x
image
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
„ჰიუნდაი ავტო საქართველომ“ Santa Fe-ს 2019 წლის მოდელი წარადგინა
image


„ჰიუნდაის“ ახალი, 2019 წლის მოდელის, „სანტა ფეს“ შეძენა ქართველ მომხმარებლებს უკვე „ჰიუნდაი ავტო საქართველოს“ შოურუმში შეუძლიათ.

როგორც „ჰიუნდაი ავტო საქართველოს“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, „სანტა ფეს“ ახალი მოდელი ორიენტირებულია ოჯახზე, შესაბამისად, თანამედროვე ტექნოლოგიებითა და სრულყოფილი უსაფრთხოების სისტემებითაა აღჭურვილი.


„კერძოდ, მის განსაკუთრებულ მახასიათებლებს წარმოადგენს:


- სენსორი, რომელიც უკანა სავარძელზე მგზავრის დარჩენის შემთხვევაში გამაფრთხილებელ სიგნალს იძლევა;

- „ჩაილდ ლოკი“ - უკანა სავარძლიდან უსაფრთხოდ გადმოსვლის უზრუნველყოფა, რომელიც გვერდიდან მოძრავი ობიექტის აღმოჩენის შემთხვევაში ავტომატურად ბლოკავს კარს;

- პარკინგიდან უსაფრთხოდ გამოსვლის სისტემა, რომელიც იძლევა გამაფრთხილებელ სიგნალს და ავტომატურად ამუხრუჭებს მოძრავი ობიექტის აღმოჩენის შემთხვევაში;

- ავტომატური მუხრუჭი წინ მოძრავი დაბრკოლების აღმოჩენისას;

- ზოლში მოძრაობის დამხმარე სისტემა, ადაპტირებადი კრუის კონტროლი და ა.შ.

„სპეციალური სისტემების დახმარებით, ავტომობილი მფლობელის ტარების მანერას სწავლობს და მას სისტემატურად აკვირდება, დაღლილობის აღმოჩენის შემთხვევაში კი შესვენებას სთავაზობს. მოდელს „კრელის“ ბრენდის პრემიუმ აუდიო სისტემა, 7- ინჩიანი ციფრული საინფორმაციო დაფა, სრული ლედ ნათება, მართვის რეჟიმის კომფორტული, ეკონომიური და სპორტული ვერსიები აქვს.


image


Hyundai Santa Fe ორი ძრავით არის წარმოდგენილი: პირველი – ბენზინი – 2 400კუბ. სანტიმეტრი მოცულობა, საწვავის პირდაპირი შეფრქვევის სისტემა. 4 -ცილინდრიანი, 188 ცხენი ძალა, 6- საფეხურიანი გადაცემათა კოლოფი. მეორე ძრავი – ტურბო დიზელი, 4- ცილინდრიანი, 2 200 კუბ. სანტიმეტრი მოცულობა, 200 ცხენის ძალა და სრულიად ახალი 8 - საფეხურიანი გადაცემათა კოლოფი“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.


მათივე ცნობით, მოდელი ამერიკის შეერთებულ შტატებში ALG-ის მიერ დაჯილდოებულია წლის რედიზაინის ტიტულით.


„მოხარულები ვართ, რომ ქართველ ავტომოყვარულებს „ჰიუნდაი სანტა ფეს“ ბოლო მოდელი წარვუდგინეთ. ეს არის საუკეთესო ავტომობილი ოჯახისთვის, რომელიც არა მარტო მძღოლის, არამედ მგზავრების სრული კომფორტისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფაზეა ორიენტირებული“, - აცხადებენ „ჰიუნდაი ავტო საქართველოში“.


„ჰიუნდაი სანტა ფესთან“ ერთად, თბილისის შოურუმში ამავე ბრენდის კიდევ 2 ახალი მოდელი - „გრანდერი“, „სონატა ჰიბრიდი“ და ასევე განახლებული „ტუსანია“ წარმოდგენილი. „ჰიუნდაი ავტო“ საქართველო მომხმარებლებს დამატებით აქციასაც სთავაზობს: თუ ისინი ახალ მოდელებს მარტის ბოლომდე შეიძენენ, საჩუქრად „ჰიუნდაის“ სერვის ცენტრის ერთწლიან უფასო მომსახურებას მიიღებენ. აღსანიშანვია, რომ „ჰიუნდაის“ ცენტრში შეძენილ ყველა მანქანას, გარბენის შეუზღუდავად, 5-წლიანი გარანტია აქვს.


„ჰიუნდაი ავტო საქართველო“ 1997 წლიდან Hyundai Motor Company-ის ოფიციალური დისტრიბუტორია. კომპანიის სათავო ოფისი, შოუ რუმსა და სერვის ცენტრთან ერთად, რომლებიც უახლესი აპარატურითა და ტექნიკური მომსახურების ფართო ასორტიმენტითაა აღჭურვილი, თბილისში, აღმაშენებლის ხეივანის მე-12 კილომეტრზე მდებარეობს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.


(R)

0
59
3-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
59
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0