებრივი მოვლენების რისხვას მაინც ვერ ავცდებით. თუმცა წყალდიდობის თავიდან ასაცილებლად, ბოლო წლებში სერიოზული ტენოლოგიური ნაბიჯები გადაიდგა. წარმოგიდგენთ 6 განვითარებულ სისტემას, რომელიც წყალდიდობის თავიდან ასაცილებლად გამოიგონეს:


image










1. მოსე

image


მოსე - ასე ჰქვია ბარიერულ სისტემას, რომელსაც იტალიელებმა 33 წელი მოანდომეს. იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შესულ ქალაქ ვენეციაში ყოველთვის არის წყალდიდობის საფრთხე, აქედან გამომდინარე ქვეყნის მთავრობამ გადაწყვიტა უნიკალური ბარიერული სისტემის შექმნა, ამის სრულიად დასრულებისთვის 33 წელი გახდა საჭირო და რათქმაუნდა სოლიდური თანხა - 19 მილიარდი დოლარი. როდესაც ზღვა აღელვებას იწყებს, 78 ცალი გიგანტური ბარიერი ფსკერიდან ამოდის და ქალაქს იცავს წყალდიდობისგან. თითოეული ბარიერის სიმაღლე 29, ხოლო სიგანე 19 მეტრია.







2. Easy Dam

image


ეს სისტემა რომელიმე ქვეყნის კუთვნილებას არ წარმოადგენს. Easy Dam -ს ევროპის თითქმის ყველა ქვეყანაში იყენებენ სახლების და მარკეტების წყალდიდობისგან დასაცავად. მსუბუქი, კომფორტული და ეკოლოგიური სისტემა რამოდენიმე ნაწილისგან შედგება. შესაძლებელია გაფართოება ან კიდევ ზომაში შემცირება.







3.Boxwall

image


კიდევ ერთი ბარიერული სისტემა, რომლის თან წაღება ყველგან შეგიძლიათ. ბოქსვოლი არ არის მძიმე, მისი თითო ბლოკი მხოლოდ 3.4 კილოგრამს იწონის. არ საჭიროებს მონტაჟს, მარტივად იკეცება და იშლება. გარდა ამისა, ტალღების მომატებასთან ერთად, ბოქსვოლი მიწას უფრო ძლიერად ეჭიდება. სისტემა მსოფლიოს 23 ქვეყანაში იყიდება, მათ შორის თურქეთსა და რუსეთშიც.







4. Tubewall

image


ნაგულისხმევი ბარიერული სისტემა შვედურ კომპანიამ გამოიგონა. სისტემა გასაბერი ტექნოლოგიაა. ეფექტურია წყალდიდობის საწინააღმდეგოდ, როგორც ბოქსვოლი, თიუბვოლიც ტალღების მომატებასთან ერთად მიწას უფრო ძლიერად ეჭიდება. გამოიყენება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში, განსაკუთრებით პოპულარულია ავსტრალიასა და ახალ ზელანდიაში.







5. Floodbreak

image


წყალდიდობის საწინააღმდეგო მინი-ბარიერი, რომელსაც ძირითადად ბინების შესასვლელის ან კიდევ ავტოფარეხების წყალდიდობისგან დასაცავად იყენებენ. სისტემა უნიკალური თვისებით გამოირჩევა, როდესაც წყალდიდობა იწყება, ავტომატურად იწყებს ამუშავებას.







6. Floodblock

image


წყალდიდობის ბლოკი - როგორც ზემოთ ჩამოთვლილი ყველა სისტემას, ფლუუდ ბლოკსაც გააჩნია უნიკალური თვისებები. ამ სისტემამ უკვე მიიღო მონაწილეობა ჰავაის წყალდიდობის დროს და საკმაოდ ეფექტურიც აღმოჩნდა. ბარიერული სისტემა შედგება რამოდენიმე ათეული ბლოკისგან, რომლის ერთმანეთთან შეერთება ძალზედ მარტივია. ნაგულისხმევი ბარიერული სისტემა გამოიყენება თითქმის მთელ მსოფლიოში.














სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი



აუცილებლად გაითვალისწინეთ - საავტორო უფლებები დაცულია, მასალების გადაბეჭდვა/რეპროდუცირება აკრძალულია. შესაძლებელია მხოლოდ წყაროს მითითებით(ავტორთან შეთანხმებით). იხილეთ მასალის გამოყენების პირობები!!!


#არ.მოიპარო.სტატია.




















<<<<<თქვენთვის საინტერესო>>>>>



უძლიერესი 50 არმია მსოფლიოში - 2019 წლის მონაცემებით

image




გმირი თუ მსხვერპლი? - რა დაემართა კოსმოსში გაგზავნილ შიმპანზე ჰემს?

image




9 წუთში 6 ბავშვი - ის მოხდა, რაც 5 მილიარდში ერთხელ ხდება!

image




6 საკვები, რომელიც ენერგიას ამცირებს

image




ფინური განათლების სისტემის 14 მახასიათებელი, რომელსაც მთელმა მსოფლიომ უნდა მიბაძოს

image

0
536
7-ს მოსწონს
ავტორი:alex999
alex999
Mediator image
Mediator image
536
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0