x
მეტი
  • 20.04.2019
  • სტატია:88804
  • ვიდეო:339376
  • სურათი:451307
რაც ამოუხსნელია დღეს, ხვალ მეტაფიზიკის დახმარებით ამოიხსნება!

ზურაბ ქუმსიაშვილი: რაც ამოუხსნელია დღეს, ხვალ მეტაფიზიკის დახმარებით ამოიხსნება!

image

საუკუნეების განმავლობაში ცნება "მეტაფიზიკა" კაცობრიობისთვის შეუცნობელ, ბუნდოვან მოვლენებს გამოხატავდა. 21-ე საუკუნეში მეცნიერებმა გამალებით დაიწყეს მეტაფიზიკური მოვლენების შესაწავლა და იმედოვებენ, რომ კაცობრიობა ბუნების უამრავ, აქამდე ამოუხსნელ ამოცანას ამოახსნის. მეტაფიზიკური კვლევითი ცენტრი საქართველოშიც არსებობს. ვესაუბრებით მის დამფუძნებელს, პროფესორ ზურაბ ქუმსიაშვილს:

- ტერმინი მეტაფიზიკა - ძველბერძნული წარმომავლობის გახლავთ, იგი არისტოტელემ დაამკვიდრა და სიტყვასიტყვით, ფიზიკის მიღმა მდგარ საგნებს და მოვლენებს ნიშნავს. არისტოტელე მეტაფიზიკას თავისი სწავლების უმთავრეს საფუძვლად თვლიდა და ამ დარგს ნებისმიერი მეცნიერების საფუძველთა საფუძვლად, უპირველეს ფილოსოფიად მოიხსენიებდა, რომელიც იკვლევს უმაღლეს, გრძნობებისთვის მიუწვდომელ, მხოლოდ გონებით შესამეცნებელ ყოველგვარი არსობის უცვლელ საწყისს. მეტაფიზიკის განვითარების ძველი და ახალი ეტაპი შეიძლება გამოიყოს: ძველი მეტაფიზიკა არსობისა და ყოფიერების საფუძვლებით ინტერესდებოდა; ახალი მეტაფიზიკა კი, ცნობიერებას შეისწავლის. ორთავეს ის აერთიანებს, რომ ყოფიერებისა და ცნობიერების ყველა - როგორც აღქმადს, ასევე ტრანსცედენტალურ სივრცეებს მოიცავენ.

- ტრანსცენდენტალური სივრცე რას ნიშნავს?

- კანტის იდეალისტური ფილოსოფიის მიხედვით, ტრანსცენდენტალურია, რაც საზღვარს სცილდება, რაც დაფუძნებულია შემეცნების აპრიორული, ცდისაგან დამოუკიდებელი ფორმების აღიარებაზე. ჩვენს ეპოქაში ამ ცნებამ მნიშვნელობა ცოტათი შეიცვალა და გამოხატავს სხვადასხვა სამყაროს შორის დამაკავშირებელს. ადამიანებისთვის ათასწლეულების განმავლობაში არსებობდა ბუნების შეუცნობელი მოვლენები. ამ მოვლენების ნაწილი კაცობრიობამ უკვე ამოხსნა და შეისწავლა. ნაწილი დღემდე საიდუმლოდ რჩება. მეტაფიზიკური კვლევის ობიექტად კვლავ რჩება თავად ადამიანი, მისი ფარული, აქამდე ამოუხსნელი შესაძლებლობები, ასევე, ადამიანის გარემო. მეტაფიზიკა ადამიანს აღიქვამს ტრანსცენდენტალობის გამოვლინებად. ადამიანი თავისი არსით არის ლოგოსი - განსხეულებული სიტყვა, რაც მიგვანიშნებს, რომ აზრი ანუ იდეა - ქმნის ფორმას და ცნობიერება ბატონობს სხეულის ფორმაზე, ანუ კონსტიტუციაზე. სხეულის ფორმის მიხედვით ადამიანის რაობას სხვადასხვა მეცნიერება შეისწავლის. მათ შორის არის ფიზიოგნომიკა - გამომეტყველების შემსწავლელი მეცნიერება; ფრენოლოგია - მეცნიერება, რომელიც ადამიანის ფსიქიკას თავის ქალის აგებულების მიხედვით განიხილავს; ხიროგნომიკა - ხელების აგებულების მიხედვით ფსიქიკის კვლევა და მეტაფიზიკა - ეს არის იგივე ტრანსცენდენტალური ფსიქოლოგია, ვინაიდან ადამიანის დაფარულ, უცნობ სივრცეებს იკვლევს. დღეს მეტაფიზიკა ფილოსოფიის კი არა, ფორმულების დონეზე დაყვანილი მეცნიერების დარგია.

- კონკრეტული მაგალითებით ვიმსჯელოთ.

- აი, მაგალითად ეთერი. ის მეხუთე კვინტენსენციაა, რომელიც თავის დროზე უგულებელყვეს, როცა მატერიას სწავლობდნენ. ადრე ვერ ამტკიცებდნენ, მაგრამ დღეს მეცნიერები აღარ დავობენბ, რომ ეთერიც მატერიის ფორმაა. ისეთი მოვლენების ახსნაც შეიძლება, როგორიც გახლავთ ტელეპორტაცია (სივრცის ერთი წერტილიდან მეორეში ფიზიკური გადაადგილების გარეშე სხეულის გადასვლა), ტელეკინეზი (გონებით რაიმეს გადაადგილება, შეცვლა) და ტელეპათია (აზრების ამოკითხვის და მანძილზე გადაცემის უნარი). ევროპაში ჯერ კიდევ გასულ საუკუნეში ჩატარდა ცდები ფოტონის ტელეპორტაციის დასამტკიცებლად. დადგინდა, რომ ფოტონს შეუძლია ტელეპორტაცია იმგვარად, რომ შეინარჩუნოს საკუთარი ინფორმაცია. ბევრს აფიქრებს ტრადიციული ფიზიკის ორი ცნობილი ფორმულა: აინშტაინის მიხედვით, ენერგია E = mc2, ხოლო მაქს პლანკის მიხედვით, E=hv. ამ ორი ფორმულიდან ჩანს, რომ მასა და სიხშირე ერთგვაროვანია. სხვათაშორის, აინშტაინის ფორმულა E=mc2 - აინშტაინმა 1905 წელს გაახმოვანა, მაგრამ მანამდე 1873 წელს მეცნიერებმა - ჰენრიხ შრამმა და ნიკოლაი უმოვმა ეს ფორმულა ცოტა განსხვავებული სახით წარმოადგინეს - E=kmc2 სადაც "k" არის სინათლის გამტარი ჰიპოთეტური ეთერი. რატომღაც, ეთერი საერთოდ ამოიღეს მეცნიერებიდან, რამაც მატერიალური სამყაროს მრავალი მოვლენა აუხსნელი დატოვა, ხოლო მეტაფიზიკა - დიდი ხნის განმავლობაში ფილოსოფიის დონეზე დარჩა.

- მოდით, ეთერის მნიშვნელობა უფრო გასაგებად ავუხსნათ საზოგადოებას. რა არის ეთერი?

- ეთერი მეხუთე კვინტენსენციაა, ის სუბსტანციაა, რომელიც ყველაფერში შედის და აღწევს. კაცობრიობა ცხოვრობს ერთიან ენერგო-ინფორმაციულ ველში - ეთერში, რომელიც ყველგან არის. ჩვენ შევიგრძნობთ ჰაერს, მაგნიტურ ველს... ზუსტად ამგვარად არსებობს ეთერიც, რომლის დამაფიქსირებელი ხელსაწყოები უკვე შექმნილია. მე დავაფუძნე მეტაფიზიკური მეცნიერებების კვლევის ცენტრი, რომელშიც გაერთიანდნენ სხვადსხვა დარგის ღვაწლმოსილი და ავტორიტეტული მეცნიერები. აქტიურად ვსწავლობთ მეტაფიზიკის კონკრეტულ სფეროებს და უკვე გვაქვს მნიშვნელოვანი აღმოჩენები.

- რა სარგებლობა მოაქვს მეტაფიზიკას?

- ცნობილია, რომ ადამიანის ორგანიზმის უჯრედები ერთმანეთთან ურთიერთქმედებენ დიფუზიის და ნერვული სისტემის და დიფუზიის მექანიზმებით, მაგრამ საკითხში უფრო ღრმად ჩახედულებმა იციან, რომ ამ მექანიზმების სისწრაფე მხოლოდ უმარტივესი ორგანიზმებისთვის არის საკმარისი. საკითხს ნათელი მოეფინება, თუ გავიხსენებთ, რომ ადამიანის უჯრედები ერთმანეთთან ფოტონების საშუალებითაც ურთიერთქმედებენ, სინათლის სიჩქარეზე გაცილებით სწრაფად... ფოტონს კი ტელეპორტაციის უნარი გააჩნია. აი, ამგვარად აიხსნება, რომ ორგანიზმის ყველა უჯრედმა იცის ინფორმაცია ნებისმიერ სხვა უჯრედზე! სხვა მაგალითსაც მოგახსენებთ - გასულ საუკუნეში მეცნიერებმა ეთერში აღმოაჩინეს ორგონული ენერგია. უკვე ცდებით არის დადგენილი, რომ აქამდე უცნობი ენერგიის ეს ფორმა ყოველი ორგანიზმისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, მის გარეშე ცოცხალი ორგანიზმი უმალ სნეულდება და იღუპება. ამის დამადასტურებელი ცდები თავად მაქვს ჩატარებული: ორ სხვადასხვა კონტეინერში მოვათავსეთ თაგვები. მათი ზრდა-განვითარებისთვის შევქმენით ყველა პირობა, თუმცა ერთი კონტეინერი დავფარეთ მასალით, რომელიც ელექტრო-მაგნიტურ ტალღებს არ ატარებდა და იმ კონტეინერში მხოლოდ გრავიტაცია მოქმედებდა. იქ თაგვები მალევე დაიხოცენ, მეორეში კი ჩვეულებრივად გააგრძელეს სიცოცხლე. ამის შემდეგ, ჩვენ შევქმენით ორგონული ენერგიის დაახლოებით ათასჯერ გამაძლიერებელი კაბინა. დაკვირვების შედეგად დადგენილია, რომ იქ მცენარეც უკეთესად იზრდება, ხოლო ადამიანის ორგანიზმზე საგრძნობ დადებით ეფექტებს ახდენს.

- რისგან მზადდება კაბინა?

- კაბინას არც დენი სჭირდება, არც სხვა რომელიმე ენერგიის წყარო. იგი მზადდება ხის სპეციალური მასალისგან და ნახევრად ძვირფასი მეტალის ფურცლებისგან, ამიტომ არცთუ იაფი ჯდება. თანაც, კაბინა კონკრეტული პაციენტების ფიზიოლოგიურ მონაცემებთა შესაბამისობაში უნდა დამზადდეს. საკმარისია, ასეთ კამერაში ადამიანმა დროის გარკვეულ მონაკვეთში დილა-საღამოს 30-30 წუთი დაყოს, რომ სხვადასხვა, მათ შორის მძიმე დაავადებებისგანაც კი განიკურნოს! კაბინა კარგად მოქმედებს შინაგან ორგანოებზე, საყრდენ-მამოძრავებელ აპარატზე და ნერვულ სისტემაზე. აღსანიშნავია, რომ ამ კაბინაში ნამკურნალევ ადამიანებს უვლინდებათ ახალი უნარი, რაც მანამდე არ შეუმჩნევიათ - ზოგმა ხატვა დაიწყო, ზოგმა მუსიკალურ ინსტრუმენტზე დაუკრა, რაც მანამდე არასოდეს გაუკეთებია! ორგონულ კაბინებში ჩვეულებრივზე გაცილებით სწრაფად მიმდინარეობს დაზიანებული ნერვული ქსოვილების აღდგენა. ორგონული კაბინა თანდათან იკიდებს ფეხს საზღვარგარეთ. ის მომავლის მედიცინის განუყოფელი ნაწილი გახდება.

- მეტაფიზიკის კვლევის საგანი კიდევ რომელი მოვლენებია?

- აი, მაგალითად, მსოფლიოში არის გრავიტაციული ანომალიების ადგილები, სადაც მანქანები აღმართზე თავისით მიგორავენ! სხვათაშორის, სამი ასეთი აღმართი საქართველოშიც არსებობს აღდამის, ოქროყანის და წყნეთის მახლობლად. არაფერი ზებუნებრივი აქ არ არის. შეიძლება რაიმე მოვლენა ერთი შეხედვით, ფიზიკის რომელიმე კანონს ეწინააღმდეგება, მაგრამ მთლიანობაში, ის მაინც ემორჩილება ბუნებაში დადგენილ კანონზომიერებას. თუნდაც, ლევიტაცია, როცა ადამიანი საკუთარ შინაგან ენერგიულ რესურსზე დაყრდნობით არღვევს გრავიტაციის კანონს, მიწას გარკვეული მანძილით შორდება და ჰაერში ლივლივებს. რაც ამოუხსნელია დღეს, ხვალ მეტაფიზიკის დახმარებით ამოიხსნება. შუა საუკუნეებში ვინმეს რომ ეთქვა, ადამიანები ერთამანეთთან დისტანციაზე ლაპარაკს შეძლებენო - ალბათ, კოცონზე დაწვავადნენ. ელექტრო-მაგნიტური ტალღები მაშინაც არასებობდა, მაგრამ კაცობრიობამ მის შესახებ ნაკლებად იცოდა. დღეს აღარავის უკვირს რაციებით და მობილური ტელეფონებით დისტანციაზე უკაბელოდ საუბრები... შესაძლოა, კაცობრიობამ ენერგის აქამდე უცნობი წყარო მომავალშიც აღმოაჩინოს.

ესაუბრა ზაზა დავითაია

0
137
შეფასება არ არის
ავტორი:ზაზა.დავითაია
ზაზა.დავითაია
137
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0