x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134543
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508598
ცრურწმენები და სტერეოტიპები
ცრურწმენები და სტერეოტიპები

სტერეოტიპი არის რწმენა იმის შესახებ, რომ კონკრეტულ ადამიანს ან ადამიანთა ჯგუფს, გააჩნია სპეციფიკური მახასიათებლები -რაც შესაძლოა შეესაბამებოდეს ან არ შეესაბამებოდეს რეალობას. სტერეოტიპების გავლენით შეიძლება გაზვიადებულად შევაფასოთ ადამიანების თვისებები და არ გავითვალისწინოთ მათი ინდივიდუალობა. ნებისმიერ დროს, როდესაც ჩვენთვის სრულიად უცნობი ადამიანების კატეგორიზაციას ვახდენთ, ვაჯგუფებთ მათ კონკრეტული მახასიათებლების მიხედვით და თვისებების გენერალიზებას ვახდენთ ყველა მათგანზე -ამ შემთხვევაში, ჩვენ ვმსჯელობთ საზოგადოებაში გავრცელებული სტერეოტიპების გავლენით.

ცრურწმენა არის აზრი, რომელიც ჩამოყალიბდა ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე. მაშინ, როცა სტერეოტიპი არის რწმენა, რომ კონკრეტულ ადამიანს ან ადამიანთა ჯგუფს ახასიათებს კონკრეტული მახასიათებლები, ცრურწმენები გამოხატავს ემოციებსა და დამოკიდებულებებს კონკრეტული ადამიანის ან ადამიანთა ჯგუფის მიმართ. ცრურწმენები, როგორც წესი გამოხატავს, რომ კონკრეტული ტიპის ადამიანები უფრო მეტად ღირსეულები არიან, ვიდრე სხვები.

დისკრიმინაცია კი გამოიხატება ქცევაში. ის შეიძლება იყოს პირდაპირი ან არაპირდაპირი. ჩვეულებრივ წარმოადგენს ცრურწმენებისა და სტერეოტიპების შედეგს.


ჩვეულებრივ, ჩვენ გვაქვს მოლოდინები და გრძნობები კონკრეტული ადამიანების მიმართ, რომლებიც დაფუძნებულია ისეთი მახასიათებლებზე, როგორებიცაა სქესი. გენდერი, ასაკი, ოჯახური მდგომარეობა, ეთნიკური წარმომავლობა, რელიგიური შეხედულება... შესაძლოა, ჩვენი უნებლიე ქცევით, რომელიც სტერეოტიპებითა და ცრურწმენებით არის პროვოცირებული, სხვა ადამიანებს ვაწყენინოთ. ჩვენ შესაძლოა ვიფიქროთ, რომ ვიქცევით სწორად, რომ ჩვენი ქცევები ადეკვატურად ასახავს კონკრეტული ჯგუფის, ვთქვათ, ქალებისა და კაცების შესაძლებლობებსა თუ უნარებს, თუმცა, ჩვენ რეალურად შესაძლოა ვეწეოდეთ დისკრიმინაციას.

image

სტერეოტიპებისა და ცრურწმენების არსებობა საზიანოა. ის უარყოფს იმ ფაქტს, რომ ყოველ ინდივიდს აქვს მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი- შესაძლებლობები, სუსტი და ძლიერი მხარეები, სურვილები, ფიქრები, გრძნობები, მისწრაფებები... ჩვენი ასაკი თუ სქესი არის ჩვენი ნაწილი, მაგრამ ის არ განსაზღვრავს ჩვენს ინდივიდუალურ მახასიათებლებს. სტერეოტიპი შესაძლოა სწორი იყოს კონკრეტულ სიტუაციაში, თუმცა, მისი განზოგადება არამართებულია და ხშირად ადამიანებს წარმატების მიღწევაში უშლის ხელს.

სტერეოტიპები არ განსაზღვრავს როგორები არიან კონკრეტული ადამიანები. ისეთი მახასიათებლები, როგორებიცაა სქესი, გენდერი, ასაკი, რელიგიური შეხედულება თუ ეთნიკური წარმომავლობა არ გამოხატავს ჩვენს ინდივიდუალურ თვისებებს. ცრურწმენები აფასებენ ადამიანების შესაძლებლობას, თუ რა შეუძლიათ და რა არ შეუძლიათ მათ, იმის მიხედვით თუ რომელ ჯგუფს მიეკუთვნებიან ისინი, რაც არასწორი და არარაციონალურია. ყოველივე ამას მივყავათ დისკრიმინაციისკენ და კონკრეტული ჯგუფების უთანასწორობისკენ.

ზოგიერთი კვლევა ცხადყოფს, რომ სტერეოტიპები და ცრურწმენები გავლენას ახდენს ადამიანების მიერ საკუთარი თავის აღქმაზე. მაგალითად, გავრცელებული აზრი, იმის შესახებ რომ გოგონებს ცუდად გამოსდით მათემატიკა და ბიჭებს არ აქვთ კარგი კომუნიკაციური უნარები, მოქმედებს გოგონებისა და ბიჭების თავდაჯერებულობაზე აღნიშნულ სფეროებში. შესაბამისად, ნაკლებად აფასებენ თავიანთ ინდივიდუალურ შესაძლებლობებს და ექცევიან საზოგადოებრივი აზრის გავლენის ქვეშ.

იმისათვის, რომ შევამციროთ სტერეოტიპები და ცრურწმენები საჭიროა, მეტი გავიგოთ სხვა ადამიანების შესახებ, მეტი ყურადღება დავუთმოთ მათ ინდივიდუალურ შესაძლებლობებსა და მახასიათებლებს.


























0
187
შეფასება არ არის
ავტორი:ლოლიტაობოლაძე
ლოლიტაობოლაძე
187
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0