x
მეტი
  • 17.10.2019
  • სტატია:95720
  • ვიდეო:343122
  • სურათი:457639
როგორ ასწავლა ჭკუა მოხერხებულმა ბიზნესმენმა ცინიკოს ბანკირს

ეს სახალისო, მაგრამ ბევრისთვის ჭკუის სასწავლი ამბავი ერთ პატარა ქალაქში მოხდა. მოგეხსენებათ, არცერთ კანონში არ წერია, რომ საბუთები აუცილებლად ქაღალდზე უნდა იყოს დაწერილი და არა სხვა რომელიმე მასალაზე. სწორედ ეს კანონი (თუ უკანონობა ) გამოიყენა ერთმა გონაბაგამჭრიახმა ბიზნესმენმა ცინიკოსი ბანკირისთვის სამაგიეროს გადახდის მიზნით. აი ეს ისტორიაც:



image



ერთ მეწარმეს ბანკთან პრობლემები შეექმნა: საქმის გასარკვევად ის ბანკის დირექტორს ესტუმრა, რათა კონფლიქტი მშვიდობიანი გზით მოეგვარებინა. ბანკირმა მას არც კი მოუსმინა და იქედნურად უთხრა: - დაწერეთ თქვენი პრეტენზია და დატოვეთ ოფისში; ჩვენ მას გადავხედავთ 60 დღის განმავლობაში... და აუცილებლად უარს გეტყვით. ბიზნესმენი წამოდგა, ბანკირს თვალი თვალში გაუყარა და ჩაილაპარაკა: -მერე არ ინანოთ, შემდეგ კი აუღელვებლად დატოვა ბანკის შენობა.

ორი დღის შემდეგ, კვირა საღამოს, ბანკის შენობასთან უზარმაზარი თვითმცლელი გაჩერდა და ბიზნესმენის "პრეტენზია" პირდაპირ ბანკის შესასვლელთან დატოვა. უფრო სწორად, ის ორმა ამწემ ფრთხილად ჩამოიღო თვითმცლელიდან და ძირს დადო. პრეტენზია არც ისე მოკრძალებულად გამოიყურებოდა: ეს იყო ნაცრისფერი გრანიტის 12-ტონიანი ფილა. დიახ, სწორედ ამ ფილაზე ლამაზი ასოებით იყო ამოტვიფრული ბიზნესმენის პრეტენზია ბანკისადმი, მისი მისამართით და პირადი რეკვიზიტებით.

დილით სამსახურში მისულ ბანკის თანამშრომლებს კარების წინ აყუდებული უზარმაზარი "პრეტენზია" დახვდათ, რომელსაც შესასვლელი მთლიანად გადაეფარა. დაბნეულებმა პოლიცია გამოიძახეს, რადგან არ იცოდნენ, როგორ მოქცეულიყვნენ. პოლიცია მალევე გამოცხადდა ადგილზე, ყურადღებით დაათვალიერა "პრეტენზია" და ბანკის თანამშრომლებს გამოუცხადა, რომ არანაირ სამართლებრივ დარღვევაას ადგილი არ ჰქონდა, რადგან არცერთ კანონში არ წერია, რომ კლიენტმა საჩივარი მაინდამაინც ქაღალდზე უნდა დაწეროს და არა სხვა რომელიმე მასალაზე. მათ ბანკის დირექტორს ურჩიეს, დავა სასამართლოში გადაეწყვიტათ და წავიდნენ. ბანკის ხელმძღვანელებმა მოინდომეს თვითონვე გადაეჭრათ პრობლემა, თუმცა ბედის ირონიით, პატარა ქალაქში სწორედ "პრეტენზიის" ავტორი ბიზნესმენი აღმოჩნდა ერთადერთი მეპატრონე იმ მრავალტონიანი თვითმცლელის და სხვა ტექნიკისა, რომლის გარეშეც 12-ტონიანი ფილის ადგილიდან დაძვრა უბრალოდ შეუძლებელი იყო.


ბანკირებს სხვა გზა არ ჰქონდათ, მათ ტრაქტორი იქირავეს და ტროსის საშუალებით სცადეს "პრეტენზიის" თუნდაც მცირე მანძილზე გადაადგილება, რომ ბანკის თანამშრომლებს შენობაში შესვლის საშუალება მაინც მისცემოდათ, თუმცა ტრაქტორმა 12-ტონიან ფილას ძვრაც კი ვერ უყო. საბრალო თანამშრომლებს მოუწიათ ფანჯრიდან გადამძვრალიყვნენ ოფისში, ხოლო ბანკში მოსულმა კლიენტებმა სხვა ბანკებს მიაშურეს. ასე რომ, ბანკს "პრეტენზიამ" საკმაოდ დიდი პრობლემები შეუქმნა.

მეორე დღეს საქალაქო სასამართლომ მოისმინა ბანკის საჩივარი და უარი განაცხადა მის დაკმაყოფილებაზე. გამოირკვა, რომ ბანკს უფლება არ აქვს უარი თქვას კლიენტისგან საჩივრის მიღებაზე იმ მოტივით, რომ პრეტენზია ქაღალდზე არაა დაწერილი. უფრო მეტიც, მოსმართლემ გამოიტანა განაჩენი, რომ ბანკი ვალდებულია "პრეტენზია" არქივში გადაიტანოს და განიხილოს მასში წამოჭრილი პრობლემები. ბანკირს მეტი გზა აღარ ჰქონდა - მესამე დღეს დაიქირავა პნევმატური ჩაქუჩებით შეიარაღებული მუშების ბრიგადა, რომლებმაც ნაწილ - ნაწილ დაჩეხეს "პრეტენზია" და გაათავისუფლეს ბანკის შესასვლელი. იმ დღესვე ბიზნესმენმა ბანკში დარეკა და თავაზიანად იკითხა, განიხილა თუ არა ბანკმა მისი პრეტენზია. მან სხვათაშორის თქვა, რომ მისი საჩივრის არდაკმაყოფილების შემთხვევაში ახალ პრეტენზიას დაწერდა, თანაც სამ "ფურცელზე". შეშინებულმა ბანკის დირექტორმა იმწამსვე დააკმაყოფილა ბიზნესმენის მოთხოვნა და გააუქმა მის მიმართ წაყენებული საკომისიო სანქციები...

ასე რომ, იცოდეთ: კონფლიქტის მოგვარება მშვიდობიანი გზით - ძალიან ეფექტური და მომგებიანია.

0
3738
10-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
Mediator image
Mediator image
Mediator image
3738
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0