x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134562
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508620
ფერები პირაჰა ენაში
image


ფერის დომენში არის სემანტიკური უნივერსალიები, ე.ი ბაზისურ ფერთა ლექსიკონში არის შეზღუდვები, რისი საუკეთესო მაგალითია პირაჰა ენა. პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ პირაჰა არის ერთენოვანი, ბრაზილიელებთან 200 წელზე მეტხნიანი კონტაქტის შედეგად. პირაჰა ენა გამოირჩევა ფერის ტერმინების არარსებობითა და მათი ჩამოთვლის არარსებობით. ამ მხრივ, იგი ერთადერთიაა, რაც გამოარჩევს ნებისმიერი სხვა ენისაგან.

ძველად დოკუმენტირებული ტერმინები პირაჰა ენაში დაკარგულია, რადგან მისი გამოთქმა კომპოზიციას წარმოადგენს. მაგ. სისხლის მსგავსი; თუმცა ფერთა მნიშვნელობა კულტურის სპეციფიკისთვისაა დამახასიათებელი.

საინტერესოა ისიც, რა გვიჩვენებს ავსტრალიური პრაქტიკა. მის მიხედვით, პირაჰა ენაზე მოსაუბრეებს შეუძლიათ, ააგონ ფერის (და არა მარტო ფერის) შესაბამისი შინაარსის სიტყვები, როცა ინტერესდებიან რელევანტური ტექნოლოგიებითა და პრაქტიკით.


ანა ვირცბისკა სრულიად ეთანხმება ევერეტის დაკვნას იმის შესახებ, რომ კულტურა ენის ფორმირებისთვის მნიშვნელოვანია.

ასევე, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოხმაურების მიხედვით, ფერთა ტერმინთა არსებობა არის ჰარმონიული, მაგრამ გრამატიკა ექსპერიმენტითაა შეზღუდული. შელდონი, რომელსაც კეი ეთანხმება, თავისი ექსპერიმენტის შესახებ ამბობს, რომ პირაჰა ენა გავს ერთობლივ ჩართულობას; მან სცადა საგანთა განცალკევება, თუმცა მცირე სწავლებაც კი საკმარისი იყო იმისთვის, რომ სხვებიც მოსულიყვნენ მოსასმენად. თემა გახდა ყველასთვის განსაკუთრებით საინტერესო და მის გარშემო გაიმართა დისკუსია, რის შემდეგაც შელდონმა მათ თხოვა, ინდივიდუალურად ემსჯელათ. ამ მცირე ექსპერიმენტი დაეხმარა მისი შედეგის პოდენციური პრობლემების ინტერპრეტაციაში, რადგან კონსესუსს ვერ მიაღწიეს.

შემდგომ ევერეტმა ჩაატარა არაფორმალური ტესტირება პირაჰა ენის ფერთა შესაძლებლობაზე და შენიშნა, რომ სპიკერები არ ეთანხმებოდნენ ფერთა აღწერას რადგან განსხვავებული ფრაზე შეეძლოთ გამოეყენებინათ ერთსა და იმავე ფერის აღწერისას. მაგ. iigiabi ხშირად გამოიყენება, როგორც pii iigiabi ლურჯის მნიშვნელობით და ასევე, bii iigiabi - წითლის.

გამოხმაურების ავტორი ეთანხმება კეის, რომ ფერი არის განსაკუთრებით მგრძნობიარე, განსხვავებით მისი დასახელებიდან. მის მიხედვით, სჯობს პირაჰა ენის ფერები აღიწეროს ფრაზათა მიხედვით, ვიდრე მოცემული ცვლადი სახელებით.

მარიამ რაქვიაშვილი


0
27
შეფასება არ არის
ავტორი:მარიამ რაქვიაშვილი
მარიამ რაქვიაშვილი
27
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0