x
მეტი
  • 19.06.2019
  • სტატია:91335
  • ვიდეო:340894
  • სურათი:453297
Citroen DS -საფრანგეთის სიამაყე

image

ალბათ ძნელად მოიძებნება რომელიც ამ ლეგენდარული ავტომობილს ერთი შეხედვით არ ცნობდეს, იყო რა თქმა ამ ავტომობილში ისეთი განსაკუთრებული, რის გამოც იგი 3 "საუკუნის ავტომობილად"(Car of the Century)დასახელდა, იგი იქცა ფრანგული ავტომრეწველობის სიამაყედ, რომელსაც მეტსახელად"ქალღმერთი "შეარქვეს.


ავტომობილით ყველა მოიხიბლა არა მარტო არაჩვეულებრივი დიზაინის გამო, არამედ ტექნიკური მახასიათებლებითაც, აეროდინამიკული წინააღმდეგობის დაბალი კოეფიციენტის გამო 76 ც/ძ-იანი ძრავა ძალზე ეკონომიური და მანევრირებადი იყო, ძრავა წინა მოდელებისგან იყო ნასესხები, თუმცა ძირეულად გადამუშავებული.

image

პარიზის ავტოსალონი.ხუთშაბათი, 1955 წლის 6 ოქტომბერი, დილის 9 საათზე Citroën DS 19-ს ჩამოხსნეს საბურველი, მსოფლიომ პირველად იხილა ყველაზე ორიგინალური და არაჩვეულებრივი ავტომობილი, უკვე 9 საათზე და 45 წუთზე ავტომობილი 749 კლიენტმა შეუკვეთა, ხოლო საღამოსთვის შეკვეთების რაოდენობა 12 000-მდე ავიდა.

image

Citroen DS-ის გამოსვლა გახდა ევროპისთვის უდიდესი პოლიტიკური და კულტურული მოვლენა, ჯინა ლოლობრიჯიდა Paris Match-ის ოქტომბრის ნომრის გარეკანზე ავტომობილთან ერთად გამოჩნდა, როლან ბარტმა ავტომობილს ფილოსოფიური ესეები მიუძღვნა.


1957 წელს Citroen DS-ბორბლების გარეშე, სასტარტოდ გამზადებული რაკეტის ფორმით წარდგა მილანის ტრიენელაზე 1957 წელს(Triennale di Milano).

image


Citroen DS-შარლ დე გოლის საყვარელი ავტომობილი გახდა.

image


ავტომობილი უამრავი საკულტო ფილმის ცენტრალური ფიგურა იყო და ახლაც არის, რა თქმა უნდა პირველ რიგში გვახსენდება "ფანტომასი".


მთლიანად Citroen DS-ს შეხვდებით 1000 -მდე ფილმში, სერიალში ან ანიმაციურ ფილმში

image

image




ვიზუალური ხელოვნების ნაციონალურ მუზეუმში( Centre national des arts plastiques) ინახება თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მექსიკელი მხატვრის, გაბრიელ ოროსკოს ნამუშევარი-შუაზე გაჭრილი და მერე კვლავ შეერთებული Citroën DS-ი.



ავტომობილი 1975 წლამდე გამოდიოდა. მთლიანად მსოფლიო მასშტაბით გაიყიდა 1 455 746 ეგზემპლარი(Citroën DS -19;DS-20;DS-21;-DS-22;DS-23), ავტომობილმა მხოლოდ აშშ-ში ვერ მოიპოვა პოპულარობა(38 000 გაყიდული), იქ იმ პერიოდში დიდ გაბარიტიან "კადილაკებს" ამჯობინებდნენ(საერთოდ ამერიკელების და ევროპელების გემოვნება ხშირად არ ემთხვევა ერთმანეთს, ეს მარტო ავტომრეწველობას არ შეეხება-თითქმის ყველა სფეროს)

imageფოტოზე:ორი ქვეყნის-საფრანგეთის და საბჭოთა კავშირის საკულტო ავტომობილები-სიტროენი-დს და ვოლგა-21; ლეიპციგში, გერმანია 1969 წელი.



Citroen DS -გზებზე დღესაც შეხვდებით, მათი ფასი 300 დოლარიდან დაწყებული(ავტოსასაფლაოდან) 300 000 დოლარამდე მერყეობს(ტიუნინგი), მაგალითად 2009 წლის თებერვალში აუქციონზე Citroen DS 23 კაბრიოლეტი 337, 5 ათას ევროდ გაიყიდა.


imageიხილეთ სხვა ავტოსიახლეები


არსებობს ავტომობილების მარკები, რომლების პატრონებს ძალზე უყვართ და ძალიან ძნელად თუ დათმობენ გამძლეობის თუ სხვა ტექნიკური მონაცემების გამო, ქვემოთ გაეცნობით ტოპ-10 ავტომობილის რეიტინგს, რომელსაც მფლობელები 15 ან მეტი წელი დადიან და ვერავრით ელევიან საყვარე

საბჭოთა კავშირის მოქალაქეებისათვის აუხდენელი ოცნება იყო უცხოური ავტომობილის შეძენა, თუნდაც სათანადო თანხა ჰქონოდათ შეგროვებული, ვთქვათ, "მერსედესის", "ფორდ-მუსტანგის" ან "კრაისლერის " შემოტანა მხოლოდ ცნობილ არტისტებს, სპორტსმენებს, კოსმონავტებს ან მაღალ პარტიულ ჩინოვნიკებს ჰქონდათ ნებადართული. მხოლოდ 80-იანი წლების მეორე ნახე...

საბჭოთა ავტომრეწველობაში მოიძებნება ავტომობილები, რომელიც თავის დროზე საკმაოდ პროგრესული იყო და უტოლდებოდა ყველაზე პრესტიჟულ საზღვარგარეთულ ანალოგებს, თუნდაც "პობედა", სულ ცოტა ხნით, მაგრამ მსოფლიო ინჟინერული თვალსაზრისით ავანგარდული, ასევე აღსანიშნავია ვაზ-2121-ნივა, თავის დროზე ერთ-ერთი საუკეთესო კომპაქტური და კომფორტაბელური ყველგანმავალი, ...

ავტომობილის სერიული წარმოება სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრ დელტაში დაიწყება, ტესტირებას საქართველოში აწყობილი სახანძრო ავტომობილი ავსტრიაში "როზენბაუმის" ბაზაზე გაივლის. საქართველოში წარმოებული სახანძრო მანქანის ფასი 190 000 ევრო იქნება, ანუ 25 ათასი ევროთი ნაკლები, ვიდრე ქართულ ბაზარზე არსებული MAFIRUS TSF-W, ამასთანავე ტექნიკური მახასიათებლე...


ამერიკულმა გამოცემა Consumer Reports -მა შეადგინა ყველაზე საიმედო ავტომობილების რეიტინგი, გამოკითხვაში მონაწილეობდა 500 000 ავტომფლობელი. მთლიანად რეიტინგში მოხვდა 29 საავტომობილო მარკა, პირველი ექვსი ადგილი იაპონური და კორეულ ბრენდებს უკავიათ:Lexus, Toyota, Mazda, Subaru, Kia, Infiniti. რეიტინგში განსაკუთრები

0
156
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
156
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0