x
არის ეთნიკურობა იდენტიფიცირებადი?
image

ეთნიკურობას დიდი გავლენა აქვს პოლიტიკურ, სოციალურ, ეკონომიკურ პროცესებზე. ორივე, ეთნიკურობის კონცეფციაც და მნიშვნელობაც კომპლექსურია და განხილვის საგანს წარმოადგენს სხვადასხვა დისციპლინებში. „მითი საერთო/კოლექტიური წარმომავლობის შესახებ ყველაზე მეტად არის მიღებული ეთნიკურობის კონცეპტუალიზებაში. ამ გაგებიდან, ეთნიკურობა მოიცავს ისეთ ინდივიდუალურ თუ ჯგუფურ ატრიბუტებს/მახასიათებლებს, როგორიცაა კანის ფერი და კულტურა, და ასევე ჯგუფზე დაფუძნებულ კატეგორიებს, ვთქვათ, ტომი და კასტი, რომლებიც საერთო წარმომავლობიდან/წარმოშობიდან არის აღმოცენებული.

ხშირად ეთნიკურობა მნიშვნელოვან ფაქტორად მიიჩნევა სამოქალაქო(civil) დაპირისპირების და სხვა პოლიტიკური კონფლიქტის კონტექსტში. ეთნიკურობა იდენტიფიცირებადია როგორც ჯგუფის ფარლებში, ისე ჯგუფის ფარგლებს გარეთაც. ადამიანებს აქვთ განსხვავებული უნარები იმისა, რომ მოახდინონ სხვა ადამიანების ეთნიკურობის იდენტიფიცირება. ჯგუფის შიგნით ზოგი უფრო უკეთესი შეიძლება იყოს სხვების ეთნიკურობის იდენტიფიცირებაში, ასევე შესაძლოა, სხვადასხვა ტიპის ინფორმაცია უკეთესი იყოს იდენტიფიცირებისთვის. ეთნიკურობა რუანდის გენოციდის ცენტრალური ნაწილი იყო(რუანდის გენოციდი — მასობრივი ხოცვა-ჟლეტა რუანდაში (რესპუბლიკა ცენტრალურ აფრიკაში, გერმანიის ყოფილი კოლონია), ჰუტუ ექსტრემისტებმა წააქეზეს გენოციდი და ჰუტუ-ები ტუტსების წინააღმდეგ მიმართეს. აღსანიშნავია, რომ ჰუტუ მკვლელებს არ შეეძლოთ გაერჩიათ ჰუტუები ტუტსებისგან, სანამ მათ იდენტიფიცირების დამადასტურებელ საბუთებს ან დამატებით ინფორმაციას არ ნახავდნენ. ჰუტუების თავდაუზოგავი მცდელობა რომ ამოეცნოთ ტუტსები, წარუმატებლად დამთავრდა. რუანდის ეთნიკურობის სირთულე არ არის ერთადერთი, ჩვენთვის ცნობილია კონფლიქტები კოსოვოში, ჩეჩნეთში და კენიაში, სადაც ეთნიკურობა მნიშნველოვან, მაგრამ გართულებულ როლს თამაშობს.

ამ სტატიაში ჩვენ ვპასუხობთ კითხვებს: რამდენად კარგად შეუძლიათ ადამიანებს ეთნიკურობის ამოცნობა? რა პირობები უწყობს ან უშლის ხელს ეთნიკური იდენტობის დაზუსტებას?


რა თქმა უნდა, ინდივიდიები მრავალ პირობაში ცდილობენ სწორად ამოიცნონ სხვისი ეთნიკურობა. ძლიერი ეთნიკური იდენტობის ინდივიდიები საშუალოსთან შედარებით უფრო უკეთესად ამოიცნობენ სხვების ეთნიკურ იდენტობას, თუმცა როცა ძლიერი იდენტობის მქონე ინდივიდები იღებენ შეუთავსებელ/წინააღმდეგობრივ ინფორმაციას, ისინი უფრო ადვილად ტყუვდებიან, ვიდრე სხვები.

რამდენადაც ინდივიდები ძლიერ იდენტიფიკაციას განიცდიან საკუთარი ჯგუფის მიმართ, იმდენად ძლიერ ანტიპათიას ამჟღავნებენ სხვა ჯგუფების მიმართ(ტაჯფელი და ტერნერი1979). ეთნიკურობის იდენტიფიცირება მნიშნველოვანია იმისათვის, რომ პიროვნებამ მოახდინოს ინდივიდების განაწილება (სორტირება), რათა თავიდან აიცილოს საკუთარი ჯგუფის აღრევა სხვა ჯგუფის წევრებით. ეთნიკურობის იდენტიფიცირება საშუალოდ რთული პროცესი შეიძლება აღმოჩნდეს. აღნიშნული კვლევის ფარგლებში მკვლევრების მთავარი მიზანია იმისი დადგენა თუ რამდენად უწყობს ხელს მაიდენტიფიცირებელი პირის ისეთი მახასიათებლები, როგორიცა ძლიერი ეთნიკური იდენტობის ქონა, მის მიერ სხვების იდენტიფიცირებას.

მკვლევრები ეთანხმებიან, რომ ინდივიდის ეთნიკური იდენტობის სიძლიერე გავლენას ახდენს მის შესაძლებლობაზე რომ სხვებიც სწორად ამოიცნოს. ეს არგუმენტი დაიტესტა სამხრეთ აფრიკის აღმოსავლეთ კონცხის პროვინცია/ოლქის წევრებზე, რომელშიც ინდივიდებს უნდა ამოეცნოთ შავკანიანი ეთნიკური ჯფუფების წევრები. ასევე მკვლევრები მიიჩნევდნენ, რომ ენას, სახელს, გეოგრაფიულ მემკვიდრეობას და ეთნიკურ სიმბოლოებს გავლენა აქვთ ინდივიდის შესაძლებლობაზე/უნარზე რომ სხვების სწორად იდენტიფიცირება მოახდინოს. ამ ტიპის ინფორმაცია, ნაჩვენები ფოტოებსა და ვიდეოებში, მნიშვნელოვანია, რადგან ყოველი მათგანი უკავშრდება ინდივიდის ეთნიკური იდენტობის მახასიათებლებს. ზოგმა მკვლევარმა სიფრთხილე გამოიჩინა ეთნიკურობის გაზომვა-კონცეპტუალიზაციაში. ჩანდრას(chandra) მიხედვით, ეთნიკურობის მახასიათებლებლის განსაზღვრება არის ის, რომ ის აფიქსირებს ატრიბუტებს, რომლებიც ასოცირდება მემკვირდრეობასთან, ესენია კანის ფერი, თმის ტიპი, ფიზიკური აღნაგობა, სახელი, ენა, დაბადების ადგილი, გვარი. ეს მახასიათებლები უზრუნველყოფს ეთნიკურობის ისეთი აბსტრაქტული განსაზღვრებისგან გამოყოფას, როგორიცაა კულტურა. ჩანდრას კონცეპტუალიზაცია გვთავაზოვს კითხვას: არის ეთნიკურობა იდენტიფიცირებადი? ჩვენ ვეთანხმებით ჩანდრას, რომ ეთნიკურობა წარმოადგენს მემკვიდრეობა/წარმომავლობაზე დაფუძნებულ ატრიბუტებს, მაგრამ ვფოკუსირდებით იმ პირობების მოძიებაზე, რომელშიც წარმოშობაზე-დაფუძნებული ატრიბუტები(descent-based attributes) იდენტიფიცირებადია.

რამდენიმე კვლევამ ცხადყო რომ ეთნიკურობა იდენტიფიცირებადია. ჰოროვიცი ამტკიცებს, რომ ინდივიდებს შეუძლიათ მარტივად ამოიცნონ ერთმანეთი. ინდოეთის კასტის შესწავლისას ამბობს, რომ კასტის წარმომავლობა მარტივად შეიძლება იდენტიფიცირდეს, ხილული ნიშნის გარეშე. მეორე მსოფლიო ომის დროს მკვლევარებმა იკვლიეს ებრაელების იდენტიფიცირებადობა ფოტოების გამოყენებით და წარმოადგინეს ზუსტ იდენტიფიცირებასთან დაკავშირებული სირთულეები, უფრო ადრე, უგანდის კვლევში იკვლიეს შემთხვევა, როცა ინდივიდებს მიეწოდებოდათ ინფორმაცია სახელის, ენის, კულტურის და მემკვიდრეობითობის(heritage) შესახებ და ამის მერე უნდა მოეხდინათ ერთმანეთის იდენტიფიცრება. გაარკვიეს რომ ინდივიდები წარმატებულად ვერ ახდენდნენ ერთმანეთის იდენტიფიცირებას.

ებრაელების კვლევამ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გამოააშკარავა რამდენად გართულებული შეიძლება იყოს ეთნიკური იდენტიფიკაცია, ამას გარდა დადასტურდა, რომ ეთნიკური დივიზიები(დაყოფები) მართლაც ფიქსირდება და უფრო მარტივად შესამჩბნევია, ვიდრე სხვა სახის დაყოფები. უგანდის უფრო ადრინდელი კვლევები ამ დაშვებას ახალ ინფორმაციას ამატებს და ასევე ამბობს, რომ იდენტიფიკაციის შესახებ ვარაუდი ყოველთვის არ მართლდება. მათ კველვაში უგანდელებს არ შეეძლოთ ერთმანეთის მარტივად იდენტიფიცირება მიუხედავად იმისა, რომ მიეწოდებოთ ინფორმაცია იმ პიროვნების შესახებ, ვისი იდენტიფიცირებაც უნდა მოეხდინათ. სამწუხაროდ, მათი კვლევაც გამოუკვლევს ტოვებს მაიდენტიფიცირებლის იმ უნარების ვარიაციებს, რომელზე დაყრდნობითაც იგი ახდენს სხვა ადამიანების იდენტიფიცირებას(მის მახასიათებლებზე დაყრდნობით).

ჩვენ დავეყრდენით ახლანდელ ლიტერატურას, იმის კვლევისას თუ როგორ ახდენს გავლენას ინდივიდის ეთნიკური იდენტობის სიძლიერე მის შესაძლებლობაზე რომ სწორად აიდენტიფიციროს სხვები. მკვლევარები მიიჩნევენ, რომ იდენტობის სიძლიერე არის გასაღები ინტერეთნიკურ ურთიერობებში.

image

ინდივიდები უფრო ძლიერად იდენტიფიცირდებიან თავიანთ ჯგუფთან მაშინ, როცა აშკარა, შესამჩნევი კავშირი აქვთ მასთან, ისევე როგორც სხვა ჯგუფებზე უპირატესობის შეგრძნება. შესაბამისად, ინდივიდი, ვისაც ძლიერი იდენტობა აქვს, პოზიტიურადაა განწყობილი მისი ჯგუფის მიმართ და ნეგატიურად სხვა ჯგუფის მიმართ, განსხვავებებით ის თავის ჯგუფის უნიკალურობას უსვამს ხაზს, რაც სხვა ჯგუფის მიმართ ცრურწმენების და სიძულვილის ჩამოყალიბებას უძღვის წინ. ისინი ვისაც ძლიერი ეთნიკური მიჯაჭვულობა აქვთ(stronger ethnics) ითვისებენ/სწავლობენ სხვა ჯგუფის მახასიათებლებს. თუნდაც სტერეოტიპულად, ძლიერ ეთნიკურობის მქონენი სწავლობენ არამარტო სხვა ჯგუფების შესახებ, არამედ იდნივიდების შესახებაც, რადგან უნდათ რომ ადამაინების კატეგორიზება ზუსტად მოახდინონ.

ძლიერი იდენტობის მქონე შეისწავლის განსხვავებას მისი ჯგუფის წევრებსა და სხვა ჯგუფის წევრებს შორის, რადგან აღრევა დააბინძურებს იმას, რასაც ინდივიდი მისი ჯგუფის უნიკალობად მიიჩნევს. სუსტი ეთნიკური იდენტობის ინდივიდებს ნაკლები ინფორმაცია აქვთ სხვების შესახებ. აქედან გამომდინარე პირველი ჰიპოთეზაა:

ძლიერი ეთნიკურობის მქონე უფრო წარმატებით ახდენს სხვების იდენტიფიცირებას, ვიდრე სუსტი ეთნიკურობის მქონე.

ჩვენ გვინდა რომ გავიგოთ წარმატებული იდენტიფიკაციის დეტერმინანტები როცა ინდივიდებს სხვადასხვა ტიპის და რაოდენობის ინფორმაციაზე მიუწვდებათ ხელი. ინდივიდები იყენებენ ინფორმაციას სახელების, ენის, აქცენტის შესახებ რომ სხვების იდენტიფიცირება მოახდინონ. მაგალითად, ეთნიკურობის შესახებ დასკვნა გამოაქვთ არსებული ან აშკარა ინფორმაციით საიდენტიფიკაციო პირის ეთნიკურობაზე, მშობლების ეთნიკურობაზე და ჩაცმის სტილზე დაყრდნობით. მაგრამ გასათვალისწინებელია, რომ მაგალითად, ჰუტუსთვის, ერთია რომ დაიჯეროს, რომ ტუტსები არიან მაღლები, ღია ფერის კანიანები და წვრილცხვირიანები ჰუტუებთან შედარებით, მაგრამ სრულიად სხვაა, ჰუტუ შეხვდეს ტუტსის და სწორად მოახდინოს მისი იდენტიფიცირება.

ინდივიდები განსხვავდებიან შემოსული ინფორმაციის გადამუშავების გზების მიხედვით. ძლიერი იდენტობის მქონენი მოტივირებულნი არიან რომ თავიდან აიცილონ სხვა ჯგუფის წევრების მათ ჯგუფში შეცდომით მიკუთვნება. ისინი ავითარებენ და ებღაუჭებიან რწმენებს, რომლებიც განასხვავებს ადამიანებს და იყენებენ ინფორმაციას ამ რწნებეის გასანახლებლად. ამ ინფორმაციის დამუშავება სტერეოტიებზე დაყრდნობას მოითხოვს, რაშიც ვგულისხმობთ გამარტივებულ წარმოდგენებს, რომლებიც შეიძლება იყოს ზუსტი, მაგრამ არა სრულიად. ძლიერი ეთნიკურობის მქონენი, რომლებიც ამ კონცეფციას ეყრდნობიან, ფილტრავენ ახალ, კონკრეტულ ინფორმაციას მათთან შედარებით ვისაც არ აქვს ეს ძლიერი იდენტობა.

რადგან ძლიერი იდენტობის მქონენი ფლობენ მეტ ინფორმაციას, თუნდაც სტერეოტიპულს, სხვა ჯგუფების შესახებ, ისინი უფრო გარკვეულები არიან იდენტიფიკაციაში. როცა შესაბამისი ინფორმაცია ამოტივტივდება, ნაკლები გადამუშავებაა საჭირო იმისათვის, რომ მოხდეს ამ ინფორმაციის წინა რწმენებთან(ცრურწმენებთან) შესაბამება. ძლიერი ეთნიკურობის მქონეს შეუძლია უფრო მარტივად შეუსაბამოს ინფორმაცია აქამდე არსებულ რწმენებს, რომ განსაჯოს ინდივიდი სიმართლეს ამბობს თუ არა. სუსტი ეთნიკურობის მქონემ კი შეიძლება ვერ გაიგოს რამდენად კარგად მიემართება ინფორმაცია და შეეცადნონ რომ უფრო ზუსტად და ძალისხმევით მიანიჭონ ინდივიდს ადგილი. ამის გათვალისწინებით შემდეგი ჰიპოთეზაა:

ძლიერი ეთნიკურობის მქონე ინდივიდი უფრო წარმატებულად ახდენს სხვების იდენტიფიცირებას, მაშინ როცა რეალური ინფორმაცია ეძლევათ ინდივიდის ეთნიკური იდენტობის შესახებ, ვიდრე სუსტი იდენტობის მქონე.

მაშინ როცა ინდივიდები გარკვეულ კონტექსტში, გულახდილები არიან თავიანთი ეთნიკურობის შესახებ, ინდივიდებმა შესაძლოა განზრახ გავრცელონ დეზინფორმაცია მაიდენტიფიცირებადი პიროვნების მიმართულებით, რათა თავი გაასაღონ სხვა ჯგუფის წევრად. რუანდის გენოციდის დროს ზოგმა ტუტსმა თავი მოაჩვენა როგორც ჰუტუსად, რათა თავიდან აეცილებინა სიკვდილი, მსგავსი შემთხვევები სამმოქალაქო დაპირისპირებაში მრავლად გვხვდება. ინდივიდი ცდილობს რომ სხვა ეთნიკური ჯგუფის წევრი გახდეს, ამისთვის კი სჭირდება რომ გადმოიტანოს სტერეოტიპული ინფორმაცია მაიდენტიფიცირებლის მოსატყუებლად. დამატებითი ინფორმაცია ყოველთვის არ ეხმარება ძლიერი ეთნიკურობის მქონე ინდივიდს, ხელისშემშლელადაც ევლინება ხანდახან. დარწმუნების მაღალი ხარისხი ასევე განაპირობებს იმ აზრის ჩამოყალიბებას რომ შემდგომი დამუშავება არ არის აუცილებელი. თუ ტყუილი ინფორმაცია გავრცელდება და ის კონსისტენტური იქნება სტერეოტიპებისა, ძლიერი ეთნიკურობის მქონე ადამიანი მას ჩაეჭიდება და აღარ გააგრძელებს დროისა და ენერგიის ხარჯვას ღრმა გადამუშავებსთვის. მაგალითად, ცვანას(Tswana) იდენტობის მქონე ინდივიდმა შესაძლოა მოატყუოს ძლიერი ეთნიკურობის მქონე ხოსა და დაჯეროს რომ ის არის სოჰო(sotho-ეთნიკური ჯგუფი, რომელიც მსგავსია ცვანასი და ხოსასი) თუ ცვანელი უზრუნველყოფს საკმარის ინფორმაციას სოჰოს შესახებ და ძლიერი ეთნიკურობის ხოსა ამ ინფორმაციას მიუსადაგებს სოჰოს, ზედმეტი გადამუშავებს გარეშე. სუსტი ეთნიკურობის მქონე არ ფლობს ამდენ ინფორმაციას, რადგან სტერეოტიპული ასპექტები არ იცის, ამიტომ შეეცდება ინფორმაციის გადამუშავებას უფრო ფრთხილად, მაგრამ საკმარისი ფონი არ ექნება და შემთხვევითად გადაანაწილებს რომელიმე ჯგუფში. შესაბამისად მესამე ჰიპოთეზაა:

ძლიერი ეთნიკურობის მქონე ნაკლებად წარმატებულია სუსტი ეთნიკურობის მქონესთან შედარებით, იმათ იდენტიფიცირებაში, ვინც იტყუება თავისი ეთნიკური იდენტობის შესახებ.

საგულისხმოა, რომ ადამ ჰარისმა და მაიკლ ფინდლერმა(Adam S. Harris and Michael G. Findley) სამხრეთ აფრიკის აღმოსავლეთ კონცხის პროვინცის ერთ-ერთ საკმაოდ დიდ ოლქში, რომელსაც მაიბუია ეწოდება, ჩაატარეს ექსპერიმენტი იმისათვის, რომ იდენტობის სიძლიერის გავლენა დაედასტურებინათ. ექსპერიმენტი გულისხმობდა კვლევის მონაწილეებისთვის ფოტოებისა და შემთხვევითად შერჩეული ვიდეოების წარდგენას იმ ინდივიდების შესახებ (representer), ვისი იდენტიფიცირებაც მათ უნდა მოეხდინათ. ექსპერიმენტის მონაწილეებს უნდა მოეხდინათ სურათზე ან ვიდეოზე წარმოდგენილი ადამიანის ეთნიკურობის იდენტიფიცირება. ყოველი ფოტოს და ვიდეოს წარდგენის შემდეგ სუბიექტს უნდა მოეხდინა წარმოდგენილი ინდივიდის ეთნიკურობის იდენტიფიცირება. საიდენტიფიკაციო პირებს წარმოადგენდნე 9 მთავარი ფერადკანიანი აფრიკული ეთნიკური ჯგუფის წევრები. საბოლოო ჯამში, კვლევის შედეგად, ზემოთხსენებული სამივე ჰიპოთეზა დადასტურდა.


0
71
შეფასება არ არის
ავტორი:მარი როჭიკაშვილი
მარი როჭიკაშვილი
71
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0