ალერგოლოგია ალერგია(ზოგადი მიმოხილვა) 2012, 26 ივლისი, 3:08 ტერმინი ალერგია ბერძნული ენიდან მოდის და „სხვას, უცხოს“ ნიშნავს. იგი პირველად ავსტრიელმა პედიატრმა კლემენ ფონ ფირკმა გამოიყენა, 1906 წელს. ნებისმიერ ჩვენგანს ქონია ალერგიასთან გარკვეული შეხება, მიუხედავად ასაკისა და ჯანმრთელობის მდგომარეობისა. ალბათ გვახსოვს ბავშობაში ფრაზები: „ეს არ გეჭმება, “ „არ დამიჯერებ და გამოაგაყრის, “ „ნუ ჭამ ამდენ შოკოლადს“ და სხვა. ბევრჯერ უარიც კი გვითქვამს მეზობლის მიერ მოწოდებულ ტკბილეულზე და სახლში იძულებით დაზეპირბული ფრაზა „არ მეჭმება, “ – წარმოთქმული გაბრაზებული და ყელში ბურთმობჯენილი ტონით -ყოფილა პასუხი. გაზაფხული, მცენარეების ყვავაყლობა, ათასგვარი სურნელი ჰაერში, მტვერი და რაღათქმაუნდა ბევრი ცემინება, ცრემლები და კიდევ უფრო ბევრი ქაღალდის ხელსახოცი.. ჩემთვის ეს ყველაფერი ძალიან „ახლობელია, “ იმედია, რომ თქვენთვის ასე არა არის. ლირიული გადახვევა კარგია, მაგრამ ახლა შევეცდები მოკლედ ვისაუბრო იმაზე თუ რა არის ალერგია(ალერგიული რეაქცია) როგორც ადამიანის ორგანიზმში მიმდინარე ბიოლოგიური პროცესი. ალერგიებზე საუბრისას არ შეიძლება გვერდი ავუაროთ ე.წ. სეზონურ ალერგიებს. წელიწადის ოთხივე დრო გმაოირჩევა თავისი „ალერგიული პალიტრით“ მაგრამ, ამათგან ყველაზე მძლავრია გაზაფხული და შემოდგომა. გაზაფხულზე სამივე თვის განმავლობაში ყვავის უამრავი მცენარე, რომელთა მტვერი იფანტება ჰაერში, შემდეგ სუნთვისას ხვდება ჩვენს ორგანიზმში და არც თუ ისე სუსტი ალერგიული რეაქციის გამოწვევა შეუძლია. მაგალითად, ბევრ ადამიანს აქვს ალერგია ჭადრის ყვავილობისას წარმოქმნილ მტვერზე, რომელიც გაზაფხულზე ჩვენს დედაქალაქში საკმაოდ მრავლადაა. ასეთი ტიპის ალერგიები ალერგიული რინიტის(სურდო), ბრონქიალური ასტმის, ალერგიული კონიუქტივიტის და სხვა მსგავსი ტიპის დაავადების გასამწვავებლად ჩინებული კატალიზატორია. ჩვენ ამ თემას შემდეგ სტატიებში უფრო ფართოდ განვიხილავთ, ახლა ისევ ალერგიის ზოგად მიმოხლვას, კერძოდ მის სიმბტომებს დავუბრუნდეთ. ალერგიის ყველაზე გავრცელებული სიმბტომებია: ქავილი, გამონაყარაი, ცრემლდენა, ცემინება, შეშუპება, კანის სიწითლე, “კვინკეს შეშუპება“ (ანაფილაქსიური შოკი). ცხადია ალერგიული რეაქციები განსხვავდებიან სიმძიმის მიხედვითაც, ზოგეიერთი მათგანი მხოლოდ მსუბუქი სიწითლით და ქავილით ხასიათდება, ხოლო რიგ შემთხვევაში ლეტალურ შედეგამდეც მივდივართ, მაგალითისთვის ანაფილაქსიური შოკისას თუ დროულად არ მოხდა სამედიცინო ჩარევა დაზარელებული სიცოცხლეს ტრაგიკულად ასრულებს. ამ თემაზე მოგვიანებით უფრო ვრცლად ვისაუბრებთ. რაც შეეხება მკურნალობას, უკეთესია თუ მივენდობით ტრადიციულ მედიცინასა და მედიკამენტოზურ მკურნალობას, გავატარებთ გარკვეულ პრევენციულ ღონისძიებებსაც, მაგალითისთვის მოვერიდოთ ისეთ პროდუქტებს, რომელზედაც ერთხელ უკვე გვქონდა ალერგია. ზემოაღნიშნული სიმბტომებისას უპირველესად ხდება ანტიჰისტამინური პრეპარატების მიღება, თუ რამდენიმე ხნის შემდგომ სიტუაცია არ გაუმჯობესდა მიმართეთ ექიმს, ხოლო ანაფილაქსიური შოკისას დაუყონებლივ საჭიროა მედიკოსის ჩარევა, ან თუ სხვა გზა არ არის დაზარალებულმა თავად უნდა გაიკეთოს საჭირო პრეპარატის ინექცია, რათა არ მივიღოთ სავალალაო შედეგი. დასასრულისთვის რჩევის სახით გეტყვით რომ გაუფრთხილდით საკუთარ ორგანიზმს, იცოდეთ მეტნაკლებად თუ რა იწვევს თქვენში ალერგიული რეაქციის განვითრებას, სეზონური ალერგიების თავიდან ასაცილებლად ჩაიტარეთ პრევენციული მკურნალობა და იცხოვრეთ მშვიდად. © აქიმი 278 2-ს მოსწონს
|