x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134548
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508610
ქოხი 2 მილიონად ანუ როგორ შენდებოდა რაბათის ციხე – „სენტა პეტროლიუმის“ და ბიზნესტერორის საქმეები

image

ქოხი 2 მილიონად ანუ როგორ შენდებოდა რაბათის ციხე – „სენტა პეტროლიუმის“ და ბიზნესტერორის საქმეები


2015 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილებით, ახალციხის მოსამართლე მარიკა ჩიტაშვილმა მიიჩნია, რომ ქოხში, რომელსაც ამ ფოტოზე ხედავთ, 2012 წელს ორმა ბიზნესმენმა საკუთარი ნებით გადაიხადა 1 900 000 (ერთი მილიონ ცხრასი ათასი ლარი).


ზაალ იაკობიძე: („სენტა ჯგუფის“) დამფუძნებელი: 2010 წლის ნოემბრის ბოლოს, თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ამჟამად ბრალდებულმა დავით კეზერაშვილმა დაგვიბარა ე.წ. „პიქსელი“-ს შენობაში და 60 000 000 დოლარად შეფასებული შპს ”სენტა პეტროლიუმის” და შპს ”ბემონის” აქტივების მის მიერ დასახელებულ კომპანიებზე, შეუსაბამოდ დაბალ ფასად, მიყიდვა მოგვთხოვა. შეხვედრისას განგვიმარტა, რომ მის მიერ შემოთავაზებული ფასი, განხილვას არ ექვემდებარებოდა და გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ უნდა მიგვეღო.


უარის შემთხვევაში, როგორც მან გვითხრა, მოხდებოდა ჩვენი დაპატიმრება და ბიზნესის წართმევა. ოჯახის წევრების სიცოცხლის ხელყოფით გვემუქრებოდა.


ყოველი მომდევნო შეხვედრისას, თავდაპირველად დასახელებულ თანხას კეზერაშვილი ამცირებდა, რაც საბოლოოდ 22, 200, 000 აშშ დოლარით განისაზღვრა.


ბიზნესმენებს 22, 200, 000 დოლარიდან 16, 000, 000 დოლარი, არსებული საბანკო კრედიტის მომსახურებისა და ბიუჯეტის წინაშე, აღნიშნული ნასყიდობის გაფორმების შედეგად გამოწვეული გადასახადების დასაფარად გადაახდევინეს


დავით მიმინოშვილი: ჩვენი უბედურება ამით არ დამთავრებულა. 2012 წლის მაისში პროკურატურამ ორივე დამფუძნებელს, ზაალ იაკობიძესა და დავით მიმინოშვილს წაგვიყენა აბსურდული ბრალი და სასამართლომ აღკვეთ ღონისძიებად პატიმრობა შეგვიფარდა. გლდანის ციხეში, ისევ არნახული ზეწოლის შედეგად, იძულებულნი გავხდით, აღკვეთი ღონისძიების შეცვლის სანაცვლოდ 4 000 000 ლარი გადაგვეხადა.


2012 წლის 12 ივლისს, კვლავ ზეწოლისა და პროკურატურის მითითებით, ჩვენმა კომპანიამ იძულებითი მონაწილეობა მიიღო საჯარო აუქციონში, სადაც ახალციხის რაიონის სოფელ ჭვინთაში მდებარე 121 კვ.მ. მიწის ფართობზე მდებარე ბიბლიოთეკის შენობა 1 900 000 (!) ლარად შეგვაძენინეს, მაშინ როდესაც შენობის საწყისი ფასი აუქციონზე 8 000 ლარი გახლდათ.“image
1
225
5-ს მოსწონს
ავტორი:ნიკოლოზ ხუციშვილი
ნიკოლოზ ხუციშვილი
225
  
2019, 10 მარტი, 15:25
მერაბიშვილი-ადეიშვილის ტანდემი ატერორებდა ბიზნესს...
0 1 1