x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134532
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
ეგო - პიროვნების რაციონალური ნაწილი
imageზიგმუნდ ფროიდის მიხედვით, "ეგო" პიროვნების რაციონალური ნაწილია, რომელიც წარმოადგენს შუამავალს "იდის" მოთხოვნებს, "სუპერ-ეგოსა" და რეალობას შორის. ფროდი "იდ"-ს აღწერს, როგორც პიროვნების ყველაზე მნიშვნელოვან ნაწილს, რომელიც მას უბიძგებს ბაზისური მოთხოვნილებების დაკმაყოფილებისკენ. მეორე მხრივ, "სუპერ-ეგო" წარმოადგენს პიროვნების მორალურ ნაწილს, რომელიც გვიანი ბავშვობის პერიოდში ყალიბდება აღზრდისა და სოციალური გავლენის შედეგად. ეგოს მოვალეობაა, დაამყაროს ბალანსი ამ ორ, ხშირად ურთიერთსაწინააღმდეგო ძალებს შორის. აგრეთვე, დარწმუნდეს, რომ იდის მოთხოვნილებები და სუპერ-ეგოს მოთხოვნები შეესაბამება რეალობის სტრანდარტებს.


უფრო მეტი ეგოს შესახებ

ეგო გვიცავს, მოვიქცეთ პირველადი მოთხოვნილებების შესაბამისად ( ფორმირებული იდის მიერ) და აგრეთვე, ცდილობს დაამყაროს ბალანსი ჩვენს იდეალისტურ და მორალურ სტანდარტებთან ( ფორმირებული სუპერ-ეგოს მიერ). მაშასადამე, ეგო მოქმედებს როგორც ცნობიერ, ისე არაცნობიერ ( იდის მოთხოვნილებების კონტროლი) დონეზე.


ეგო ცდილობს, იდის მოთხოვნილებები დააკმაყოფილოს ისეთი გზით, რომელიც შეესაბამისობაში იქნება სოციალურ და რეალურ მოთხოვნებთან.


ფროიდი ეგოს შესახებ

1933 წელს გამოცემულ თავის წიგნში "შესავალი ლექციები ფსიქოანალიზე", ფროიდს იდისა და ეგოს შორის ურთიერთობის ნათლად წარმოდგენისათვის მოჰყავს ცხენისა და მხედარის მაგალითი. ცხენი წარმოადგენს იდს. ძლიერი ძალა, რომელიც მოქმედებისკენ ისწრაფვის. ხოლო, მხედარს წარმოადგენს ეგო, რომელიც ზემოთ აღნიშნულ ძლიერ ძალას მიმართულებას აძლევს.



ფროიდი აღნიშნავს, რომ იდისა და ეგოს შორის ურთიერთობა ყოველთვის ერთნაირი არ არის. ზოგ სიტუაციაში ეგო აძლევს უფლებას იდს მოიქცევს თავისი მოთხოვნილებების შესაბამისად. ეს მაშინ ხდება, როდესაც ეგო არ არის საკმარისად ძლიერი გაუმკლავდეს იდის ენერგიას.


ეგოს შესახებ საუბრობს, აგრეთვე ანა ფროიდი 1936 წელს გამოცემულ თავის წიგნში " ეგო და დაცვის მექანიზმები". ის ამბობს, რომ ეგოს მექანიზმებზე დაკვირვება შესაძლებელია წარსულის ანალიზით. მაგ: ცნობიერებიდან განდევნილ, აღკვეთილ მოვლენებზე დაკვირვებით, რომელთა შესახებ ეგოს მიერ ცოდნა შეიძლება გამოვლინდეს რაიმე ქცევაში.

image


ციტატები ეგოზე

მაშასადამე, რას ამბობდა ფროიდი ეგოს შესახებ?


ქვემოთ არის წარმოადგენილი ფროიდის ციტატები ეგოს შესახებ.


ეგოს წარმომავლობის შესახებ:

"ადვილად ვხედავთ, რომ ეგო არის იდის ნაწილი, რომელიც შეცვლილია გარე სამყაროს პირდაპირი ზეგავლენით" (ზიგმუნდ ფროიდი, 1923, ეგო და იდი)


ეგოს გავლენის შესახებ:

"ეგო არ არის თავისი ცხენის სრული მფლობელი" (ზიგმუნდ ფროიდი, 1917, ფსიქოანალიზის სირთულეები)

" ეგო არის ის რასაც ჩვენ ვეძახით საღ გონებას, იდის საწინააღმდეგოდ, რომელიც შეიცავს უშრეტ ენერგიას და ვნებებს" (ზიგმუნდ ფროიდი, 1923, იდი და ეგო)

0
987
შეფასება არ არის
ავტორი:ლოლიტაობოლაძე
ლოლიტაობოლაძე
987
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0