x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
გური გოგილაშვილი - ილიაუნის ნაკრების კაპიტნის წარმატებული სტარტი
image


დედოფლისწყაროს სოფელ სამრეკლოდან 19 წლის გური გოგილაშვილი სხვადასხვა დაბრკოლებებისა და ვარჯიშის რამდენჯერმე წყვეტის მიუხედავად სპორტს დაუბრუნდა და ფეხბურთში აქტიურად ემზადება. დღეს ის ილიაუნის ფუტსალის ნაკრების კაპიტანია და ამბობს, რომ წარმატებების მისაღწევად შესაძლებლობებს არ დაზოგავს. ილიაუნის ბიზნესის ადმინისტრირებისა და მენეჯმენტის ფაკულტეტის მეორე კურსის სტუდენტს საკუთარი შესაძლებლობების გამოსავლენად ახალი შანსი სწორედ უნივერსიტეტში ჩაბარების შემდეგ მიეცა. შეამჩნიეს, სინჯეს და გაამართლა.


imageგური გოგილაშვილი: „თავდაპირველად, როდესაც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩავაბარე, გამოცხადდა შერჩევა ილიაუნის ფუტსალის გუნდში. დიდი სურვილი გამიჩნდა, რომ დიდხნიანი პაუზის შემდეგ აქტიური სპორტი ისევ გამეგრძელებინა. ამიტომაც, მივედი შერჩევაზე და ასე მოვხვდი გუნდში. შემდეგ იყო ერთთვიანი მოსამზადებელი კურსი და ამ კურსის გავლის შემდეგ ყველაზე წარმატებული აღმოვჩნდი და კაპიტნად დამნიშნეს. აქამდე მიღწევა იოლი არ ყოფილა, ბევრს ვშრომობდი და ეს ჩემს მწვრთნელს არ გამორჩენია და კაპიტნის სამკლაურით დამაჯილდოვა.

– გური, პირველი ნაბიჯების შესახებ გვიამბე, როგორ შეგიყვარდა ფეხბურთი?


– ფეხბურთი პატარაობიდანვე მომწონდა. აქტიურად თამაში 1 კლასიდანვე დავიწყე და რაიონის სპორტულ გუნდში ვიყავი. ყოველთვის ვგრძნობდი, რომ ეს სპორტი დიდ სიამოვნებას მანიჭებდა და სწორედ ამიტომ მივყვებოდი. გარკვეულწილად, ალბათ, იმან იმოქმედა, რომ მამაჩემიც თამაშობდა და ამიტომაც შემიყვანეს პირველ ეტაპზე გუნდში. რადგანაც თავად თამაშობდა, სულ უნდოდა, რომ მის შვილსაც ეთამაშა და თუ ვერაფერს მივაღწევდი, ჯანსაღი ცხოვრებით მეცხოვრა. ამიტომაც პირველივე კლასიდან შემიყვანეს ფეხბურთზე და ცეკვაზეც. წლების მანძილზე ანსამბლ „შირაქში“ ვცეკვავდი, საკმაოდ წარმატებული სოლისტი ვიყავი. ძირითადად ჩემზე დიდი ასაკის გუნდებში მიწევდა თამაში და ეს ჩემთვის ცოტა რთული იყო, რადგან სპორტში ადრეულ ასაკში მარტივად შესამჩნევია ასაკობრივი ბარიერი, ესკი ჩემში უფრო მეტ ბრძოლისუნარიანობას იწვევდა. სტიმულს მაძლევდა ისიც, რომ ოჯახის წევრები, მწვრთნელიც და თანაგუნდელებიც გვერდით მედგნენ და მამხნევებდნენ.


image

– რატომ მაინცდამაინც ფეხბურთი და არა სხვა სახეობა?

– ყველა სპორტს აქვს თავისი ხიბლი, ადამიანებს გამსხვავებული გემოვნება აქვთ. მე სპორტის ეს სახეობა მიტაცებს და მანიჭებს სიამოვნებას, ვიღაცას სხვა სპორტის სახეობა, უშუალოდ როდესაც საკუთარ თავზე გამოცდი თავადვე მიხვდები, თუ რით განსხვავდება ფეხბურთი სპორტის სხვა სახეობებისგან.

– რომელმა ვარსკვლავებმა მოახდინეს გავლენა და ვის გულშემატკივრობდი?

– თავდაპირველად ჩემი საყვარელი ფეხბურთელი ანდრეი შევჩენკო და კარლეს პუიოლი გახლდნენ. ამ ორი ფეხბურთელის თამაშის ყურება ჩემში დიდ ემოციებს და აღტაცებას იწვვევდა, უკვე 6-7 წელია, რაც რეალ მადრიდის გულშემატკივარი ვარ. სწორედ კარლეს პუიოლი იყო ჩემთვის მისაბაძი ფეხბურთელი, რომელსაც ხშირად ვბაძავდი. მისი ბრძოლისუნარიანობა და სპორტული ინტელექტი ჩემში აღტაცებას იწვევდა.


image


– დედოფლისწყაროში რამდენად არის პირობები რომ სპორტსმენი განვითარდეს, მითუმეტეს, თუ დედაქალაქში წასვლას ვერ ახერხებს?

– ადამიანის სპორტული განვითარებისთვის თავდაუზოგავი შრომის გარდა, სათანადაო ხელშემწყობი პირობებიცაა საჭირო. ჩემი აზრით, თბილისში გადასვლა მაინც აუცილებელია, რადგან იქ სხვა გარემო და ხელშემწყობი პირობებია, სწორედ ამიტომ გადავწყვიტე მეც თბილიში გაგრძელება. ნელნელა ჩვენს რაიონშიც შესაძლებელი ხდება განვითარება. დედოფლისწყაროში საკმაოდ ხარისხიანი მომზადება გავიარე და შევძელი საკმაოდ კარგ ფორმაშიც ვყოფილიყავი. არ ვთვლიდი, რომ ვიყავი საუკეთესო ფორმაში, მაგრამ შრომამ შედეგი გამოიღო. მაინც თბილიში გავაგრძელე ფეხბურთის თამაში, მინდოდა უფრო მაღალ დონეზე გადავსულიყავი. ერთ-ერთ თამაშზე, სადაც 35-ე საფებურთო სკოლას ვეთამაშეთ, მატჩის შემდეგ მომივიდა მოწვევა და დამიბარეს სინჯებზე, ეს ჩემს ცხოვრებაში დაუვიწყარი დღე იყო, როცა გავაანლიზე, რომ სხვა ეტაპზე გავდიოდი. 9 სკლასის დამთავრების შემდეგ გადავედი თბილიში და ჩავირიცხე 35-ე საფეხბურთო სკოლაში და იქ განვაგრძე ვარჯიში. თავდაპირველად მე-3 გუნდში მოვხდი. ამ დროს მივხვდი, რომ უფრო მეტი შრომა იყო საჭირო. რადგან დიდი სურვილი მქონდა პირველ გუნდში მეთამაშა. ყოველ დღე დაუღალავად ვვარჯიშობდი და 3 თვეში შევძელი, რომ პირველ გუნდში გადვეყვანე.

– თუმცა, წარმატებებთან ერთად, იყო ტრავმებიც...

– სამწუხაროდ, გარკვეული დროის შემდეგ, ერთ-ერთ თამაშზე დავშავდი და საჭირო გახდა ოპერაციის ჩატარება. ამან ჩემს ფსიქოლოგიაზე საგრძნობლად იმოქმედა, რადგან საუკეთესო ფორმაში ვიყავი და ოპერაციის გამო 6 თვეს ვკარგავდი, ეს კი დამასუსტებდა. მაგრამ იმედს არ ვკარგავდი, რადგან სპორტში ტრავმები ხშირია ხოლმე. ტრავმის შემდეგ ისევ განვაგრძე ვვარჯიში და კვლავ შევძელი პირველ გუნდში დაბრუნება. თუმცა, მალევე ისევ დამეწყო ტკივილები და მრავალი ცდის მიუხედავად, მაინვ მომიწია თამაშისთვის თავის დანებება. ამ ეტაპიდან საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში სპორტს შევევშვი... ეს ჩემთვის ყველაზე რთული პერიოდი იყო, მეგონა, ცხოვრების ნაწილს ჩამოვშორდი. როცა უკვე უნივერსიტეტში ჩავაბარე, ნაკრებში ვცადე ბედი და კაპიტანი გავხდი, ამან გამომაცოცხლა. დღესაც ისევ აქტიურად ვარ ჩართული ფუტსალში, სადაც ილიაუნის სახელით გამოვდივარ შეჯიბრებზე. კერძოდ, უნივერსიტეტებს შორის და ახლად შექმნილ ფუტსალის ლიგა 2-ში, მიმდინარეობს სისტემატიური ვარჯიში და ვცდილობთ, მაქსიმალურ შედეგს მივაღწიოთ.


image– ამჟამად რისთვის ემზადები, როგორია სამომავლო გეგმები?

– მინდა, სპორტული თვალსაზრისით კიდევ გავიზარდო, მაქსიმალურად ვიყო ფორაში, რათა, რაც შეიძლება მაღალ ეტაპზე ავიდე, იმედია, ამას მივაღწევ. ყველა სპორტსმენის მიზანი მეტი ტიტულის მოგებაა. ამ ეტაპზე ჩართული ვარ ორი სახის ტურნირზე და მინდა, ორივე ტურნირის გამარჯვებული გავხდე. ხასიათით ძალიან მაქსიმალისტი ვარ. ამჟამად ამაზე ვარ კონცენტრირებული და მომავალში რა იქნება, ამას დრო აჩვენებს. პოპულარობაზე ნაკლებად ვფიქრობ, ჩემთვის მთავარი მიღწეული შედეგია. პოპულარობას უმეტესად ხალხის სიყვარული მოაქვს, მაგრამ რა თქმა უნდა, აქვს უარყოფითი მხარეც, რაც ფსიქიკაზე მოქმედებს. ფსიქოლოგიურად კი მზად ვარ, თუნდაც კრიტიკას გავუძლო, ან მოვისმინო ხალხის აზრი ჩემთან დაკავშირებით. კრიტიკაში ცუდს ვერაფერს ვხედავ, ხშირად შეიძლება ადამიანმა ისეთი რამ დაინახო, რაც მას გაზრდაში ხელს შეგიწყობს, ჯანსაღი კრიტიკა ყოველთვის მისაღებია.

– ფეხბურთის გამო რაზე გიწევს უარის თქმა, რა მსხვერპლს მოითხოვს შენი რეჟიმი?

– სიმართლე გითხრათ, მნიშვნელოვან რამეზე უარის თქმა არ მიწევს. უბრალოდ, დიდი დრო არ მრჩება გასართობად, ან მეგობრებთან ერთად დროის სატარებლად, თუმცა, ამის დაბალანსებაც შეიძლება. როდესაც აქტიურად ხარ სპორტით დაკავებული, ძირითადად სასმელზე უარის თქმა გიწევს, რადგანაც ალკოჰოლი საზიანოა ორგანიზმისთვის. არც სიგარეტი მხიბლავდა. მაგრამ, ადამიანი მხოლოდ სასმელით ხომ არ ერთობა? ხშირად მეგობრებთან ყოფნა და მათთან საუბარიც დასვენების მშვენიერი საშუალებაა ჩემთვის.

– რატომ ატარებ გრძელ თმას, ეს რისი გამოხატულებაა?

– როდესავ ვცეკვავდი, მაშინ გამიჩნდა თმის გაზრდის სურვილი და მას შემდეგ ასე ვატარებ. შეიძლება ერთერთი მიზეზი ისიცაა, რომ ფეხბურთელების დიდ ნაწილს გრძელი თმა აქვს. უბრალოდ, ცეკვისთვის დამახასიათებელია გრძელი თმა და თავდაპირველად ამიტომ გავიზარდე, შემდეგ უკვე მომეწონა და დავიტოვე.

– გური, ამბობ, რომ მუხლის პრობლემა შეგექმნა, მწვრთნელები ამბობენ, რომ ბავშვობის ასაკში ფეხბურთის პარალელურად ქართულ ცეკვაზე სიარული სპორტსმენს მუხლს უზიანებს...

– ასე სწორხაზოვნად ვერ ვიტყვი, რომ ცეკვა მუხლს აფუჭებს, უფრო სწორი იქნება ვთქვათ, რომ არასწორი დატვირთვა აზიანებს მუხლს, ჩემს შემთხვევაშიც ასე იყო. ერთდროულად ცეკვაზეც და ფეხბურთზეც ვვარჯიშობდი. დიდი დატვირთვა მიწევდა და ვფიქრობ, საწყის ეტაპზე ეს არასწორი იყო.

– ვინ არის შენი ყველაზე დიდი გულშემატკივარი?

– რა თქმა უნდა ყველას აზრს ვითვალისწინებ და ვცდილობ, რომ ყველა შენიშვნა გამოვასწორო. ყველაზე მეტად მამაჩემის აზრს ვითვალისწინებ ხოლმე. ჩემი გულშემატკივარი ოჯახი და მეგობრები არიან, რომლებიც სულ გვერდში მიდგანან.

0
93
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
93
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0