x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134547
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508610
6 რამ რაც უნდა იცოდეთ ნაპოლეონის შესახებ
image





1) ნაპოლეონების ოჯახი იტალიელები უფრო იყვნენ ვიდრე ფრანგები

image

ნაპოლეონ ბონაპარტი დაიბადა 1769 წელს კორსიკაზე, 15 თვით ადრე იტალიამ კუნძული კორსიკა მიჰყიდა საფრანგეთს.

როგორც კორსიკელების უმეტესობა ნაპოლეონის მშობლები არ იყვნენ კმაყოფილი ამ ფაქტით, მაგრამ მას შემდეგ რაც საფრანგეთმა კორსიკელების აჯანყებები ჩაახშო ნაპოლეონის მამა კარლო გადავიდა საფრანგეთის მხარეს.


9 წლის ასაკში ნაპოლეონი გააგზავნეს საფრანგეთის სკოლაში სადაც ისწავლა ფრანგული ენა, მაგრამ იტალიური აქცენტის მოშორება ვერ შეძლო სიცოცხლის ბოლომდე. აქცენტის გამო ხშირად დასცინოდნენ სკოლაში და სამხედრო სამსახურშიც კი.

მოზარდობის წლებში ნაპოლეონი დამოუკიდებელი კორსიკის მომხრე იყო, მაგრამ რევოლუციის დროს მისი პოზიცია შეიცვალა.







2) ნაპოლეონი დააკავეს სახელმწიფოს ღალატისთვის

image

საფრანგეთის რევოლუციის ადრეულ ეტაპში ნაპოლეონი იყო იაკობინელების მხარეს, რომლებმაც დაიწყეს მოსახლეობის ტერორი. ნაპოლეონი ოგიუსტენ რობესპიერის მფარველობის ქვეშ იმყოფებოდა, მაგრამ მოგვიანებით ოგიუსტინი და მისი მომხრეები სიკვდილით დასაჯეს. ნაპოლეონი დაიჭირეს და ბრალად წაუყენეს სახელმწიფო ღალატი მაგრამ რამოდენიმე კვირის შემდეგ გამოუშვეს.







3) ნაპოლეონმა მოაწყო გადატრიალებაimage

ნაპოლეონი მოვიდა ხელისუფლებაში სახელმწიფო გადატრიალების წყალობით.

როველუციის დროს გადატრიალებები ჩვეულებრივი მოვლენა იყო. ნაპოლეონმა ბოლო გადატრიალება მოახდინა ეგვიპტის ექსპედიციიდან დაბრუნების შემდეგ 1799 წელს. შედეგად შეიქმნა ახალი მთავრობა 3 კონსულით. ნაპოლეონი გახდა პირველი კონსული ყველაზე დიდი უფლებებით, 1802 წელს გახდა პირველი კონსული უვადოდ, 1804 წელს კი საფრანგეთის იმპერატორი.







4) მტრული დამოკიდებულება რომის პაპთან

image

1971 წელს რომის მაშინდელმა პაპმა პიუს VI მ დაგმო საფრანგეთის რევოლუციური ხელისუფლება, რადგან იმ მომენტისთვის საფრანგეთში იყო ანტი რელიგიური განწყობა, ეკლესიებს ჩამოერთვათ ქონება.

იტალიის პირველი კამპანიის დროს საფრანგეთის ჯარი ნაპოლეონის ხელმძღვანელობით შეიჭრა იტალიაში და დაიმორჩილა პაპის პროვინცია, რომის პაპი პიუს VI ტყვეობაში ავადმყოფობით გარდაიცვალა.

შემდეგი პაპს ნაპოლეონთან თავიდან კარგი ურთიერთობა ჰქონდა ნაპოლეონმა ნაწილობრივ აღადგინა ეკლესიის ძალაუფლება, ასევე რომის პაპი ოფიციალურ კორონაციას. კორონაციის შემდეგ პაპისა და ნაპოლეონის ურთიერთობა გაფუჭდა.







5) ნაპოლეონის ჯარი განადგურდა ბრძოლის წაგების გარეშე

image

ნაპოლეონი ერთი მეორეს მიყოლებით იგებდა ბრძოლებს, მაგრამ მოგებების სერია შეჩერდა როდესაც ნაპოლეონი რუსეთში შეიჭრა.

1807 წელს ნაპოლეონმა ხელი მოაწერა რუსეთთან ზავს, რომლის მიხედვითაც რუსეთი ვალდებული იყო მონაწილეობა მიეღო დიდი ბრიტანეთის კონტინენტურ ბლოკადაში, რუსეთმა არ შეასრულა ვალდებულებები, რის შემდეგაც ნაპოლეონმა გადაწყვიტა შეჭრილიყო რუსეთში.

რუსეთის ჯარი მუდმივად უკან იხევდა და ანადგურებდა ქალაქებს რადგან ნაპოლეონს არ აეღო.

პირველი დიდი ბრძოლა გაიმართა ნაპოლეონის რუსეთში შეჭრიდან 2 თვის შემდეგ. ნაპოლეონის ჯარი უფრო და უფრო მცირდებოდა ეპიდემიების გამო ასევე ხელის შემშლელი ფაქტორი იყო "რუსული ზამთარი".






6) ელბამ ვერ შეძლო ნაპოლეონის შეკავება

image

ნაპოლეონს კუნძულ ელბაზე ნება დართეს ეყოლია 600 კაციანი პირადი დაცვა, ასევე ნაპოლეონი გახდა კუნძლ ელბას იმპერატორი.

ნაპოლეონმა ისარგებლა მეფის დაბრუნების შემდეგ ფრანგების უკმაყოფილებით და ელბადან გაიქცა. 1815 წლის მარტში დაბრუნდა საფრანგეთში 1000 ჯარისკაცით. ბრიტანეთი, ავსტრია, პრუსია და რუსეთი იყვნენ ნაპოლეონის დაბრუნების წინააღმდეგ, ფინალურ ბრძოლაში ნაპოლეონი დამარცხდა და იქნა გადასახლებული კუნძულ ელენაზე, რომელიც მდებარეობს ევროპისგან შორს სადაც 6 წლის შემდეგ გარდაიცვალა.

0
753
2-ს მოსწონს
ავტორი:ჯაპან ნიუზ
ჯაპან ნიუზ
753
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0