x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134537
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508597
მოსკოვმა სამხედრო დარტყმის ოთხი მიმართულების გეგმა შეადგინა- აცხადებს უკრაინის ყოფილი ელჩი
image
ჯერ მეზობელი ქვეყნები დაზარალდებიან, შემდეგ კი ნატოს ქვეყნები.
მსოფლიო ცხოვრობს ბოლო მშვიდობიან დღეებში. მალე რუსეთი დაიწყებს აქტიურ საომარ მოქმედებებს. მას უკვე აქვს თავდასხმის გეგმა. ამის შესახებ, ამერიკის შეერთებულ შტატებში უკრაინის ყოფილმა ელჩმა, იური შერბაკმა განაცხადა.

ყოფილი დიპლომატი ამ ინფორმაციის წყაროს არ ამჟღავნებს. ის ამბობს, რომ მოსკოვი თითქმის ერთდროულად ოთხი მიმართულებით განახორციელებს სამხედრო დარტყმას. პირველი, რა თქმა უნდა, უკრაინაა და არც ერთი მოკავშირე ქვეყანა არ მივა უკრაინის დასახმარებლად.

"არავინ მოვა ჩვენს გამო საბრძოლველად, ჯარისკაცები არ მოვლენ პოლონეთიდან, ამერიკიდან, საფრანგეთიდან." - განაცხადა შერბაკმა.

"რუსეთი იარაღს შემდეგ ბელორუსიის მიმართულებით მიმართავს. უზარმაზარი საფრთხე ემუქრებათ მათ" - დასძენს ყოფილი ელჩი.


შემდეგ დაზარალდება ყაზახეთი. რუსეთი დაინტერესებულია მხოლოდ ჩრდილოეთ ტერიტორიებით და მთლიანად სახელმწიფოზე პრეტენზია არა აქვს. შერბბაკის განცხადებით, ყაზახეთის ყოფილმა პრეზიდენტმა, ნურსულთან ნაზარბაევმა იცის რა ბედი ელის თავის ქვეყანას და ამიტომ გადადგა.- აცხადებს შერბაკი.

მეოთხე საომარი მოქმედება არქტიკაში გავითარდება, ამტკიცებს შერბაკი. კონფლიქტი შეერთებული შტატებთან იქნება, რომელიც არ ეთანხმება რუსეთის პრეტენზიებს ჩრდილოეთ საზღვაო მარშრუტზე. შედეგად, ყველა დაინტერესებულ სახელმწიფოს სამხედრო ხომალდები რეგიონში გადაიგზავნება.

"ეს ძალიან მალე მოხდება: წელს ან მომდევნო წელს." - თქვა შერბაკმა.

უკრაინის ყოფილმა ელჩმა ეს განცხადებები საკუთარი წიგნის პრეზენტაციაზე გააკეთა. ეს ვიდეო გამოაქვეყნა"პოლიტნავიგატორმა. შერბაკს რაიმე დამადასტურებელი დოკუმენტი, ამგვარი აზრების მიზეზების ახსნის, არ წარუდგენია.



0
493
1-ს მოსწონს
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
493
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0