x
image
maia
მსუბუქი საზაფხულო სალათა

imageშემადგენლობა:
1 ც. ყაბაყი; 150 გ. სულგუნი; 2 ც. პომიდორი. ნახევარი ხახვი; 1 კბილი ნიორი; რამდენიმე ღერი თავშავა (თიმიანი); 4 ს/კ ზეითუნის ზეთი, მარილი და პილპილი გემოვნებით
მომზადება:
ყველი დაჭერით კუბიკებად და დააწყვეთ ღრმა თეფშზე. დაამატეთ პილპილი გემოვნებით, დაჭრილი თავშავა და ზეითუნის ზეთი, აკურატულად აურიეთ.

პომიდორი დაჭერით სიგრძეზე, ხახვი კი რგოლებად.

ყაბაყი დაჭერით კუბიკებად, მოაყარეთ დაჭყლეტილი ნიორი და თავშავა. ოდნავ მოთუშეთ გახურებულ ტაფაზე ზეითუნის ზეთში, ოქროსფერის მიღების შემდეგ გადაიტანეთ თეფშზე.

დაამატეთ პომიდორი, ხახვი და ყველი.


აკურატულად მოურიეთ.


.

0
319
1-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:maia
maia
319
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0