x
ვუდსტოკის მუსიკალური ფესტივალი
მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, საზოგადოებაში ომის მიმართ გაჩნდა შიში, რადგან ის დიდ ზიანს აყენებდა თითოეული ადამიანის ცხოვრებას. მეოცე საუკუნის მეორე ნახევარში ამ შიშმა ამერიკის კონტინენტზე გადაინაცვლა და მასობრივი პროტესტი დაბადა ვიეტნამის ომის მიმართ. პროტესტს კი მოყვა ჰიპების გაჩენა, სოციალური ჯგუფის, რომლის მთავრ იდეას მშვიდობის და სიყვარულის გავრცელება წარმოადგენდა. ამას დაემატა სამოქალაქო მოძრობა, რომელიც შავკანიანებისთვის იგივე უფლებების მინიჭებას ითხოვდა, რა უფლებებითაც სხვა ამერიკელები სარგებლობდნენ. ასეთმა ვითარებამ აუცილებელი გახადა სოციალური მოძრაობა, რომელიც ხალხს გააერთიანებდა. ასეთი კი აღმოჩნდა 1969 წელს ნიუ-იორკთან გაიმართული ვუდსტოკის ფესტივალი, რომელიც დასწრების მხრივ დღემდე საუკეთესოა. საინტერესოა რამ გამოიწვია ხალხის ასეთი ინტერესი სამდღიანი ფესტივალისადმი, რომელსაც ზოგიერთი წყაროს თანახმად 600 ათასი ადამიანი ესწრებოდა.ჯიმი ჰენდრიქსი,  ვუდსტოკი 1969
ერთ-ერთ ფაქტორად აუცილებლად უნდა ვახსენოთ ის შემსრულებლები, რომლებიც ვუდსტოკის ფესტივალში მონაწილეობდნენ. ასეთები კი იყვნენ: The Who, ჯო კოკერი, ჯიმი ჰენდრიქსი, ჯანის ჯოპლინი. ჯონ ლენონმა და ბობ დილანმა ფესტივალში მონაწილეობაზე უარი განაცხადაეს, მიუხედავად იმისა, რომ ინდივიდუალურად იგივე იდეას იზიარებდნენ, რა იდეამაც ფესტივალზე უამრავი ადამიანი გააერთიანა.

ვუდსტოკის ფესტივალი 1969



კიდევ ერთი მთავარი მიზეზი იყო ის, რომ ამერიკაში არსებულ საზოგადო პროტესტს, რომელზეც ზემოთ ვისაუბრე, სჭირდებოდა პლატფორმა, საიდანაც შეძლებდნენ ერთიანობის და მშვიდობის მესიჯი გაგზავნას, რაც მათ მოახერხეს, რადგან მიუხედავად უამინდობისა ისინი ბოლომდე ცდილობდნენ საკუთარი იდეის დაცვას. მეორე მხრივ, ვუდსტოკმა მონაწილეებს მისცა საშუალება შეექმნათ საკუთარი სამყარო, რომელიც გაანადგურებდა მსოფლიოში არსებულ ბოროტებას.

ვუდსტოკის ფესტივალმა ადამიანებს მისცა საშუალება შეეგრძნოთ თავისუფლების ახალი იდეა. თავისუფლება გაცდა სულიერ ფარგლებს და ის გახდა თანდაყოლილი. სივრცე კი რომელსაც ვუდსტოკი ქმნიდა იძლეოდა ამ თავისუფლების გამომჟღავნების, აღმოჩენის საშუალებას, რადგან არ იყო აკრძალული ალკოჰოლი, ნარკოტიკები და სხვა ფსიქოდელიური საშუალებები, რომლებიც მონაწილეებს საშუალებას აძლევდა აღმოეჩინათ საკუთარი თავი, ბუნება და რაც მთავარია ესიამოვნათ მშვიდობოით და თანასწორობით.


ფესტივალის ორგანიზატორი, ჯოელ როსერმანი ფესტივალს აფასებს, როგორც პირველ სოციალურ მოძრაობას, რომელმაც უმეტესად ახალაგაზრდები გააერთიანა მშვიდობისთვის და თანასწორობისთვის.image
60იან წლებში დაბადებულმა როკ მუსიკამ, ჰიპების მოძრაობამ, თანასწორობის განცდამ შეძლო და ერთი ჩვეულებრივი მუსიკალური ფესტივალი არაჩვეულებრივად აქცია. ვუდსტოკის ფესტივალი ალბათ კიდევ დიდიხნის განვალობაში დარჩება მუსიკის მსმენელთა მეხსიერაბში, რადგან ამ ფესტივალზე შემსრულებებიც და დამსწრეებიც ყველაფერს აკეთებდნენ საერთო იდეისთვის და არა მატერიალური მიზნებისთვის. ალბათ ვერავინ შეასრულებს ამერიკის შეერთებული შტატების ჰიმნს ისე ემოციურად, როგორც ამ ფესტივალზე ეს ჯიმი ჰენდრიქსმა გააკეთა. მან ჰიმინი შესრულებისას გამოხატა როგორც ქვეყნი სიყვარული, ასევე გულისტკივლი, რადაგან ის და მისი თანამებრძოლები, იჩაგრებოდნენ განსხვავებულობის გამო. შეიძლება ითქვას ეს ფესტივალი იყო უნაკლო, რადგან ყოველგვარი არეულობის და ექსესები გარეშე ჩაიარა, მაგრამ ამ ფესტივალს მაინც დააკლდა რაღაც სრულყოფილებმადე და ეს რაღაც იყო ჯონ ლენონი საკუთარი Give peace a chance-ით.

image

0
120
1-ს მოსწონს
ავტორი:სოსო ზურაშვილი
სოსო ზურაშვილი
120
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0