x
image
Teklamaisuraze
როგორ უნდა მოიქცეს მშობელი, როცა უფროსი ბავშვი ეჭვიანობას იწყებს ახალშობილზე
ბავშვებში მქრული/კონკურენტული განწყობა ახლად დაბადებული დის ან ძმის მიმართ ანუ “ სიბლინგთა კონკურენცია".

image

ოჯახში მიმდინარე ნებისმიერი პროცესი დიდ გავლენას ახდენს ბავშვის ზრდა-განვითარებასა და მენტალობაზე. ერთ - ერთი განსაკუთრებული მოვლენა, რომელიც მთლიანად ცვლის მოზარდის მსოფლმხედველობას, ეს არის ოჯახში კიდევ ერთი ბავშვის გაჩენა. რაც უფრო მცირე ასაკის არის ბავშვი, მით უფრო რთულად ეგუება ის “ შვილის " როლის გაზიარებას სხვა, სრულიად ახალ და ჯერ კიდევ მისთვის უცნობ ადამიანთან.

image


ტერმინი “ სიბლინგთა კონკურენცია" გამოიყენება იმ ბავშვების შემთხვევაში, რომლებიც ამჟღავნებენ ეჭვიან და მტრულ დამოკიდებულებას ახლად დაბადებული დის ან ძმის მიმართ.

image

ბავშვში ნეგატიური დამოკიდებულება, ჩვეულებრივ, ბავშვის გაჩენიდან რამდენიმე თვეში ვითარდება, თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში ეს მოვლენა თავს იჩენს ჯერ კიდევ დედის ორსულობის პერიოდში, როდესაც ბავშვი გაიგებს რომ მას და ან ძმა ეყოლება.

image

მოზარდის გონებაში გაუაზრებლად ჩნდება მშობლის გაზიარების და დაკარგვის შიში. ასეთ დროს არასწორად მიდგომის შედეგად ბავშვის ფსიქიკამ შეიძლება ძალიან დიდი ზიანი განიცადოს . მას მთელი ცხოვრების მანძილზე გაჰყვება.

ოჯახში ახალი წევრის გაჩენის შემდეგ ბავშვი ამჩნევს, რომ პატარა დას ან ძმას დიდი ყურადღება ეთმობა მშიბლის მხრიდან, რაც მასში ეჭვიანობას აღძრავს. ის ცდილობს თავისი საქციელით მიიქციოს დედ მამის ყურადღება. ხშირად ეს აგრესიით გამოიხატება.


რას გვირჩევს გამოცდილი ფსიქოლოგი. წავიკითხოთ თუ არა ბავშვებს ზღაპრები

მოზარდი ხვდება რომ ყვირილით, ტირილით, სათამაშოების დამტვრევით ან რაიმეს გაფუჭებით, გარანტირებულად მიიპყრობს მშობლის ყურადღებას, თუნდაც ბრაზისა და დატუქსვის სახით.

შესაძლოა ბავშვმა განიცადოს რეგრესი, მაგალითად დაკარგოს შარდვის შეგრძნება. რითაც მშობელს დაანახებს მის უსუსურობას და მიანიშნებს მის აუცილებელ ყურადღებაზე. ბავშვს მშობლის გარეშე დაძინება გაუჭირდება.

როგორ უნდა მოიქცეს მშობელი ამ დროს?

ბავშვს დროულად უნდა მივაწოდოთ ინფორმაცია იმის შესახ, რომ მას და ან ძმა ეყოლება. ეს სწორად სიტუაციის მართვის პირველი ნაბიჯია. ბავშვის გაჩენისას მშობლებმა უნდა გამოიყენონ “ ჩვენი ბავშვი". რათა თავი გარიყულად არ იგრძნოს. ასევე პატარას სახლში მიყვანისას უფროსს სიმბოლურად საჩუქარით გაახაროთ. მან უნდა იგრძნოს რომ ახალი ოჯახის წევრი მას არ ჩაანაცვლებს. მშობელს შეუძლია ჩაერთოს პატარას მოვლის პროცესში, უნდა დრო დაუთმონ, ეთამაშონ, ელაპარაკონ. ამის შემდეგ ის იგრძნოს პასუხისმგებლობას მის მიმართ.

ლიტერატურული საუბრები. როგორ შევაყვაროთ ბავშვს კითხვა





0
41
1-ს მოსწონს
ავტორი:Teklamaisuraze
Teklamaisuraze
41
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0