x
მეტი
  • 06.05.2024
  • სტატია:134648
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508845
ფუნდამენტალისტური ინდოქტრინაციის ფსიქოლოგიური პროცესები და შედეგები
გასული ორი საუკუნის განმავლობაში რელიგიური ფუნდამენტალისტური მოძრაობები მსოფლიოს გარშემო დიდწილად მიმართული იყო პოლიტიკური და კულტურული მხარეებისკენ. მათი გავლენა შეზღუდული იყო სხვადასხვა პოპულაციის შედარებით პატარა, პერიფერიულ სეგმენტებში, როგორიცაა ინდუსტრიალიზებული ერები. გასულ 20 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ჩვენ ვნახეთ მონუმენტური ცვლილება ფუნდამენტალისტური მოძრაობების გავლენის მხრივ როგორც შეერთებულ შტატებში, ასევე საზღვარგარეთ. ყველაზე მეტად წამქეზებელი კონფლიქტები, რაც სახეზეა თანამედროვე მსოფლიოში შეიძლება განხილული იქნეს, როგორც დაძაბულობის გამოხატულება დასავლეთის ფუნდამენტალისტებსა და შუა აზიის ფუნდამენტალისტებს შორის. მაშინ როცა ეს კონფლიქტები თავის თავში მოიცავს კომპლექსურ პრობლემათა რიგს, როგორიცაა ეკონომიკა, სამხედრო გავლენა, პოლიტიკური დინამიკა, არ შეიძლება უარვყოთ ფაქტი, რომ ფუნდამენტალისტური იდეოლოგია ცენტრალურია ამ დილემისთვის.


ინდოქტრინაციის განსაზღვრება - შვაიცერი ამტკიცებდა, რომ აუცილებელია რელიგიური განათლებისა და ინდოქტრინაციის ერთმანეთისგან განსხვავება. ის ასევე აქცენტს აკეთებდა რელიგიის ემპირიული კვლევის საჭიროებაზე. თუმცა, გონივრული განმარტება, რომელიც განასხვავებს რელიგიურ განათლებასა და ინდოქტრინაციას, იყო ბუნდოვანი და ორაზროვანი. ამასთანავე, შვაიცერი გვთავაზობდა, რომ რელიგიური განათლება არ უნდა იყოს მოდელირებული მეცნიერების მოლოდინების მიხედვით. ესაა ექსტრემალურად არასაიმედო პოზიცია, რომელიც ერთი მხრივ ამტკიცებს რომ რელიგიური განათლება განსხვავებულია ინდოქტრინაციისგან და რომ გაზრდილი ემპირიზმი აუცილებელია, მაგრამ მეორე მხრივ არანაირ განმასხვავებელ კრიტერიუმს ინდოქტრინაციასა და რელიგიურ განათლებას შორის არ გვთავაზობს და ამტკიცებს, რომ მეცნიერული სტანდარტები არ უნდა ფიგურირებდეს. ამისგან განსხვავებით, ჰენდი გვთავაზობს ჩარჩოს ინდოქტრინაციის განსაზღვრებისთვის ლოგიკურ ტერმინებში, განსაკუთრებით ბავშვებთან მიმართებაში. ადამიანს შეუძლია გადასცეს თავისი ცოდნა მეორე ადამიანს რამდენიმე გზით. ერთი გზაა მიმართო გონივრულ განმარტებას, აჩვენო რა ჭეშმარიტები უშუალო მტკიცებულება, როგორიცაა მათემატიკური ფორმულა ან მეცნიერული დემონსტრაცია. მეორე გზაა - იმოქმედო როგორც ავტორიტეტულმა ფიგურამ, რომელიც თავადაა მოწმე ამ მტკიცებულების. აშკარაა, რომ ეს ორი მაგალითი არაა ინდოქტრინაცია, რადგან ორივე მათგანი მიემართება იმას, რაც დამკტიცებულია ჭეშმარიტად და რადგან შეძენილი ცოდნა დაფუძნებულია აქტიურ მსჯელობაზე - აზროვნებაზე, ეს საშუალებას იძლევა რომ ინფორმაცია იყოს შესწორებული, გადახედილი მომავალში თუ დამატებითი ან საწინააღმდეგო დამამტკიცებელი საბუთი იარსებებს.


ინდოქტრინაციას ადგილი აქვს მაშინ როცა ადამიანი თავს არიდებს მსჯელობას და მნიშვნელობას ანიჭებს ისეთ აზროვნებას, რომელიც დაფუძნებული არაა მტკიცებულებებზე. შესაბამისად ბავშვს რწმენები ირაციონალურ დონეზე, მტკიცებულებების გარეშე უყალიბდება.


რელიგიური რწმენების სწავლება არ შეიძლება ზემოხსენებულ ორ მეთოდს მოიცავდეს, რადგან მტკიცებულებები იმისა თუ რა არის ჭეშმარიტი, ვერ იქნება დემონსტრირებული რელიგიური რწმენების შემთხვევაში და ავტორიტეტული ფიგურაც ვერ იქნება მოწმე მტკიცებულებისა. განსხვავებული რელიგიური დოქტრინების არსებობა, როგორიცაა ქრისტიანობა, ისლამი, იუდაიზმი, ინდუიზმი და ა.შ ააშკარავებს იმ ფაქტს, რომ არც ერთი მათგანი არ შეიძლება იყოს გადაწყვეტით ჭეშმარიტი. მეცნიერული მტკიცებულებები, რომლებიც ეწინააღმდეგებიან ამ რწმენათა სისტემების გარკვეულ ასპექტებს, მიანიშნებს იმაზე, რომ არც ერთი რელიგია არ შეიძლება იყოს დამტკიცებული ჭეშმარიტად. ვინაიდან რელიგიის სწავლება ვერ ჩავარდება ვერც იმ კატეგორიაში სადაც დემონსტრირებულია პირდაპირი მტკიცებულება და ვერც მეორე კატეგორიაში, სადაც ავტორიტეტული ფიგურაა, რომელიც პირადად მოწმობს მტკიცებულების არსებობას, მაშინ ის უნდა მოხვდეს მესამე კატეგორიაში: გვერდის ავლა საბოლოო გონივრული განმარტებისთვის, მსჯელობისთვისა და მტკიცებულებებისთვის, რათა ადამიანს ჩაენერგოს რწმენები ფსიქოლოგიური ზეწოლისა ან ცრუ ავტორიტეტული ფიგურის მეშვეობით. ეს არის ინდოქტრინაცია - როცა მორალურობისა ან ამორალურობის საკითხის გადასინჯვას არ აქვს ადგილი, მასწავლებელი ასწავლის სხვას რაიმეს, როგორც ჭეშმარიტს, მაშინ როცა თავადაც არ იცის ჭეშმარიტია ეს თუ არა. ნათელი ხდება რომ უმეტესობა რელიგიური სწავლებისა თავსდება ინდოქტრინაციის კატეგორიაში. თუმცა, თუ ადამიანი მივა გარკვეულ რელიგიურ რწმენამდე სრულიად დამოუკიდებლად, როგორც ზრდასრული ადამიანი, ყოველგვარი წინმსწრები ხელმძღვანელობისა და დარწმუნებისა სხვათა მხრიდან, ეს ინდივიდი არ იქნება ინდოქტრინირებული. თუმცა, ეს განიხილება როგორც ძალზე იშვიათ მოვლენად, რადგან მსოფლიოს უმეტესობა ქვეყანაში ოჯახური აზრდა ხშირად მოიცავს ხოლმე გარკვეული ტიპის რელიგიურ განათლებას.



ჯგუფური იდენტობა და ჯგუფთაშორისი თეორია - ბავშვები იწყებენ იდეების ფორმირებას სოციალური კონსტრუქტების შესახებ. ადამიანები არიან სოციალური სახეობები, ამიტომ ბუნებრივია, რომ ისინი მიდრეკილნი არიან სტიმულის, მათ შორის ადამიანების კლასიფიკაციებისაკენ ჯგუფებში.ეს კლასიფიკაციები აყალიბებენ სოციალურ იდენტობებსა და ჯგუფთაშორის ატიტუდებს. სოციალური კატეგორიზაცია არის ფსიქოლოგიური პროცესი, რომელმაც შესაძლოა გამოიწვიოს შიდა ჯგუფური ფავორიტიზმი და გარე ჯგუფებისადმი დისკრიმინაცია. როცა ინდივიდები საკუთარ თავს განსაზღვრავენ ჯგუფის პარამეტრების მიხედვით და აქედან გამომდინარე, არიან ჯგუფის ნაწილნი, ექსტრემალური ქცევებს, როგორიცაა გენოციდური კონფლიქტები, შესაძლოა ადგილი ჰქონდეს ისეთ ადამიანებს შორისაც კი, რომლებიც შედარებით განათლებულ, ჭკვიან და რაციონალურებად ითვლებიან.


პატერსონი და ბიგლერი სწავლობდნენ ჯგუფთაშორის იდენტობის ჩამოყალიბებას სკოლის მოსწავლეებს შორის და აღმოაჩინეს, რომ ბავშვები, რომლებიც სწავლობდნენ სკოლებში, სადაც ისინი დაყოფილნი იყვნენ სქესის ან გენდერის მიხედვით, უფრო მეტად აყალიბებდნენ ცრურწმენებს მათ მიმართ, ვინც არ შედიოდა მათ ჯგუფში. ეს გვაფიქრებინებს, რომ თუ სკოლები და საზოგადოებები გამოყოფილნი არიან რაიმე ნიშნით, თუნდაც რელიგიური რწმენებით, კონკრეტული კულტურის ინდივიდები იქნებიან მიდრეკილნი რომ ჩამოიყალიბონ ცრურწმენები და სავარაუდო მტრული დამოკიდებულება მათ მიმართ, ვისაც განსხვავებული რწმენები აქვს და რომელთანაც არ ჰქონდათ ურთიერთობის საშუალება.


აიზოლდი აღნიშნავდა უმცირესობათა ჯგუფური იდენტობის ჩამოყალიბების მნიშვნელობას, ასკვნიდა რომ ქვეჯგუფები ყალიბდება ჯგუფს შიგნით იმ პრობლემებზე საპასუხოდ, რაც მათი აზროვნებისთვისაა ცენტრალური იმ მომენტში.ქვეჯგუფების წევრები აღტაცებულნი არიან თავიანთი სპეციფიკური ინტერესებით და შესაბამისად მოქმედებენ უფრო დიდ, ზოგად ჯგუფზე. მაგალითად, ქრისტიანმა ფუნდამენტალისტებმა შეიძლება ჩამოაყალიბონ ქვეჯგუფი რომელიც დაფუძნებული იქნება საერთო სურვილზე - შეზღუდონ ჰომოსექსუალების ან აბორტის გაკეთების უფლებები. ამ ქვეჯგუფების ეს სპეციფიკური ინტერესები შემდეგ გავლენას ახდენენ მთლიანი ქრისტიანების კოლექტიურ ქმედებებზე თუ ქვეჯგუფის იდენტობა მჭიდროდაა დაკავშირებული ამ პრობლემებთან და თუ ეს პრობლემები არაა პირდაპირ კონფლიქტში უფრო დიდი ჯგუფის მიზნებთან. თუმცა, ამ ქვეჯგუფებმა შესაძლოა გააჩინონ „ნაპრალი“ უფრო დიდ ჯგუფში, როგორც პროტესტანტულმა ჯგუფმა გააჩინა ქრისტიანობაში.


რაც უფრო რიგიდული გახდება ჯგუფური იდენტობა, უფრო მეტია ალბათობა რომ წევრებს ექნებათ ექსტრემალური რწმენები და გამოავლენენ აგრესიას. ჯგუფური იდენტობა ამ შემთხვევაში შესაძლოა განიხილებოდეს როგორც აზროვნებისა და ქცევის ფსიქოტური პატერნების ქონა. ჯგუფის წევრებს არ შეუძლიათ განავითარონ უფრო ადაპტური და დაბალანსებული აზროვნების გზები განსხვავებულობასთან მიმართებაში. შესაბამისად, ფოკუსი გაკეთებულია აღქმულ მტერზე, ცოდვილზე და ინდოქტრინირებულები არ აყენებენ ეჭვქვეშ თავიანთ პოზიციას. ერთ-ერთი ცენტრალური ფსიქოლოგიური პროცესი ჯგუფთაშორის დინამიკაში არის ფსიქოლოგიური მანძილი. ექსტრემალურ შემთხვევებში ფსიქოლოგიური მანძილის გამო შიდა ჯგუფის წევრები განიხილავენ სხვა ჯგუფის წევრებს როგორც არააადამიანებად ან ნორმალური მოპყრობის უფლების არმქონე პირებად. ახდენენ რა გარე ჯგუფის კატეგორიზებას როგორც მტრების, ფუნდამენტალისტები ფსიქოლოგიურად დისტანცირდებიან თავიანთი მსხვერპლებისგან. ჰინდერმა გამოყო თავისებურებები, რომელიც დამახასიათებელია ინდოქტრინაციის პროცესისთვის. პირველი მათგანია: განმეორებითი ფორმულებისა და თვითჰიპნოტური მედიტაციების არსებობა. ამ ტენდენციების თვალსაჩინო მაგალითია წინ და უკან მოქანავე მოძრაობა, რომელიც ხშირად თანსდევს მუსლიმების გალობას, როცა ერთ-ერთი მათგანი ციტირებას აკეთებს ყურანიდან. ინდოქტრინაციის სხვა მახასიათებელია ორმაგი აზროვნება. ჰინდერი აქცენტს აკეთბს ფუნდამენტალისტების მიერ ცნობიერად არსებულ ტენდენციაზე შექმნან ორი ვიწრო, მარტივი და საპირისპირო ჯგუფები : „კარგი და ცუდი“, „გადარჩენილი და დაღუპული“, „რჩეული თუ დაწყევლილი“, „მუსლიმი თუ არამუსლიმი“. ფუნდამენტალისტური განათლების სისტემის პრინციპთაგან ერთ-ერთია რომ წაახალისოს რიგიდული, „ჩვენ და ისინი“ აზროვნება. მაშინ როცა ვაქციოთ ისინი ჩვენიანებად, ასევე შეადგენს მათ პრინციპს.



0
33
შეფასება არ არის
ავტორი:თინათინ მამულაშვილი
თინათინ მამულაშვილი
33
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0