x
image
alex999
Mediator image
Mediator image
"რა დაგიშავა ჩემმა ქვეყანამ თქვენი ამბიციების დასაკმაყოფილებლად ყველაფერზე რომ მიდიხართ?" - ემიგრანტი სააკაშვილს

ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ “ალტერნატიული მთავრობის“ შექმნის იდეას ემიგრანტებიც ეხმიანებიან. ერთერთი ემიგრანტი, ხათო ბარათაშვილი, სოციალურ ქსელში სააკაშვილს მიმართავს.


image


მოგესალმებით, არც გამოჩენილი ადამიანი ვარ, არც პოლიტიკურად ანგაჟირებული, ერთი უბრალო უბრალო ქართველი ემიგრანტი ვარ რომელიც, მიხეილ სააკაშვილს მივმართავ:


"რა დაგიშავა ჩემმა ქვეყანამ ესეთი დაპირისპირებისკენ თქვენი ამბიციების დასაკმაყოფილებლად ყველაფერზე რომ მიდიხართ, ეს წერილი არ ვიცი რამდენად მოვა თქვენ ყურამდე, იმედს ვიტოვებ, მოგახსენებენ. ბატონო მიხეილ, თუ ესეთი მაგარი ხართ, თუ არაფრის არ გეშინიათ სკაიპით კიარა დაჯექით თვითმფრინავში, თუ ბილეთის ფული არ გაქვთ ჩვენ, ემიგრანტები, ავაგროვებთ ბილეთის ფულს და გაგამგზავრებთ იქ, სადაც აუცილებლად უნდა აგოთ პასუხი იმ დანაშაულებებზე, რაც ქართველ ერს მოუწყვეთ. ბატონო მიხეილ, იმ ემიგრანტებსაც შეგვხვდით, ვისაც ბევრი სათქმელი გვაქვს და თანაც დასაბუთებულად “ მე პირადად მოგიყვებით და გაგახსენებთ, თქვენი პრეზიდენტობის დროს, რამდენ დედას ჩააცვით სამუდამოდ შავები, ერთადერთი შვილები რომ ჰყავდათ და ცხოვრებას მაშინ იწყებდნენ და უხაროდათ სიცოცხლე ბატონო მიხეილ!!! მე მოგიყვებით იმ ადამიანზე ვინც ესე გძულთ და ქვეყნის დამაქცევად გამოჰყავთ, რამდენი ადამიანი ყავს გადარჩენილი, რამდენის ცხოვრება შეცვალა ბედნიერებისკენ, რამდენ შვილს უცოცხლა დედა, რამდენი ადამიანი დააპურა და მკურნალობა დაუფინანსა, რამდენი ეკლესია მონასტრები აღადგინა, როგორ აფინანსებდა პოლიციას, ჯარს, თქვენგან გარიყულ ინტელიგენციას და ეს ყველაფერი მაშინ როცა თქვენ ბრძანდებოდით საქართველოს პრეზიდენტი, ეს სია იმდენად დიდი და ღვთისგან დალოცვილია, თქვენ ბატონო მიხეილ ნერვები არ გეყოფათ ბოლომდე მომისმინოთ."


"და ყველაზე მნიშვნელოვანი მე როგორც ერთი თქვენი მოწინააღმდეგე“ დაუშვათ ერთი პროცენტი თქვენი მობრუნების მთავრობაში, ზუსტად ვიცი ჩემი ქვეყნის მზე ჩემთვის აღარასოდეს ამობრწყინდება, ან უბედური შემთხვევის მსხვერპლი გავხდები “.


"და ვეკითხები იმ ემიგრანტებს, მეც ემიგრანტი თქვენ იღებთ თქვენ წილ პასუხისმგებლობას რაც შეიძლება მოყვეს თქვენ ტაშის დაკვრას??? ყველაზე დიდი უბედურება რაც ამ კაცმა ჩვენ ემიგრანტებს დაგვმართა, ისედაც გადახვეწილები, ოჯახებს მოშორებულები ერთმანეთს გადაგვკიდა, ესაა ჩემთვის ყველაზე დიდი უბედურება.ემიგრანტებზე დგას ჩვენი ქვეყანა და ყველამ მოაშორეთ ბინძური ხელები. საქართველოს მთავრობავ ბოლოსდაბოლოს გამოდით კოჰაბიტაციიდან და ხალხს მოუსმინეთ, ჩვენი ქვეყანა ვეღარ გადაიტანს კიდევ ერთ“ ვარდების რევოლუციას “.


წერს ემიგრანტი სოციალურ ქსელში.



















<<<<<<<<<<<იხილეთ ასევე>>>>>>>>>>>


ემოციური წერილი, რომელიც სალომე ქემაშვილმა დატოვა

image



რა ჰქვიათ შოუბიზნესის ცნობილ სუპერვარსკვლავებს სინამდვილეში?

image



გამოცხადდა ჯანმრთელობისთვის ყველაზე მავნე პროდუქტები, რომლებსაც ყოველდღიურად მივირთმევთ

image



ამ ქვეყანაში სიკვდილსაც ეხუმრებიან - ფანტასტიკური დიზაინის ჩასასვენებლები

image



16 მტკიცებულება იმისა, რომ დედამიწაზე ყოველდღე რაღაც საოცრება ხდება!

image



1
790
7-ს მოსწონს
ავტორი:alex999
alex999
Mediator image
Mediator image
790
  
11 თებერვალი, 9:43
არ ასვენებს გამჩენი(
0 1 1