x
როგორ შეიქმნა ამერიკული ტელესერიალი გაქცევა და როგორ შეირჩნენ მსახიობები.

image
გაქცევა არის ამერიკული ტელესერიალი, რომლის გადაღება დაიწყო 2005 წელს და გაგრძელდა 2009 წლამდე. ამ წლების განმავლობაში სულ არის 81 ეპიზოდი.

რაც შეეხება სერიალის სიუჟეტს იგი გადაღებულია ორი ძმის ამბავზე. ლინკონ ბეროუზი სიკვდილმისჯილია ადამიანის მკვლელობისთვის, რომელიც ამტკიცებს რომ უდანაშაულოა, მისი ძმა მაიკლ სკოფილდი ცდილობს მისი ციხიდან გაყვანას თავის გამჭრიახი გონებითა და სხეულზე ამოსვირინგებული ციხის რუკით.

სერიალის აღმასრულებელი პროდიუსერები არიან პოლ შერინგი, კევინ ჰუკსი, დაუნ პაუსი, ბრეტ რატნერი და სხვები. 2017 წლის 12 დეკემბერს დომენიკ პარსელმა თავის ინსტაგრამზე გამოაქვეყნა პოსტი რომ მიმდინარეობდა სერიალის მეექვსე სეზონის გადაღება. 2018 წელს ფოქსმა ოფიციალურად დაადასტურა ეს ინფორმაცია.

შერჩევის პროცესი მაიკლ სკოფილდის როლისთვის დაიწყო რამდენიმე კვირით ადრე, პოლ შერინგმა განაცხადა თუ როგორ მსახიობს ეძებდნენ ამ როლისთვის: "ამ როლის შემსრულებელი უნდა იყოს იდუმალებით მოცული, მაგრამ ვენთორთ მილერი იყო ყველაზე იდუმალი და ნამვილი მსახიობი და სხვები იყვნენ ყალბები" წარმოებამდე 1 კვირით ადრე ვენთორთ მილერი წარდგა აუდიტორიის წინაშე და იგი როლზე შემდეგ დღესვე აიყვანეს. რაც შეეხება დომენიკ პურსელს იგი შერჩევაზე მივიდა სამი დღით ადრე და იგი იყო ბოლო მსახიობი რომელიც ამ ჯგუფს შეუერთდა. პირველად შერინგმა იფიქრა რომ დომენიკი იყო ზედმეტად მიმზიდველი ბიჭი და არ გამოდგებოდა ბეროუზის როლისთვის, მაგრამ დომენიკმა მოიგო როლი და გადაღების პირველ დღეს გადაპარსული თმით მივიდა. შერინგი გაოცდა ვენთორთისა და დომენიკის ასეთი მსგავსებით.


0
98
2-ს მოსწონს
ავტორი:გოგონა გაზაფხულიდან
გოგონა გაზაფხულიდან
98
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0