x
ნეტფლიქსის მცველი და რუია - ბურჩინ თერზიო(ღ)ლუს ახალი როლი
რუია საიგინი
ბურჩინ თერზიო(ღ)ლუ ახალი და განსხვავებული როლით მოგვევლინა ეკრანებზე 2018 წლის ბოლოს, იგი მონაწილეობს ამერიკული კომპანიის პირველ თურქულ პროექტში, სახელწოდებით, მცველი (მცველი ჰაქანი თურქ.).
სერიალი მცველი ფენტეზის ჟანრია, რომელიც პირველად შევიდა თურქეთის კინემატოგრაფიაში, სერიალის ძირითადი იდეა და ფაბულა დაფუძნებულია თურქი მწერლის, იფექ გიოქდელის ნაწარმოებზე, სახელწოდებით, ''შავი ყორანი'' (ქარაქალემ).
ბურჩინი ამ პროექტში მოწვეული მსახიობის ამპლუაშია, ის სპეციალურად რუიას როლისთვის მოიწვია ნეტფლიქსმა
ფილმი მოგვითხორობს სტამბულის მცველებისა და უკვდავების დაპირისპირების შესახებ, კერძოდ კი უკანსკნელი მცველისა და უკვდავების დაპირისპირების ისტორიას, რომელიც საუკუნეების განმავლობაში მიმდინარეობდა.
სტამბულის ბოლო მცველი ახალგაზრდა ჰაქანია, რომელიც ჩვეულებრივი ბიჭივით გაიზარდა მოულოდნელად კი თავს საოცარი ამბები დაატყდა, ჰაქანის როლს ჩაათაი ულუსოი ასრულებს, რომელსაც დაპირისპირება უწევს უკვდავების მთავართან ფაისალთან, თუმცა ფაისალის გამოსააშკარავებლად ჰაქანს ბევრი დრო დასჭირდა რადგან ფაისალი ჩვეულებრივი მოკვდავის ვიზუალით აგრძელებდა ცხოვრებას და ცდილობდა დაებუნებინა, მკვდრეთით აღედგინა მისი მთელი ცხოვრების სიყვარული და მეუღლე რუია.
ფაისალს აქვს სამშენებლო კომპანია და სხვა უამავი ბიზნესი, მისი ფირმის დაცვის სამსახურში იწყებს მუშაობას ჰაქანი. ფაისალის როლს ოქან იალაბიქი ასრულებს.
ფაისალს მხოლოდ ერთი რამ აკლია რუიას აღსადგენად ეს მცველის სისხლია.
რუია დიდი ძალის მქონე თავბრუდამხვევი ქალია, მას შეუძლია ადამიანებით მანიპულირება და მათზე ზეგავლენის მოხდენა, რუია უკვდავების მთავრის მთავარი ქალბატონია.
უკვდავები ავრცელებდნენ დედამიწაზე ყველანაირ დაავადებას და უბედურებას, მაგრამ მცველებმა ყველა განადგურეს ერთისა და ყველაზე მთავარი უკვდავის ფაისალის გარდა ის მათ გაექცა და წლების შემდეგ სხვა პიროვნებად ჩვეულებრივი მოკვდავის სახით დაბრუნდა და პირველი სეზონის ბოლოს რუიაც აღადგინა დანარჩენებთან ერთად.
სერიალს სამი სხვადასხვა რეჟისორი იღებდა : უმუთ არალი, გონენჯ უიანიქი, ჯან ერვენოლი და გიოქან თირიაქი
სცენარზე რამდენიმე სცენარიტმა იმუშავა, მათ შორის თავად იფექ გიოქდელმა, ბინურ ქარაევლმა ჯეისონ ჯორჯმა და სხვება.
სერიალში მონაწილეობენ : ჩაათაი ულუსოი-ჰაქან დემირი, აიჩა აიშენ თურანი-ლეილა სანჯაქი, ჰაზარ ერგიუჩლიუ- ზეინეფ ერმანი, ოქან იალაბიქი-ფაისალ-ერდემი, ბურჩინ თერზიოლუ- რუია საიგინი, იურდაერ ოქური-ქემალ ერმანი, მეჰმეთ ქურთულუში-მაზარ დრაგუშა, ფათიჰ დიონმეზი -პროფესორი ორქუნი, საიგინ სიოისალი- მერგენი, ენგინ ოზთურქი-ლევენთი (ჰაქანის ძმა), ბორან ქუზუმი და სხვები
სერიალის პირველი სეზონი
2018 წლის მიწურულს გამოვიდა, ხოლო მეორე სეზონის გამოსვლის სავარაუდო თარიღად 2019 წლის აპრილი სახელდება, სერიალს დაუმტკიცდა მე-3 და მე-4 სეზონიც
imageimageimageimageimageimageimage

მცველის პრემიერის საღამო imageimageimageimageimage
imageimageimageimageimage













1
121
შეფასება არ არის
ავტორი:სპრინგ სთარ
სპრინგ სთარ
121
  
2019, 5 მარტი, 2:40
ყველაზე საზიზღარი ერი (თუ შეიძლება ეწოდოს) მსოფლიოში. თურქები თქვენი ჯიში მოვტ*ან
0 1 1