x
image
თამილა გურაშვილი
Mediator image
გადავიცვათ წითელი ჟილეტები, ეს ზამთარი ივანიშვილისთვის უნდა იყოს უკანასკნელი - შალვა ნათელაშვილი

image
ლეიბორისტების ლიდერი შალვა ნათელაშვილი “წითელჟილეტიანების” აქციას აანონსებს. მისი თქმით, საპროტესტო გამოსვლა 11 აპრილს სოლოლაკში, ბიძინა ივანიშვილის სახლთან გაიმართება.

გადავიცვათ წითელი ჟილეტები, ეს ზამთარი ივანიშვილისთვის უნდა იყოს უკანასკნელი - აცხადებს ნათელაშვილი

ნათელაშვილი დღეს, პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე, ტაქსის მძღოლების გამოსვლაზე მივიდა და სიტყვით გამოვიდა. მისი თქმით ხელისუფლებისგან უკმაყოფილო ადამიანები ივანიშვილის სახლთან ყველა მისასვლელს გადაკეტავენ, და მას სახალხო ტყვეობაში მოაქცევენ.

შეგახსენებთ, აქციის მონაწილეები ტაქსის მძღოლებისთვის შემუშავებულ ახალ რეგულაციებს აპროტესტებენ.

0
258
1-ს მოსწონს
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
258
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0