x
image
beko777
Mediator image
რუბრიკა - ბესო ჩუბინიძის ერთი ფოტოს ისტორია
imageეს, ფოტო აფხაზეთში, სოფელ აჩადარაშია გადაღებული, სადგურის მიდამოებში, 1993 წლის ივლისია, ჩვენი ჰაუბიცები მოძრავ ეშელონებზეა დამაგრებული და მტრის პოზიციებს შორი მანძილიდან ბომბავდნენ, ჰაუბიცის გასროლას იმხელა ხმა აქვს, ახლოს დგომისას ბიჭები ყურებში AKM-ის ტყვიებს უკუღმა ვირჭობდით. გიკვირთ ხო? :) ნაჭრები და მამბა კი არ ჭირდა, მაგრამ... რატომღაც ყოველი გასროლის წინ ყურებში უკუღმა გარჭობილი AKM-ს ტყვიები ჩამრჩა მოგონებებში...
რამხელა მასრებია თქვენც კარგად ხედავთ, იარაღი ხშირად საჭიროებდა „დასვენებას“, ლულა გაგრილებას, დაზეთვას, 7-10 გასროლის მერე, ეს ყველაფერი აუცილებლობას წარმოადგენდა ხოლმე....
ჰო, სულ დამავიწყდა - ეს ჰილზები ჩემი გასროლილია, 18 წლის ვიყავი და როგორც ყველაზე პატარას, ბიჭები გამეხუმრნენ - რამდენსაც გაარტყავ მიზანს, ყველა ცარიელი ჰილზა მიგაქვს ერთად და მარხავო :D 7 ვესროლე და 7-ვე მიზანს ზუსტად მოხვდა, ცარიელი ჰილზები შევაგროვე და დამარხვა, რომ უნდა დამეწყო - მოიცა სურათს გადაგიღებთო მითხრეს და მერე სიცილი დამაყარეს - სად მიათრევ ბესო, ჰილზები კი არა წადი ვინც დახოცე ისინი დამარხეო :D
93 წლის ცხელი ზაფხული იდგა, ამ ფოტოს გადაღებამდე 1 საათით ადრე მტრის 8 ჯარისკაცი ჩაიმარხა ქართულ მიწაში...
0
159
1-ს მოსწონს
ავტორი:beko777
beko777
Mediator image
159
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0