x
მეტი
  • 26.05.2019
  • სტატია:90406
  • ვიდეო:340241
  • სურათი:452641
ვარსკვლავები ყველაზე მაღალი IQ -თი - ვერ წარმოიდგენთ პირველ ადგილზე ვინ არის!

"ინტელექტის კოეფიციენტის" კონცეფცია, იგივე IQ, 1912 წელს შეიმუშავეს, თუმცა, ტესტირების რეჟიმში გამოყენებული იქნა 1916 წელს. ის აჩვენებს ადამიანების ინტელექტის დონეს. კვლევების შედეგად 50 %-მა აჩვენა საშუალო დონე; 25 %- მა ძალიან დაბალი და 25 %-მა ძალზედ მაღალი.



image



არსებობს მოსაზრებები, რომ, დღეს, მსახიობებს, ქერებს, გარკვეული პროფესიის ადამიანებს, აქვთ ძალიან დაბალი IQ, რომელსაც გარკვეული კვლევები არ ეთანხმება და მინდა ამის დასტურად გაგაცნოთ ის მსახიობები, რომელთაც დიდი IQ აქვთ და მათ შორის თქვენს კუმირ ცნობილებსაც ამოიცნობთ.


წარმოგიდგენთ ვარსკვლავებს ყველაზე მაღალი IQ-თი:


1. ნიკოლ კიდმანი- IQ 132.image


ნიკოლის მშობლები ძალიან ინტელექტუალურები იყვნენ. თავად ნიკოლი, ჩაირიცხა Victorian College Of The Arts-ში მელბურნიში, Phillip Street Theatre-ში სიდნეიში და იქვე, ასევე, Australian Theatre for Young People-ში. გარდა ამისა, თავისუფალ დროს და გადაღებებისას შესვენებაზე, ის მხოლოდ განმანათლებლობის საკითხებით კავდება, ესაა მისთვის განტვირთვა და დასვენება.





2. ქეით ბეკინსეილი - IQ 132.image


ქეითი თავის პირველ როლამდე სწავლობდა ოქსფორდში. ასევე, დაეუფლა უცხო ენებს და გარდა ინგლისურისა, იცის ფრანგული, რუსული და გერმანული ენა.





3. ჯოდი ფოსტერი - IQ 132.image


ორი ოსკარის მფლობელი მსახიობი, სწავლობდა ლიტერატურის ფაკულტეტზე იელის უნივერსიტეტში. აქვს ხელოვნების დოქტორის საპატიო წოდება და საუბრობს რამდენიმე ენაზე.





4. არნოლდ შვარცენეგერი - IQ 136.image


საკულტო მსახიობი, წარმატებული "ბოდიბილდერი" და კარგი გუბერნატორი, ასევე ავტორია სიტყვებისა: "მე ვთვლი, რომ ერთსქესიანთა ქორწინება, მხოლოდ მამაკაცებსა და ქალებს შორის უნდა ხდებოდეს". მიუხედავად ამ გაურკვეველი გამოთქმისა, მისი IQ დონე საშუალოა.






5. ემა უოთსონი - IQ 138.image


2009 წელს, ემა ჩაირიცხა ბრაუნის უნივერსიტეტში, თუმცა ფილმში გადაღებების გამო ვერ დაამთავრა. შემდეგ გადავიდა კოლეჯ Worcester-ში და ისიც ვერ დაამთავრა, ასევე გადაღებების გამო. საბოლოოდ, დიპლომი 2014 წელს აიღო.






6. ნატალი პორტმანი - IQ 140.image


ნატალიმ ჰარვარდის უნივერსიტეტში ფსიქოლოგიის ფაკულტეტი ბაკალავრის ხარისხით დაამთავრა და დაუყოვნებლივ ჩაირიცხა ებრაულ უნივერსიტეტში იერუსალიმში. ის საუბრობს რამდენიმე ენაზე.






7. მერილ სტრიპი - IQ 143.image


სტრიპი, კოლეჯ ვასარის სიამაყე იყო, შემდეგ კი სწავლა იელის უნივერსიტეტში, დრამატურგიის ფაკულტეტზე განაგრძო და დაამთავრა.






8. შერონ სტოუნი - IQ 153.image


15 წლის ასაკში, Edinborough-ის უნივერსიტეტში უკვე სტიპენდიას იღებდა, თუმცა, სწავლა მიატოვა სამოდელო კარიერის გამო.






9. ეშტონ კაჩერი - IQ 160.image


ცნობილი მსახიობი, ერთდროულად ბევრ პროფესიას დაეუფლა. იყო მსახიობი, მოდელი, რესტავრატორი და ფინანსისტი. ყველგან მიაღწია წარმატებას.






10. კვენტინ ტარანტინო - IQ 160.image


არავინ იეჭვებდა, რომ კვენტინი იქნებოდა გენიოსი, რადგან 15 წლის ასაკში ის სკოლიდან გააგდეს. განათლება არ მიუღია, მუშაობა კი ვიდეო კასტების გაქირავების "სერვისში" დაიწყო. როგორც ხედავთ, ფირებთან გატარებულ მრავალ საათს, უშედეგოდ, ნამდვილად არ ჩაუვლია.






11. როუენ ატკინსონი - IQ 178.image


ვინ წარმოიდგენდა, რომ "მისტერ ბინი" ნამდვილი გენიოსია? როუენი სწავლობდა Newcastle-ს უნივერსიტეტში ელექტრომექანიკოსობას, მაგრამ გაიტაცა თეატრმა და მიატოვა სწავლა. მოგვიანებით დაამთავრა და მიიღო მაგისტრის წოდება ოქსფორდში.




0
567
11-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
Mediator image
567
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0