x
მეტი
  • 25.11.2024
  • სტატია:138455
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512074
ელისაბედ II-ის უცნაურობები, რომელთა შესახებ თითქმის არავინ იცის: 23 საინტერესო ფაქტი
დედოფალი ელისაბედ II ისტორიაში ყველაზე დიდხანს მმართველი მონარქია, რომელმაც დიდ ბებიას დედოფალ ვიქტორიას პირველობა ჩამოართვა. მისი მმართველობა უკვე 66 წელზე მეტია გრძელდება და პლანეტაზე ერთ-ერთი ყველაზე ცნობილ სახეს წარმოადგენს.

image

თუმცა თავად ელისაბედ II საკუთარ თავზე იშვიათად საუბრობს და მედიას ინტერვიუს არასდროს აძლევს.

ბევრი ადამიანი მას მკაცრი სახით და ქუდების უზარმაზარი კოლექციით იცნობს.


აი, კიდევ რამდენიმე საინტერესო ფაქტი, რომელთა შესახებ, სავარაუდოდ, არაფერი გსმენიათ.


დედოფალი ელისაბედ II ახალგაზრდობაში

1.ის სკოლაში არასდროს დადიოდა

image

ეს იმას არ ნიშნავს, რომ დედოფალი გაუნათლებელია. ელისაბედმა, რომელიც ბავშვობაში ატარებდა სახელს „ლილიბეტი“, განათლება სახლში მიიღო, როგორც მისმა პატარა დამ, პრინცესა მარგარეტმა.


2.ერთხელ, დასთან ერთად ლონდონის ქუჩებში ინკოგნიტოდ დასეირნობდა

დებმა მშობლებისგან ნებართვა აიღეს, რომ 1945 წლის 8 მაისს, მეორე მსოფლიო ომის დასრულების მასობრივ დღესასწაულში მონაწილეობა მიეღოთ. დედოფალი ამ საღამოს, ცხოვრების ყველაზე თბილ დღედ იხსენებს.

„მახსოვს უცნობი ადამიანების რიგი, რომლებიც ხელჩაკიდებულნი უაიტჰოლის ქუჩებში დასეირნობდნენ და ბედნიერებას და შვებას აფრქვევდნენ“ - ჰყვებოდა დედოფალი მოგვიანებით.


3.მისი ტიარა ქორწილის დღეს გატყდა

სამეფო იუველირი დაუყონებლივ დაიბარეს, რომ მას ბრილიანტის ტიარა დაეფიქსირებინა. საბედნიეროდ, ცერომონიის დაწყებამდე სიტუაციის გამოსწორება შეძლეს.


4.დედოფალს თავის ქმართან ნათესაობა აკავშირებს

image

როგორც აღმოჩნდა, ელისაბედი და მისი მეუღლე, ფილიპი, მეოთხე თაობის და-ძმა არიან. ელისაბედი მამის მხრიდან დედოფალი ვიქტორიას ნათესავია, ხოლო ფილიპი – დედის მხრიდან.

ფილიპი საბერძნეთის და დანიის სამეფო ოჯახებში დაიბადა, მაგრამ საკუთარ ტიტულზე უარი თქვა, როცა დედოფალზე დაქორწინდა. ისინი ერთად უკვე 69 წელია არიან.


5.დედოფალი დაბადების დღეს წელიწადში ორჯერ აღნიშნავს

დედოფალის ნამდვილი დაბადების დღე 21 აპრილია, მაგრამ ქვეყანაში ოფიციალურად ამ დღეს 11 ივნისს აღნიშნავენ.

მონარქები, რომელთაც დაბადების დღე ცივ თვეებში აქვთ, ჩვეულებრივ დამატებითი ოფიციალური დაბადების დღე ენიშნებათ, როცა დღესასწაულისთვის ამინდი უფრო შესაფერისია. ელისაბედი თავის დაბადების დღეს ყოველ ივნისს აღნიშნავს.


6.ქვეყანას უკვე იმდენი ხანია მართავს, რომ მისი ტახტზე ასვლის დროს 5-დან 4 ბრიტანელი ჯერ კიდევ დაბადებული არ იყო

ბევრ ბრიტანელს ელისაბედის გარდა სხვა მონარქი არასდროს ჰყოლია. მისი ტახტზე ასვლის დროს ბრიტანეთის მოსახლეობის 81% ჯერ კიდევ დაბადებული არ იყო. ის ტახტზე, მამის გარდაცვალების შემდეგ, 1952 წელს ავიდა. ახლა უკვე 92 წლის ასაკში ყველაზე დიდხნიანი მმართველია.


7.მას 30-ზე მეტი კორგის ჯიშის ძაღლი ჰყავს

image

ელისაბედმა სამეფო ოჯახისთვის პირველი კორგი 1933 წელს, 18 წლის იუბილეზე შეიძინა. ელისაბედს საკუთარი კორგი, სახელად სიუზანი აჩუქეს და უმრავლესობა სწორედ მისი შთამომავლობაა.

ელისაბედმა სრულიად ახალი ჯიშის ძაღლიც გამოიყვანა, რომელიც ცნობილია, როგორც დორგი - კორგის და ტაქსას ნაჯვარი.


8.მას დიდი ბრიტანეთის ყველა წყლებში მოცურავე გედი და დელფინი ეკუთვნის

ჯერ კიდევ მე-12 საუკუნის დასაწყისში ბრიტანეთის მონარქმა ქვეყნის ყველა სისინა გედზე უფლება გამოაცხადა. ადრე ეს ფრინველი დელიკატესად ითვლებოდა. ამჟამად, დედოფალი მას საკვებად არ იყენებს, მაგრამ ფორმალურად მასზე უფლება აქვს.

ყოველწლიურად გედების აღწერა და მათი ჯანმრთელობის შემოწმება ხდება. გარდა ამისა, დედოფალს პრეტენზია აქვს ყველა „სამეფო თევზის“ უფლებაზე, მათ შორის ზუთხი, დელფინი, ვეშაპი და ზღვის გოჭი, რომლებიც დიდი ბრიტანეთის წლებში დაცურავენ.


9.მან სულ ცოტა, 260 ოფიციალური საზღვარგარეთული მოგზაურობა შეასრულა

ახლა დედოფალი ნაკლებ საერთაშორისო მოგზაურობას ასრულებს, მაგრამ ტემპს არ ანელებს. მხოლოდ 2015 წელს მან 341 ოფიციალური ღონისძიება გამართა და ეს პრინც უილიამის, პრინც ჰარის და ქეით მილდტონის ერთად აღებულზე ბევრად მეტია.


10.ის მდიდარია, მაგრამ არც ისე, როგორც გგონიათ

image

დედოფალი მოსახლეობის გადასახადების მხოლოდ ნაწილს ღებულობს და კიდევ უფრო მეტ თანხას უძრავი ქონების საკუთრებიდან. მისი პირადი ქონება 340 მლნ ფუნტს შეადგენს.

ეს შეიძლება დიდ თანხად მოგეჩვენოთ, მაგრამ ბოლო ორი წლის განმავლობაში 300 ყველაზე მდიდარი ბრიტანელის სიაში აღარ შედის.


11.მას გადასახადების გადახდა არ სჭირდება, მაგრამ იხდის

მონარქებს გადასახადების გადახდა არ ევალებათ, მაგრამ ელისაბედი 1993 წლიდან გადასახადებს ნებაყოფლობით იხდის.


12.მან მთვარეზე შეტყობინება გააგზავნა

1969 წელს, აპოლონ-11-ის მთვარეზე გაშვების წინ, მსოფლიოს ათეულობით ლიდერი დაპატიჟეს, რომ „კეთილი ნების შეტყობინება“ დაეწერათ, რომლებიც პატარა სილიციუმის დისკზე გადაიტანეს. ეს დისკი ჯერ კიდევ მთვარის ზედაპირზე იმყოფება.

„ბრიტანეთის ხალხის სახელით, პატივისცემას გამოვხტავ გონებისა და გამბედაობის მიმართ, რამაც ადამიანი მთვარემდე მიიყვანა. დაე, ამ მცდელობამ ცოდნა და კაცობრიობის კეთილდღეობა გაზარდოს“ - ნათქვამია მის გზავნილში.


13.სატელევიზიო შოუებსა და ფილმებში 100-ზე მეტჯერ განასახიერეს

image

ასე, მაგალითად, ჰელენ მირენმა 2006 წელს ფილმში „დედოფალი“ ელისაბედის როლი შეასრულა.


14.როგორც ამბობენ, ყოველდღე, ძილის წინ დედოფალი შამპანურის ბოთლს სვამს

შესაძლოა, ეს მისი ხანგრძლივი ცხოვრების საიდუმლოა.


15.1989 წლიდან ერთსა და იმავე ფრჩხილის ლაქს ატარებს

ელისაბედის სტილისტმა კომპანია Essie-ს დამფუძნებელს, ესი ვეინგარტენს მისწერა და ლაქის კლასიკური ელფერების ბოთლები სთხოვა. დედოფლის საყვარელი ფერი თეთრ-ვარდისფერი ლაქი „ბალერინას პუანტები“ უყვარს. სხვა ფერის გამოყენებაზე დედოფალი უარს ამბობს.


16.დედოფალს პასპორტი ან მართვის მოწმობა არ აქვს

image

როგორც პასპორტი ან მართვის მოწმობა მის სახელზე გაცემულია, მაგრამ მას ეს არ სჭირდება. გარდა ამისა, მისი უდიდებულესობა მანქანასთან თავს კომფორტულად გრძნობს.

ცნობილია, რომ ჯარში ყოფნის დროს დედოფალი სატვირთო მანქანას ატარებდა.


17.ის ჩანთას იყენებს იმისთვის, რომ თავის თანამშრომლებს საიდუმლო სიგნალი მისცეს

ცნობილია, რომ დედოფალი თავის ჩანთებს იყენებს იმისთვის, რომ მოსაწყენი საღამოდან შეუმჩნევლად წავიდეს. თუ ჩანთას მაგიდაზე დებს, მისმა თანაშემწეებმა იციან, რომ მას 5 წუთში საღამოს დატოვება სურს. იატაკზე დადებული ჩანთა იმის ნიშანია, რომ მას საუბრის შეწყვეტა სურს.


18.მას კონკორდის მიწაზე დაშვების ხმის მიბაძვა შეუძლია

როგორც ჩანს, დედოფალს შესანიშნავი იუმორის გრძნობა და იმიტაციის უნარი აქვს.


19.ერთხელ ტურისტებს გაეხუმრა, რომლებმაც დედოფალი ვერ იცნეს

image

მიუხედავად იმისა, რომ დედოფალი სურათებზე ძალიან მკაცრად გამოიყურება, მას ხუმრობა უყვარს. ელისაბედის ერთ-ერთმა მცველმა გაიხსენა შემთხვევა, როცა ტურისტების ჯგუფმა დედოფალი ვერ იცნო, რომელიც იმ დროს თავსაბურავს ატარებდა.

ტურისტებმა მას ჰკითხეს, დედოფალს თუ იცნობდა, რაზეც დედოფალმა უპასუხა „არა“ და პოლიციელზე მიუთითა: „მაგრამ ის იცნობს“.


20.დედოფალი გვარს არ იყენებს

დედოფლის ოფიციალური ტიტულია „ელისაბედ მეორე, ღვთის წყალობით გაერთიანებული სამეფოს და ჩრდილოეთ ირლანდიის და მისი მსგავსი სხვა სამეფოს დედოფალი, თანამეგობრობის მმართველი, რწმენის დამცველი“. გვარი არ სჭირდება. სამეფო ოჯახის დანარჩენ წევრებს მისაღები გვარის არჩევა შეუძლიათ.


21.მას ჰყავს პოეტი, რომელსაც ალკოჰოლით უხდის

image

ელისაბედმა შოტლანდიელი პოეტი, კეროლ ელნ დაფი თანამდებობაზე 2009 წელს დანიშნა. 350 წლის განმავლობაში ის პირველი ქალია, რომელსაც მსგავსი პატივი ხვდა წილად. ლაურეატ პოეტს ტრადიციულად, ყოველწლიურად 5750 ფუნტს უხდიან და მთელ კასრ ჰერესს ჩუქნიან.


22.მისთვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დაკისრება ან სასამართლოში ჩვენების იძულება არ შეიძლება

თუმცა, ელისაბედი საკუთარ უფლებას ბოროტად არ იყენებს. სამეფო ოჯახის საიტზე წერია:

„მიუხედავად იმისა, რომ მმართველის წინააღმდეგ სამოქალაქო და სისხლის სამართალწარმოება არ შეიძლება, დედოფალი ყურადღება აქცევს იმას, რომ მისი ყველა მოქმედება კანონის შესაბამისი იყოს“.


23.ყოველწლიურად აქვეყნებს საჩუქრების სიას, რომლებსაც მას ხალხი ჩუქნის

ყოველწლიურად, სამეფო ოჯახი საჩუქრების დეტალურ სიას აქვეყნებს, რომლებსაც დედოფალი საზოგადოებისა და მსოფლიოს ლიდერებისგან იღებს.

უჩვეულო საჩუქრებს შორის აღსანიშნავია: ვერცხლის დამჭერი შენიშვნებისთვის, მარილის ტომარა, მინის ნამცხვარი და წყვილი ირემი.

სამეფო ოჯახის წევრებს საჩუქრების გამოყენების უფლება აქვთ, მაგრამ ეს პირადად მათ არ ეკუთვნით. ამის ნაცვლად, ისინი სამეფო კოლექციის ნაწილი ხდება.


ასევე დაგაინტერესებთ:

7 პროდუქტი ჩინეთიდან, რომელთაც ყურადღება უნდა მიაქციოთ


14 უცნაური გემოს კომბინაცია, რომელთა გასინჯვას ვერასდროს გაბედავდით და სულ ტყუილად


15 იმდენად იშვიათი ცხოველი, რომ მათი არსებობის დაჯერებაც კი გაგიჭირდებათ


როგორ ცხოვრობს დედამიწის მოსახლეობის 1 % - 15 ფაქტი


15 ფაქტი ჩინეთის შესახებ, რომლებიც გაგაოცებთ


იაპონელების ცხოვრების 15 პრინციპი, რომლებიც ჰარმონიის მოპოვებაში დაგეხმარებათ


11 წარმოუდგენელი ფაქტი სამყაროს შესახებ, რომელთა შესახებაც დღემდე არ გსმენიათ


7 უჩვეულო მეთოდი, რომელთა დახმარებითაც ჩვენი წინაპრები ყოველდღიურ პრობლემებს აგვარებდნენ


20+ უცნაურობა სამხრეთ კორეადან, რომელთა დანერგვას ჩვენს ქვეყანაშიც მოისურვებთ


20 + ტატუ, რომელთა მფლობელებს იუმორის გრძნობა გენებში აქვთ


25 მტკიცებულება, რომ იაპონელები 3018 წელში ცხოვრობენ


უფრო მეტი კი იხილეთ აქ: Yoona-ს არხი


0
2941
შეფასება არ არის
ავტორი:Yoona
Yoona
Mediator image
2941
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0