x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134548
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508610
პამელა ანდერსონი მეხუთედ თხოვდება?!
ცნობილი მოდელი და მსახიობი პამელა ანდერსონი მეხუთედ თხოვდება.


ვარსკვლავმა ფრანგი ფეხბურთელის, ადილა რამისგან ოფიციალური შეთავაზება მიიღო. როგორც უკვე ცნობილია, წყვილს შორის დიდი ასაკობრივი სხვაობაა. რამი 33 წლის, ხოლო პამელა 51 წლისაა.

როგორც ინსაიდერები იუწყებიან, ქორწილი ზაფხულისთვის უკვე დაინიშნა და ის საკმაოდ მოკრძალებული იქნება.

თუმცა პამელა ანდერსონს აღნიშნული ინფორმაცია ოფიციალურად არ დაუდასტურებია.



პამელა ანდერსონმა და ადილ რამიმ ერთმანეთი 2017 წლის ზაფხულში მონაკოში გაიცნეს. მოგვიანებით პამელა მასთან მარსელში საცხოვრებლად გადავიდა . გასული წლის ზაფხულში, რუსეთში ჩატარებული მსოფლიო ჩემპიონატის დროს რამის ხელზე კალიცო შენიშნეს, რომელიც ნიშნობის ბეჭედს წააგავდა.


თუმცა მოგვიანებით გავრცელდა ხმა წყვილის დაშორების შესახებ და რამი სხვა ქალების კომპანიაშიც დააფიქსირეს. პამელამ კი ჯულიან ასანჟთან ურთიერთობა განაახლა.


ხოლო, როგორც ახლა ხდება ცნობილი წყვილი კვლავ ერთადაა და დაქორწინებასაც გეგმავს.


imageimage

0
181
1-ს მოსწონს
ავტორი:ელენე გუმა
ელენე გუმა
181
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0