x
თვითფლობა
image


თვითფლობა გულისხმობს საკუთარი ექსპრესიული ქცევის და თვითპრეზენტაციის კონტროლს სასურველი შთაბეჭდილების მოხდენის მიზნით. მას მოიხსენიებენ, როგორც სოციალურ ქამელეონს. ადამიანები განსხვავდებიან თვითფლობის დონის მიხედვით. მაღალი თვითფლობის მქონე ადამიანები სიტუაციასთან მოსარგებად მეტ მგრძნობელობას გამოხატავენ სოციალური და ინტერპერსონალური მანიშნებლების მიმართ. ამის საპირისპიროდ, დაბალი თვითფლობის მქონე ადამიანები სიტუაციისდა შესაბამისად არ ან ვერ ცვლიან საკუთარ ქცევას და მათი თვითპრეზენტაცია რეალური შინაგანი მდგომარეობის ამსახველი.

მაღალი თვითფლობა გამოსადეგარია ისეთ პროფესიებში, როგორებიცაა:მენეჯერი, გაყიდვების და მარკეტინგის დირექტორი.


თვითფლობა სხვადასხვა ფორმით ახდენს გავლენას ურთიერთობებზე. მაღალი თვითფლობის მქონე ადამიანები მეტ ძალისხმევას ანდომებენ სხვა ადამიანების შესახებ ინფორმაციის მოპოვებას, დიდ ყურადღებას აქცევენ პარტნიორის გარეგნულ მიმზიდველობას, მაშინ როდესაც დაბალი თვითფლობის მქონე პირები უპირატსობას ანიჭებენ პარტნიორის პიროვნულ თვისებებს.


თვითფლობის მაჩვენებელი მნიშვნელოვანია იმის საწინასწარმეტყველოდ განსაზღვრავს თუ არა ატიტუდი(თვისება) ქცევას. დაბალი თვითფლობის მქონე პირებთან ქცევის ატიტუდთან შესაბამისობის თეორიული წინასწარმეტყველება მრავალ კლევაში დადასტურდა. დაბალი თვითფლობის მქონე ადამიანთა ქცევას მნიშვნელოვნად განსაზღვრავს მათი ატიტუდი.კავშირი სუსტია მაღალი თვითფლობის მქონე ადამიანებთნ.



თვითფლობასა და ხუთფაქტორიანი მოდელის ორ თვისებას შორის, ექსტრავერსია და გამოცდილებისადმი ღიაობა, გამოვლინდა დადებითი კავშირი, ხოლო ნეიროტიზმი, თანხმობისადმი მზაობა და კეთილსინდისიერება კი თვითფლობასთან ნეგატიურ მიმართებაში აღმოჩნდა.
არკინმა(1981) შემოგვთავაზა ბიმოდალური კონცეფცია, რომელშიც გამოყო თვითპრეზენტაციის ორი სტილი. სოციალური ჯილდოს და წარმატების მიღების იმედი, რაც შემდგომ ინტერპრეტირდა როგორც აღქმული თვითფლობა და სოციალური უარყოფის შიში, რომელიც განისაზღვრა, როგორც დამცავი თვითფლობა. იკვლიეს მათი კავშირი ბნელი ტრიადის პიროვნულ ნიშნებთან და აღმოაჩინეს, რომ ნარცისიზმი დადებითად უკავშირდება აღქმულ თვითფლობას, მაკიაველიანიზმი- დამცავ, ხოლო ფსიქოპათია ორივე ფორმის თვითფლობას.


არსებობს თვითფლობის გასაზომი კითხვარი, რომელიც თარგმნილია ქართულად და ადაპტირებულია ქართულ პოპულაციაზე.

ორიგინალი კითხვარი შეიქმნა სნაიდერისა და განგესტადის მიერ 1985 წელს, რომელიც შეიცავს 18 დებულებას. კითხვარის შევსებისთვის „კი“ და „არა“ პასუხებით უნდა შეაფასო შეგესაბამებათ თუ არა ისეთი დებულებები, როგორებიცაა: „ სხვებზე შთაბეჭდილების მოსახდენად ან მათ გასართობად ბევრი რამის გაკეთება შემიძლია“, ან „მაინცდამაინც არ მეხერხება სხვებისთვის თავის მოწონება“. მაღალი ქულა მიუთითებს მაღალ თვითფლობაზე (Snyder, Gangestad, 1986)


0
58
შეფასება არ არის
ავტორი:ანანო თენიეშვილი
ანანო თენიეშვილი
58
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0