x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
იუნესკომ ერდოღანი ერთ ადგილზე დააყენა:აია- სოფიას სტატუსის შეცვლა არ შეიძლება
image"თურქეთს არ შეუძლია შეცვალოს აია-სოფიის ტაძრის სტატუსი, რადგან იგი ითვლება მსოფლიო მემკვიდროების ძეგლად"-ასეთი განცხადება გააკეთა იუნესკომ.




" ყველა გადაწყვეტილება, რომელიც მსოფლიო მემკვიდროებას კონვენციის რეალიზებას ეხება მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტმა უნდა გადაწყვიტოს. როდესაც ამ კონვენციის მონაწილე სახელმწიფო გადაწყვეტს შეცვალოს ობიექტის სტატუსი, მან უნდა წარადგინოს ეს ცვლილებები კომიტეტში დასამტკიცებლად"-ნათქვამია განცხადებაში.

თუმცა იუნესკომ თავი შეიკავა განცხადებაზე, თუ საბოლოოდ რა გადაწყვეტილებას მიიღებს მიმართვის შემთხვევაში.


შეგახსენებთ, თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი აპირებს აია-სოფიას ტაძარი მეჩეთად გადაკეთდეს და მუზეუმის სტატუსი მოეხსნას.


მუზეუმის სტატუსის მოხსნის შემდეგ და მეჩეთად გადაყენების შემთხვევაში შენობაში შესვლა უფასოდ იქნება შესაძლებელი.


ეერდოღანის ამ წინადადებას მწვავე რეაქცია მოჰყვა სხვადასხვა ქვეყნებიდან.


"ნებისმიერი საკითხი, რომელიც მის სტატუსს ეხება არამარტო ქრისტიანების გრძნობების შეურაცხყოფაა, არამედ საერთაშორისო სამართლისაც“, - განაცხადა საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯორჯ კატრუგალოსმა.

გუშინ თბილისში ულტრამემარჯვენე ნაციონალისტებმა, რომელიც, გურამ ფალავანდიშვილის, ხათუნა მაჭავარიანის, ლევან ჩაჩუას, გურამ ქართველიშვილისა და დიმიტრი ლორთქიფანიძის ორგანიზებით გაიმართა, ირანის საელჩოდან თურქეთის საელჩოსთან გადაინაცვლეს და გააპროტესტეს ტაძრის - „აია სოფიას“ მეჩეთად გადაკეთება.


აია-სოფიას ტაძრის მშენებლობა 324 წელს დაიწყო, რომელიც ბიზანტიის დიდი იმპერატორის, კონსტანტინეს სახელს უკავშირდება. ოსმალეთის მიერ 1453 წელს ქალაქის დაპყრობის შემდეგ ის მეჩეთად გადაკეთდა, ხოლო 1935 წლიდან მას მუზეუმის სტატუსი აქვს.

image

მას უნივერსალურად მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე დიდებულ შენობად მიიჩნევენ და ხშირად მსოფლიოს მერვე საოცრებად მოიხსენიებენ. კონსტანტინოპოლის დაცემისას მისი ოსმანთა ხელში გადასვლა ბერძნული მართლმადიდებლური ქრისტიანული სარწმუნოების მიერ უდიდეს ტრაგედიად არის მიჩნეული.


ვიდრე კონსტანტინოპოლი დაეცემოდა იყო ერთ-ერთი უმთავრესი მართლმადიდებლური ტაძარი. სახელი წმინდა სოფია ბერძნულიდან ითარგმნება, როგორც წმინდა სიბრძნე და ეძღვნება წმინდა სამების მეორე იპოსტასს, განკაცებულ ღვთის სიტყვას (ბერძნ:Λόγος), უფალ იესო ქრისტეს, როგორც ღვთის წმინდა სიბრძნეს.



1
370
5-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
370
  
2019, 31 მარტი, 1:52
აი ეგრე
0 1 1