x
მეტი
  • 26.04.2019
  • სტატია:89127
  • ვიდეო:339511
  • სურათი:451577
სალომე ფაჟავა: არცერთ ტელევიზიას ჩემს მიერ მოპოვებული ოქროს მედლის თაობაზე სიტყვაც არ უთქვამს

image

კიევის გრანპრიზე გამარჯვებულმა ქართველმა სპორტსმენმა, სალომე ფაჟავამ სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის პოსტი გამოაქვეყნა:



“კიევში გრან პრის ეტაპზე ოქროს მედალი ავიღე. ამ შედეგის უკან ჩემი და ჩემი მწვრთნელების თავდაუზოგავი შრომა დგას. მისი მიღწევა სულაც არ არის იოლი. ახლახან დარბაზში პრესკონფერენცია გაიმართა. არცერთ ტელევიზიას ჩემს მიერ მოპოვებული ოქროს მედლის თაობაზე სიტყვაც არ უთქვამს. გული მწყდება. ჩემი წარმატების გაშუქება აზრადაც არ მოსვლიათ. მაინტერესებს- რატომ? #rustavi2 #tvimedi #1tv #tvpirveli – წერს სალომე ფაჟავა.


image"შენთვის სად სცალიათ . ან სერიალია ან ერთნანეთის ლანძღვა. მიშაა ჩართული პირდაპირი ჩართვით რა დროს შენახარ
ამას რატომ არ აშუქებს ქართული მედია?
აბა გამოსულიყო და "ჩემი ფუჩუ ჩემია" და მსგავსი ტუტუცობები ეძახა, ეგრევე ყველა "შოუში" მიიწვევდნენ...
ვულოცავ სალომეს და სრულიად საქართველოს"-ასეთი კომენტარი დაურთო ერთ-ერთმა მომხმარებელმა.

image

სალომე ფაჟავას ბრალდებას უსაფუძვლოდ მიიჩნევს და სპორტსმენს სოციალური ქსელით პასუხობს ხატია ცარციძე ტვ "მაესტროდან":


ჩემი სტილი არაა საჯარო სივრცეში "საქმის გარჩევა" მაგრამ რადგანაც ამ საჯარო სივრცეში მე და "მაესტრო" (სხვა მედიასაშუალებებისა და ჟურნალისტების მსგავსად) აღმოვჩნდით საზოგადოების, მათ შორის სპორტული "ოჯახის" გარკვეული ნაწილის თავდასხმის მსხვერპლი, აქვე გიპასუხებთ.
Maestro TV - ზე 20 მარტს, დღის განმავლობაში 8-ჯერ გავიდა სალომე ფაჟავას წარმატების ამბავი.
სალომეს შესახებ დღეს არ გამიგია, მის კარიერას თვალს ვადევნებ და არაერათხელ გამიშუქებია. ამ შემთხვევაში ფეისბუქით გავიგე მისი გვერდიდან, მოვიძიე ინფორმაცია, ტექსტის დაწერის შემდეგ, ვიდეოს ვეძებდი, არსად იყო, ამიტომ ფოეტიბით გადავფარეთ და მაინც გავუშვი, იმიტომ რომ პატარა ამბავი არ იყო. ინფორმაცია ჰქონდა სალომესაც, დავუკავშირდი, მივულოცე წარმატება, მკითხა და ვუპასუხე როდის იხილავდა საკუთარი წარმატების ამბავს "მაესტროზე" #მადლობაც მომწერა.
შესაბამისად, ბრალდება მიუღებელია და შეურაცხმყოფელი.
რაც შეეხება პრესკონფერენციას, ვინმემ გამაგებინა? დაგვირეკეს? იქნება დაადასტუროს როდის მითხრა და არ მივედი?
ბოლო 10 წლის განმავლობაში ტანვარჯიშზე, მხატვრულზე, სპორტულზე, არაერთხელ მისაუბრია ბატუტზე ხტომასა და #ლუბაგოლოვინაზე, ისეთი სახეობები გამიშუქებია იყო თუ არა ქვეყანაში ისიც არ იცოდნენ, სუმოზე 3 წლის წინ მქონდა გადაცემა, ბირთვის კვრა გუშინ რომ გაიგეთ მუჯარიძის წარმატების შემდეგ, ამ სახეობაზე წლების წინ ვლაპარაკობდი. სამმაგი ხტომა, სიგრძეზე ხტომა, მარათონი (ზოგადად მძლეოსნობა) ველოსპორტი, ბეისბოლი, ამერიკული ფეხბურთი, ბილიარდი, ყინულის ჰოკეი (ჯერ კიდევ დიდ გამარჯვებამდე) ეს სახეობებიც გამიშუქებია, იმიტომ რომ პრობლემებია, იმიტომ რომ მხარდაჭერაა საჭირო, იმიტომ რომ ყველან ვართ სადაც სპორტია.
მხოლოდ "პრესტიჟულ" სახეობებს არ ვაშუქებთ.


წარმატებას გისურვებ Sali Pazhava და ისევე, როგორც აქამდე არასდროს დარჩება წარმატება #მაესტროს ეთერს მიღმა. იმედს ვიტოვებ, საზოგადოებას აღარ მისცემ შანსს უსაფუძვლოდ დაგვადანაშაულონ და შეურაცხყოფა მოგვაყენონ."

image


მხატვრული ტანვარჯიშის გრან პრიზე, რომელიც უკრაინის დედაქალაქ კიევში შედგა, ქართველმა სალომე ფაჟავამ პირველობა არავის დაუთმო და ოქროს მედალი გურზებით გამოსვლაში დაისაკუთრა.


სალომე ფაჟავა დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად 2000 წლის შემდეგ პირველად ჩვენ ქვეყანას რიო-დე-ჟანეიოროს ოლიმპიურ თამაშებზე წარადგენს.

image




1
833
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
833
  
20 აპრილი, 10:40
ძაან დაკავებულები არიან ტრანსების და პედარასტების პიარით და არ ქონდათ დრო ალბათ....თფუი
0 1 1