x
მეტი
  • 19.06.2019
  • სტატია:91357
  • ვიდეო:340904
  • სურათი:453332
რუსი ჯარისკაცი და გერმანელი ქალი - ერთი ფოტოს ისტორია

imageეს ფოტო, რომელიც 1945 წლის აგვისტოშია გადაღებული, დღესაც კამათის და გარჩევის საგანია, რა ხდება ამ ფოტოზე სინამდვილეში.


მაშ ასე, ბერლინი. 1945 წლის აგვისტო. ქალი, ველოსიპედი და ჯარისკაცი ოდესღაც პომპეზური ნანგრევების ფონზე. ფოტოს ცენტრალური სიუჟეტია ველოსიპედი, რომელიც ცალი მხრიდან ქალს უჭირავს, ხოლო მეორე მხრიდან ჯარისკაცი ექაჩება, იქვე არიან მოქალაქეები, რომლებიც ამ ყველაფერს თვალყურს ადევნებენ, ოდნავ მოშორებით კიდევ ერთი სამხედრო დგას(ჯარისკაცის გასწვრივ).

ეს ფოტო საკმაოდ პოპულარულია დასავლეთში, რომელიც ხშირად გვხდება ჟურნალებში, წიგნებში და სოციალურ ქსელში, მით უფრო მაშინ, როდესაც ომის დამთავრების თარიღი ახლოვდება.


ფოტოს ასეთი წარწერები ახლავს:

"საბჭოთა ჯარისკაცი ართმევს ველოსიპედს ბერლინის მცხოვრებს", "ბერლინში 1945 წელს ყვაოდა მოროდიორობა"(ეს უფრო ალბათ სიმართლეს შეესაბამება).


თუმცა ეს ფოტო დღემდე კამათს იწვევს მკვლევარებში რამდენიმე გარემოების გამო. არსებობს რამდენიმე ვერსია, განვიხილოთ ყველა სათითაოდ:



ვერსია 1-რუსმა ჯარისკაცმა იყიდა ბერლინელი ქალისგან ველოსიპედი.


მაგალითად ერთგან ამერიკული ჟურნალი LIFE-ასეთ კომენტარს ურთავს ფოტოს:

"A Russian soldier involved in a misunderstanding with a German woman in Berlin, over a bicycle he wished to buy from her.

(რუს ჯარისკაცს გაუგებრობა მოუხდა ბერლინში გერმანელ ქალთან, ველოსიპედის გამო, რომლის ყიდვაც მისგან სურდა.)

image


კიდევ უფრო ძველ საარქივო ფოტოს ასეთი კომენტარი ახლავს:


Russian Soldier Tries to Buy Bicycle from Woman in Berlin, 1945A misunderstanding ensues after a Russian soldier tries to buy a bucycle from a German woman in Berlin. After giving her money for the bike, the soldier assumes the deal has been struck. However the woman doesn't seem convinced.


( ბერლინში 1945 წელს რუსი ჯარისკაცი ცდილობს იყიდოს ველოსიპედი ქალისგან. გაუგებრობა მას შემდეგ იწყება, როდესაც ჯარისკაცმა მას ფული მისცა ველოსიპედის სანაცვლოდ, მან გადაწყვიტა, რომ გარიგება მოხდა, თუმცა ქალს ეს არ აკმაყოფილებს)

image



ვერსია-2-საერთოდ საბჭოთა ჯარისკაცია ფოტოზე?


ეს ნამდვილად რომ დიდ ეჭვს იწვევს, საქმე იმაშია, რომ საბჭოთა ჯარისკაცებს მსგავსი ქუდი არ ეხურათ, მოსასხამიც ტრადიციულად საბჭოთა ჯარისკაცებს მარცხენა მხარზე ჰქონდათ და არა მარჯვენაზე, მეორე მსოფლიო ომის მკვლევარების და ისტორიკოსების მტკიცებით, ქუდით და ფორმით თუ ვიმსჯელებთ, დიდი ალბათობით, ფოტოზე იუგოსლავიის არმიის ჯარისკაცი არის აღბეჭდილი.

image



ვერსია-3 -არსებობს ამ ფოტოს სრული ვერსია(პრესაში ტრადიციულად ჩამოჭრილი სახით ვრცელდება) – სცენის ყოველი მონაწილე ჯარისკაცის და ბერლინელი ქალი გარდა, ერთ ხაზზე არიან ჩამწკრივებულები, შესაძლოა კომენდატურის მიერ რაიმე აკრძალული ზონაა, საკონტროლო პუნქტი, რის იქითაც გადასვლა არ შეიძლება, ამიტომ ჯარისკაცი ცდილობს ქალი ბორდიურს იქით გადაიყვანოს, ამ ეჭვს ისიც აძლიერებს, რომ ფოტოს კიდეებში აღბეჭდილი ბიჭუნას(მარჯვნივ) და მამაკაცის(მარცხნივ) ყურადღება სულ სხვა მხარეს-პირდაპირაა მიმართული, ხოლო ჯარისკაცს ბორბალზე უკიდია ხელი და არა საჭეზე, წართმევა რომ უნდოდეს, საეჭვოა, ბორბლიდან დაექაჩა.

image


ვერსია-4-შესაძლოა მართლაც მოროდიორობას ჰქონდეს ადგილი და არცაა გასაკვირი, მოროდიორობა ხშირად ომის თანხვედრი ნაწილია, არც ის არის გამორიცხული, რომ საბჭოთა ჯარისკაცი(თუ არის საბჭოთა)ექსპროპრიაციას სამხედრო მეთაურების ბრძანებით ასრულებდეს და არა როგორც პირადი ტროფეი.

image

ასევე დაგაინტერესებთ



აშშ-ში 95 წლის ასაკში გარდაიცვალა მეზღვაური ჯორჯ მენდოსა, საკულტო ფოტოს გმირი, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დასრულების გამოცხადების შემდეგ ექთნის ფორმაში გამოწყობილ ქალს კოცნის.საზოგადოება ამ ფოტოს იცნობს სახელით "კოცნა თაიმს-სკვერზე". მენდოსას ქალიშვილის განცხადებით, "მამა გარდაიცვალა ქალაქ მიდტაუნის საავადმყოფოში, სადაც ის ბოლო 70 წლის გა...


დღეს 9 მაისია, ფაშიზმზე გამარჯვების 73-ე წლისთავი.საქართველოდან მეორე მსოფლიო ომში 700 000-ზე მეტი მეომარი იბრძოდა, მათგან ნახევარი ვეღარ დაბრუნდა შინ.საბჭოთა კავშირის გმირის წოდება 136 თანამემამულეს მიენიჭა, ამის გარდა 2 ქართველი იტალიის ეროვნული გმირი გახდა, ცალკე ხაზგასასმელია ქართული ბატალიონის აჯანყება ტექსელის კუნძულზე. ქვემოთ გავეცნობით ქართველთ...


საბჭოთა მძიმე ტანკი ИС-3(აბრევიატურა-"იოსებ სტალინი-3) პირველად მიიღებს მონაწილეობას სანკტ-პეტერბურგში 9 მაისს გამართულ სამხედრო აღლუმზე, რომელიც საბჭოთა კავშირის მიერ ფაშისტურ გერმანიაზე გამარჯვების 73-ე წლისთავს მიეძღვნება.ამის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა დასავლეთის სამხედრო ოლქის პრეს-სამსახურმა. საბრძოლო ტე...


მათ 1944 წელს ტეხასში (აშშ)გაიცნეს ერთმანეთი.ახალგაზრდა პეგის 22 წლის შთამბეჭდავი გარეგნობის მფრინავი ბილი ჰარისი ერთი ნახვით შეუყვარდა.მალე შეყვარებულები დაქორწინდნენ, მაგრამ მათი ბედნიერება დიდხანს არ გაგრძელებულა. მეუღლეებმა 6 კვირა მოასწრეს ერთად ყოფნა, სანამ ბილი ფრონტზე არ


წმ. ვალენტინის დღეს ამერიკის და ბრიტანეთის საჰაერო ძალებმა განახორციელეს ერთ-ერთი ყველაზე მასობრივი დაბომბვა გერმანიის ულამაზესი ქალაქის დრეზდენის წინააღმდეგ. იერიშის შედეგად დრეზდენი, გერმანიის ერთ-ერთი უძველესი და ულამაზესი ქალაქი მდინარე ელბაზე, ფერფლად იქცა. მასიურმა დაბომბვამ ცეცხლოვანი შტორმი გამოიწვია, რომელმაც ყველაფერი შთანთქა მის გზაზე. 2010 წლ...

0
619
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
619
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0