ასტროლოგია ტაროპროგნოზი: რა გელოდებათ მარტში ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით? 2019, 20 თებერვალი, 14:52 გაინტერესებთ, რამდენად წარმატებული იქნება მარტი თქვენი ზოდიაქოს ნიშნისთვის? გაეცანით მარტის ტაროპროგნოზს, დაგეგმეთ მომავალი თვე გონივრულად და მზად დაუხვდით მოახლოებულ მოვლენებს. ვერძი ტარო გაფრთხილებთ, ნუ შეეცდებით სხვის ხარჯზე ცხოვრების შეცვლას. თქვენივე დაგებულ მახეში გაებმებით. შეწყვიტეთ სხვისი დადანაშაულება იმაში, რომ თქვენი ცხოვრება ისე ვერ აეწყო, როგორც გსურდათ. ბრაზი, რომელსაც ანთხევთ, არ მოაგვარებს თქვენს პრობლემებს. ვარსკვლავები გირჩევენ, უფრო დააფასოთ გარშემო მყოფთა შრომა და თქვენზე ზრუნვა. კურომთელ თავისუფალ დროს "მეს" შეცნობას დაუთმობთ. შესაძლოა აღმოჩნდეთ სიტუაციაში, რომელშიც გამოსავლის პოვნა რთული მოგეჩვენებათ. მიმართეთ მხოლოდ იმ ადამიანს, ვისაც საკმარისად აქვს დაგროვებული ცხოვრებისეული გამოცდილება, ან ასაკთან შეუფერებლად გონიერია. თუ ეჭვობთ, რომ რომელიმე მეგობარს შურს თქვენი ან ბოლო დროს ღვარძლით აივსო, მოერიდეთ. მარტში მან შესაძლოა სერიოზული პრობლემები შეგიქმნათ. აღმოჩნდებით დილემის წინაშე, რომელიც თქვენგან სამართლიანობის დაცვას მოითხოვს. ტყუპიტყუპის ცხოვრებაში ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვლება. მარტი მოგცემთ შანსს, რომლის გამოყენების შემთხვევაშიც წერტილს დაუსვამთ სიდუხჭირეს. ზოგიერთი ტყუპი, რომელიც კმაყოფილი არ იყო სამსახურით, ახალ შემოთავაზებას მიიღებს. ისინი კი, ვინც სამსახურს ეძებდნენ, ბოლოს და ბოლოს დასაქმდებიან.კირჩხიბიკირჩხიბები დაეხმარებიან ადამიანს, რომელსაც ძალიან სჭირდება მათი გვერდში დგომა. გონივრული ქმედებების შემთხვევაში, ამ ნიშნით დაბადებულებმა შესაძლოა ხელში ოქროს გასაღები ჩაიგდონ. მოსალოდნელია შემოსავალი, რომელიც ვალების გასტუმრების ან ბიზნესის წამოწყების საშუალებას მოგცემთ. მარტში კირჩხიბი საბოლოოდ გადაწყვეტს რჩება თუ არა პარტნიორის გვერდით. ამ ნიშნით დაბადებული ზოგიერთი ადამიანი საზღვარგარეთ სამუშაოდ/სასწავლებლად წასვლას დაგეგმავს. ბევრი კირჩხიბი უცხო ენის ან პროფესიული გამოცდისთვის დაიწყებს მომზადებას.იხილეთ ყველა ნიშანი > > >177 2-ს მოსწონს
|