x
ნაციონალიზმი, პატრიოტიზმი და მათი აღქმა თანამედროვე ქართულ საზოგადოებაში
image თანამედროვე ქართულ საზოგადოებასი შეინიშნება ნაციონალიზმისა და პატრიოტიზმის არასწორი აღქმა. მათი შინაარსი ხშირად შეცდომითაა გაგებული, რაც მრავალი საფუძველს მოკლებული იდეის პროპაგანდს საფუძველი ხდება. ეს ყოველივე კი დემოკრატიზაციის პროცესს საფრთხის წინაშე აყენებს და მრავალ პრობლემას წარმოშობს.

ხშირ შემთხვევაში, ნაციონალიზმისა და პატრიოტიზმის არასწორ აღქმას ვხვდებით. მიუხედავად მოსახეობის სამოქალაქო განათლებისა და ცნობიერების ამაღლების ზოგადი ტენდენციისა, ყველა მოქალაქისათვის ჯერ კიდევ არ არის ცხადი ამ ტერმინთა ზუსტი მნიშვნელობა. განსაკუთრებით პრობლემაა ნაციონალიზმის აღქმასთან დაკავშირებით. იგი, ზოგ შემთხვევაში, ნაციზმთან იგივდება. ამის გამო, ის უფრო უარყოფით მოვლენასთან ასოცირდება- ვიდრე დადებითთან. ზოგი მოქალაქისთვის კი ის სხვა ქვეყნის სიძულვილს ნიშნავს.

ტერმინ ნაციონალიზმის ქვეშ ვგულისხმობთ ნაციისადმი კუთვნილების გაცნობიერებას და მასთან ერთად ნაციის უსაფრთხოებისა და კეთილდღეობისაკენ მიმართულ განწყობილებებს, მისწრაფებებსა და ქმედებებს. ეს განსაზღვრება ენტონი სმითს ეკუთვნის. ნაციონალური იდენტობა, მოდერნული ეპოქის პროდუქტია და მნიშვნელოვნად განაპირობებს სოციალურ და პოლიტიკურ პროცესებს დღევანდელ მსოფლიოში.

საქართველოში ნაციონალიზმი ორი საუკუნის მანძილზე ყველაზე უფრო მძლავრი, წარმატებული და გავრცელებული იდეოლოგია იყო, რომელიც განსაზღვრავდა პოლიტიკასა და მთელ საერთაშორისო ურთიერთობებს. და აი, XX საუკუნის ბოლო ათწლეულებში გლობალიზაციის სახით თავი იჩინა ახალმა მოვლენამ, რაც სრულიად სხვა ღირებულებებს ემყარება და ყველაფერი იმის წინააღმდეგ არის მიმართული, რაც ნაციონალიზმისთვის წმინდა და ხელშეუხებელია.


იმისათვის, რომ გაგვერკვია, როგორ აღიქვამს ნაციონალიზმს და პატრიოტიზმს თანამედროვე საზოგადოება, ჩვენ გამოვიყენეთ სოციალური კვლევის თვისებრივი მეთოდი.კერძოდ, სიღრმისეული ინტერვიუსა და დოკუმენტების ანალიზის მეთოდები. სიღრმისეული ინტერვიუები ჩავატარეთ სტუდენტებთან. რათა დაგვენახა ქართველი ახალგაზრდების ხედვა ამ საკითხებთან დაკავშირებით. მათი მეშვეობით გაგვეანალიზებია პრობლემა და გაგვეკეთებია შესაბამისი დასკვნები.

სტუდენტების აზრით, დღევანდელი ქართველი ახალგაზრდები ნაკლებათ პატრიოტები არიან. უმეტესად ისინი პირად სარგებელზე უფრო ზრუნავენ ვიდრე ქვეყნის ინტერესებზე. არ ცდილობენ შეინარჩუნონ ქართული იდენტობისთვის დამახასიათებელი სიმბოლოები. მათი თქმით, გლობალიზაცია პატრიოტიზმზე უარყოფითად აისახება. გლობალიზაციის მიმდინარეობისას კონკრეტული ერი ორ ნაწილად იყოფა. ერის დაყოფა თავისთავად უარყოფითი პროცესია. ამას ემატება ისიც, რომ ორივე ნაწილი კარგავს სიტუაციის ობიექტურ აღქმას და ფაქტობრივად ერი პატრიოტიზმის გარეშე რჩება. ქართული საზოგადოება კი უფრო გლობალიზაციისკენაა მიმართული ვიდრე ნაციონალიზმისაკენ. სახელმწიფოს მთავარი იდეოლოგია ნაციონალიზმი არ არის. იგი არ ცდიობს შეინარჩუნოს ნაციონალური სიმბოლოები.

მიუხედავად იმისა, რომ სტუდენტებშიც, რიგ შემთხვევებში, ვხვდებით ამ ტერმინების არასწორ აღქმას, მათი უმრავლესობისათვის ეს მცნებები სრულიად ცხადია. რაც დიდწილად განპირობებული სამოქალაქო განათლების სკოლებში სასწავლო საგნად შეტანით. თუმცა ქართული საზოგადოება ჯერ კიდევ არ არის სათანადოდ ინფორმირებული, ბევრ საკითხს კვლავაც სტერეოტიპულად უდგება.



0
50
შეფასება არ არის
ავტორი:ანა სხირტლაძე
ანა სხირტლაძე
50
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0