x
მეტი
  • 22.04.2019
  • სტატია:88899
  • ვიდეო:339392
  • სურათი:451434
შავი კაბები, რომლებიც დაგეხმარებათ ყველაზე უნაკლოდ და მოხდენილად გამოიყურებოდეთ

ჩაცმა-დახურვის საკითხი კაცობრიობის მანძილზე მუდამ იყო აქტუალური. ქალებმა უხსოვარი დროიდან იცოდნენ, რომ სილამაზე მსხვერპლს მოითხოვდა და მზად იყვნენ გაერისკათ. ყოველთვის არსებობდნენ სტილისტები, დიზაინერები და მკერავები, რომლებიც ამ საკითხს სეზონის მიხედვით უზრუნველყოფდნენ დახვეწილი და თანამედროვე "შტრიხებით".


მოდის ექსპერტი-დიზაინერები ხშირად გვთავაზობენ განახლებულ ვარიანტებს, თუმცა არსებობს უნივერსალური სამოსები, რომლებიც არასდროს გადადის მოდიდან. შავი ფერი არა მარტო სხეულის ფორმების შენიღბვას ემსახურება, არამედ გვმატებს თავდაჯერებულობას და ნებისმიერი ასაკის ქალბატონს სტილის მიხედვით შეუძლია ამ ყველაზე ელეგანტური და მაცდური ფერის კაბა ნებისმიერ სიტუაციაში -კინოთეატრი, წვეულება, რესტორანი და ა.შ, მოირგოს.


image


მანამ, სანამ წარმოგიდგენთ შავ კაბებს, მინდა შეგახსენოთ, რომ არსებობს 12 უნივერსალური სამოსი, რომელიც არასდროს გადადის მოდიდან და ის ყველა ქალის კარადაში აუცილებლად უნდა იყოს. ესენია: ჯინსი, ქუსლიანი ფეხსაცმელი, ტყავის შავი ქურთუკი, ქვედაბოლო- ფანქარი, თეთრი პერანგი (სარუჩკა), პიჯაკი, გრძელი ქვედაბოლო, როლინგი, მაღალყელიანი ჩექმა, კარდიგანი, ტრენჩი (პლაში) და რაღა თქმა უნდა შავი კაბა.


აქვე შეგახსენებთ, რომ მოდის ინდუსტრიაში შავი კაბა, რომელიც აქტუალობას მრავალი წლის მანძილზე ინარჩუნებს, ფრანგმა დიზაინერმა კოკო შანელმა დანერგა. მოგვიანებით კი ის თითქმის ყველა ელეგანტური ქალბატონის ერთ-ერთ ძირითად სტილად იქცა.


გადახედეთ ფოტოებს, იქნებ რომელიმე მათგანი გახდეს კიდეც თქვენთვის შთაგონების წყარო.


imageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimage

imageimage





იხილეთ აგრეთვე:


image


















0
179
12-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
Mediator image
179
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0