x
მეტი
  • 07.04.2020
  • სტატია:101004
  • ვიდეო:345700
  • სურათი:463785
ლექსი, რომელიც სტალინმა ილია ჭავჭავაძეს მიუძღვნა
იოსებ სტალინის ლიტერატურული ფსევდონიმი ''სოსელო'' გახლდათ. სწორედ ამ ფსევდონიმით დაწერა ლექსი ჯუღაშვილმა, რომელიც ილია ჭავჭავაძეს მიუძღვნა.


image



"კურთხეულ იყოს შენი სამშობლო

დედის ძუძუჲ დიდჭირნახული,
რომელიც არის შენი ტაძარი
რასაც შესწირე სამსხვერპლოდ გული.




კურთხეულ იყოს ის დედა ენა,
რომელიც გიყვარს ერთგულსა შვილსა
რომლითაც ნანა აკვანს გსმენია
ალერსს გაგონებს დედისას ტკბილსა!




სანამ დასავლით მზე არ ამოვა
და მისი სხივი არ გაშავდება,
მანამ ქართველი კაცის გულშიაც
შენი სახელი უკვდავ იქნება.



მამა-შვილობით ნება გვიბოძე
ლოცვა შევვედროთ ჩვენ ღმრთისმშობელსა
რომ შენისთანა ბევრი გვაღირსოს
და შენ გაცოცხლოს მრავალსა წელსა.

-------------------

სოსელო





6
3291
5-ს მოსწონს
ავტორი:ზოგადი განათლება
ზოგადი განათლება
3291
  
2019, 5 მარტი, 7:22
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

პასუხი გუნა ნათელაშვილი-ის კომენტარზე
2019, 5 მარტი, 7:15
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

პასუხი გუნა ნათელაშვილი-ის კომენტარზე
2019, 4 მარტი, 18:08
არ დაიტია და ვამატებ: შხამით აღსავსე ფიალა
ამ ქვეყნად იგი, ვით ლანდი,

კარის-კარ დაწრიალებდა;

ხელთ ეპყრა მუხის ფანდური,

ხმა ტკბილად აწკრიალებდა;

მის საოცნებო ჰანგებში;

ვითარცა სხივი მზიური,

ისმოდა თვითონ სიმართლე

და სიყვარული ციური,

ბევრს აუძგერა იმა ხმამ

გული, ქვად გადაქცეული;

ბევრს გაუნათლა გონება,

ბნელ-უკუნეთად ქცეული.

მაგრამ, დიდების მაგიერ,

სად ჩანგმა გაიწკრიალა,

განდევნილს ბრბომ იქ დაუდგა

შხამით აღვსილი ფიალა. . .

და უთხრეს: ,,შესვი, წყეულო,

ეგ არის შენი ხვედრიო!

შენი არ გვინდა სიმართლე,

არც ეგ ციური ხმებიო!“



თავად რაფიელ ერისთავს
როს მშრომელ გლეხთა ვაებით

საბრალოდ აცრემლებული,

ზეცას შეჰკვნესდი, მგოსანო,

ერისთვის თავდადებული;

როს ერის კეთილდღეობით

საამოდ აღტაცებული,

სიმთ აჟღერებდი ტკბილ-ხმაზედ,

ვით ზეცით მოვლინებული;

როს დაჰგალობდი სამშობლოს,

ის იყო შენი ტრფიალი,

მისთვის გაჰქონდა შენს ჩანგსა

გულის წარმტაცი წკრიალი. . .

მაშინ, მგოსანო, ქართველი

თურმე ციურ ძეგლს გიგებდა

და წარსულ შრომას, ვაებას

აწყმოთი აგვირგვინებდა.

შენმა სიტყვებმა მის გულში

უკვე გაიდგა ფესვია,

მოიმკე, წმინდა მხცოვანო,

რაც სიყრმით დაგითესია;

ნამგლად იხმარე ერისგან

გრძნობით ჰაერში ძახილი:

,,ვაშა, რაფიელ, გამრავლდეს

მამულში შენებრი შვილი!”
2019, 4 მარტი, 18:06
ის რომ არ ქართველობდა თუნდაც მისი ეროვნული პოლიტიკით და ხშირად რუსი ერის ქება დიდებით თუ სხვა გამოიხატება. საქე სხვა რამეშია ... ეს ლექსი სადაა დაბეჭდილი იქნებ ჰკითხოთ ავტორს.. არსად და არც ილიასადმი მიძღვნაა გაკეთებული, .... მორიგი ტყუილი და მორიგი გამოგონილი ისტორიააა.. შეგიძლიათ შეამოწმოთ, აი ეს ლექსებია მხოლოდ სოსელოს ფსევდონიმით გამოქვეყნებული ივერიაში : დილა
ვარდს გაეფურჩქნა კოკორი,

გადაჰხვეოდა იასა,

ზამბახსაც გაჰღვიძებოდა

და თავს უხრიდა ნიავსა.

ტოროლა მაღლა ღრუბლებში

წკრიალ-წკრიალით ჰგალობდა,

ბულბულიც, გრძნობით აღვსილი,

ნაზის ხმით ამას ამბობდა:

"აჰყვავდი ტურფა ქვეყანავ,

ილხინე, ივერთ მხარეო,

და შენც, ქართველო, სწავლითა

სამშობლო გაახარეო!“



მთვარეს
იარე დაუღალავად,

თავი ნუ ჩაგიკიდია,

გაჰფანტე ნისლი ღრუბლების,

უფლის განგება დიდია.

ნაზად შესცინე ქვეყანას

შენ ფეხ-ქვეშ გადაჭიმულსა;

მყინვარს დამღერე ნანინა,

ზეციდან გადმოკიდულსა.

კარგად იცოდე, რომ ერთხელ

ძირს დაცემული, ჩაგრული

კვლავ აღემართვის მთას წმინდას,

იმედით აღტაცებული.

მაშ, ტურფავ, წინანდებურად

ღრუბლებში გაიკაშკაშე,

ლურჯ კამარაზე საამოდ

სხივები შეათამაშე.

მეც გადავიხსნი საკინძეს

და მკერდს მოგიშვერ მთვარესა,

ხელ-განპყრობილი თაყვანს-გცემ

ქვეყნად შუქ-მომფინარესა!



და იმედები მიღორძინდება
როდესაც ბადრად მნათობი მთვარე

ცის კამარაზედ გადაცურდება

და მისი შუქი, გაბრწყინვებული,

ლურჯ ჰორიზონტზედ შეთამაშდება;

ოდეს ბულბულის სტვენა-სიმღერა

ჰაერში ნაზად გაიწკრიალებს,

როს სალამურის სულის კვეთება

მთისა მწვერვალზედ შეისრიალებს;

ოდეს მთის წყარო, შეჩერებული,

კვლავ გზას გააპობს, გადიჩხრიალებს

და ტყე, ნიავით გაღვიძებული

შეიშმუშნება, გაიშრიალებს;

ოდეს მტრისაგან გადახვეწილი

კვლავ ეღირსება თვის ჩაგრულ მხარეს

და როს სნეული, შუქს მოკლებული,

კვლავ დაინახავს მზესა და მთვარეს,

მაშინ მეც, ჩაგრულს, სევდისა ნისლი

თავიდან მწყდება, მყისვე მშორდება

და იმედები კეთილდღეობის

უბედურს გულში მიღორძინდება!

და ამ იმედით გატაცებულსა

სული მიხარის, მშვიდად ძგერს გული:

ნუთუ წრფელია იმედი ესე,

ჩემდა იმა დროს მოვლინებული?!



მოხუცი ნინიკა
მოხუცდა ჩვენი ნინიკა,

გაუცვდა მკლავი გმირისა. .

რარიგ
2019, 21 თებერვალი, 6:00
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2019, 19 თებერვალი, 1:06
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 6